რატომ არის ძილი წონაში კლების გასაღები — 5 მიზეზი
ამასთანავე, არასაკმარისი ძილი სწორედ ის ფაქტორია, რომელიც ადამიანებს ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში ხელს ხშირად უშლის. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, ზრდასრულთა 39%-ს ღამით 7 საათზე ნაკლები სძინავს, რაც არასაკმარის ძილად ითვლება. ძილს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე უამრავი დადებითი გავლენა აქვს, მაგრამ ნაკლებად ცნობილია, რომ ის ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებასაც.
5 მიზეზი, რატომ შეიძლება ძილი წონის კლებაში დაგეხმაროს:
1. ხანმოკლე ძილის გამო არ მოიმატებ
- ჩვილობა: 40%-ით გაზრდილი რისკი;
- ადრეული ბავშვობა: 57%-ით გაზრდილი რისკი;
- შუა ბავშვობა: 123%-ით გაზრდილი რისკი;
- მოზარდობა: 30%-ით გაზრდილი რისკი.
2. მადას დაარეგულირებ
საკმარისი ძილი გაძლიერებულ მადას და ზედმეტი კალორიების მიღებას თავიდან აგაცილებს, განსაკუთრებით, ღამის საათებში. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ძილის ნაკლებობა პირდაპირ კავშირშია მადის მატებასთან და მათ, ვისაც საკმარისზე ნაკლები სძინავთ, დღის განმავლობაში საჭიროზე მეტ კალორიებს იღებენ. 2022 წლის კვლევების მიმოხილვამ აჩვენა, რომ ძილის დეფიციტის მქონე ადამიანები დღეში საშუალოდ 500 კალორიით მეტს იღებდნენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ძილის ნაკლებობა მნიშვნელოვნად ზრდის შიმშილის გრძნობას, ულუფის ზომებს და განსაკუთრებით შოკოლადისა და ცხიმის მიღების მოთხოვნილებას.
დღეში მიღებული საკვების რაოდენობის ზრდა ნაწილობრივ აიხსნება მადის ჰორმონებზე — გრელინსა და ლეპტინზე — ძილის გავლენით. როცა ადამიანს საკმარისი დრო არ სძინავს, ორგანიზმი გამოიმუშავებს უფრო მეტ გრელინს (შიმშილის ჰორმონს) და უფრო ნაკლებ ლეპტინს (დანაყრების ჰორმონს), რის შედეგადაც ძლიერდება მადა და საკვების მიღების სურვილი.
3. მეტი შანსია, ჯანსაღი საკვები აირჩიო
ძილის ნაკლებობა ცვლის ტვინის მუშაობის წესს და გავლენას ახდენს გადაწყვეტილებებზეც. შედეგად, კიდევ უფრო რთული ხდება ჯანსაღ საკვებზე არჩევანის გაკეთება და სასარგებლო, ნუტრიენტებით მდიდარი პროდუქტებისა თუ კერძების პრიორიტეტად ქცევა. ასევე, როდესაც ადამიანს ძილი აკლია, ტვინის ის უბნები, რომლებიც დაჯილდოებაზეა პასუხისმგებელი, საკვებზე კიდევ უფრო ძლიერად რეაგირებს.
მაგალითად, 2019 წლის კვლევამ აჩვენა, რომ გამოუძინებელ ადამიანებს ტვინში უფრო ძლიერი "ჯილდოს რეაქცია" ჰქონდათ, როცა მაღალკალორიული საკვების სურათებს უყურებდნენ. ისინი უფრო მეტად იყვნენ მზად საჭმელში ბევრი ფული გადაეხადათ, ვიდრე კარგად გამოძინებულები. ეს ნიშნავს, რომ არასაკმარისი ძილის შემდეგ, მაგალითად, ნაყინი უფრო დიდ ჯილდოდ გვეჩვენება და თვითკონტროლი კიდევ უფრო რთულია
4. მეტაბოლიზმს გაიუმჯობესებ
საკმარისი ძილი დაგეხმარება თავიდან აიცილო მეტაბოლიზმის დაქვეითება, რაც ხშირია მაშინ, როცა ადამიანს ძილი არ ჰყოფნის. 2020 წლის კვლევის მიხედვით, ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც ღამეში საშუალოდ 7 საათზე ნაკლებს იძინებენ, მეტაბოლური სინდრომის უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის. ძილის უკმარისობამ ასევე შეიძლება შეამციროს ცხიმის ჟანგვა — ანუ პროცესი, რომლის დროსაც ცხიმოვანი უჯრედები ენერგიად იშლება. მკვლევრები განმარტავენ, რომ ასეთი დაქვეითება შესაძლოა გამოწვეული იყოს ორგანიზმის სტრესული სისტემის გააქტიურებით.
5. ფიზიკურად უფრო აქტიური გახდები