რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მშრალი კანის მოვლისას? - ხარისხიანი პროდუქტები ბიუჯეტურ ფასად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მშრალი კანის მოვლისას? - ხარისხიანი პროდუქტები ბიუჯეტურ ფასად

კანის სიმშრალე, იგივე ქსეროზი შემოდგომის სეზონზე გამწვავებას იწყებს, რისი მიზეზიც დაბალი ტენიანობა და ტემპერატურის ვარდნაა. გაუწყლოების გამო ზიანდება მისი დამცავი ბარიერი და გვაქვს დაჭიმვის შეგრძნება, ქავილი, სიწითლე და დისკომფორტი.

სწორი სეზონური რუტინით შესაძლებელია, სიმშრალე მარტივად ვმართოთ და თავიდან მისგან გამოწვეული ავირიდოთ ისეთი გრძელვადიანი შედეგები, როგორიც წვრილი ხაზებისა და ნაოჭების წარმოქმნა/გაღრმავებაა.

ამისათვის კი სულაც არ გვჭირდება ძვირადღირებული პროდუქტები, მთავარია, მათ შემადგენლობასა და ხარისხზე გავამახვილოთ ყურადღება.

kani-2-1760607621.png

კანის სიმშრალის მთავარი გამომწვევი მიზეზი გენეტიკური ფაქტორებია. ამავდროულად, სიმშრალე შეიძლება სხვა გარემოებებითაც იყოს გამოწვეული:

  • დაბალი ტემპერატურა და ქარი, რომელიც აზიანებს კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერს;
  • შენობების გათბობის სისტემა, რის გამოც ჰაერში დაბალი ტენიანობაა;
  • ცხელი და ხანგრძლივი შხაპი, რომელიც კანიდან ბუნებრივ ცხიმს გვაცლის და ზიანდება ლიპიდური ბარიერი;
  • ძლიერი ამქერცლავი ინგრედიენტები კანის მოვლის რუტინაში - AHA/BHA მჟავები და რეტინოლი ეფექტური საშუალებაა ფორების წმენდისა და დაბერების პრევენციისთვის, თუმცა თუ სიმშრალე გვაწუხებს, უმჯობესია ყურადღება მივაქციოთ მათ კონცენტრაციასა და მოხმარების სიხშირეს;
  • დაბერება - ასაკის მატებასთან ერთად, კანის ცხიმოვანი ჯირკვლები ნაკლებად აქტიურია, რაც სიმშრალეს ამწვავებს;
  • ეგზემა, ფსორიაზი და ჰიპოთირეოზი პირდაპირ არის დაკავშირებული კანის გამოშრობასთან, თუმცა მათ სამართავად მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებები არ არის საკმარისი და აუცილებელია, დერმატოლოგს მივმართოთ.

kremi-1760607638.png

მშრალი კანის მოვლის რუტინა შემოდგომა-ზამთრის სეზონზე

ცივ კლიმატურ პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანა კანის ბუნებრივი ბარიერის დაცვაა. თუ ზაფხულში მსუბუქ საცხებს ვიყენებდით და მოვლის მინიმალისტური რუტინა გვქონდა, შემოდგომაზე შედარებით სქელი კონსისტენციისა და ღრმა დატენიანებაზე ორიენტირებულ პროდუქტებზე უნდა გავაკეთოთ არჩევანი. ამ სეზონზე ჰიალურონის მჟავა მთავარ გმირად გვევლინება.

მოვლის საშუალებების შერჩევისას უმჯობესია, ყურადღება მივაქციოთ, რომ პროდუქცია იყოს დერმატოლოგების მიერ რეკომენდებული და არ შეიცავდეს ეთერზეთებს, პარფიუმს, ალკოჰოლსა და სხვა ისეთ ინგრედიენტებს, რომელიც კიდევ უფრო გამოგვიშრობს კანს. ასეთი პროდუქციის მოძიება კი ბიუჯეტურ ფასადაც შეგვიძლია. ისეთი ევროპული ბრენდები, როგორც „ფარმაცერისი“ (Pharmaceris) და „ქულ ბიუთია“ (Kool Beauty) გვთავაზობს დერმატოლოგიურად შემოწმებულ, ანტიალერგიულ და ყველა ტიპის კანთან თავსებად საშუალებებს. ამ შემთხვევაში ვისაუბროთ ბრენდების მშრალი კანის ხაზზე და შევადგინოთ მარტივი კანის მოვლის რუტინა.

სახის კანის ღრმა დატენიანება

kool-beauty-1760607673.jpg

ბრენდის ორფაზიანი შრატი და დამატენიანებელი კრემი განკუთვნილია მშრალი, მათ შორის გაუწყლოებული კანისთვისაც.

ჰიალურონისა და ჟოჟობას ზეთის კომბინაციით შექმნილი შრატის რამდენიმე წვეთი უზრუნველყოფს სრულყოფილ დატენიანებას და გვიტოვებს კომფორტის შეგრძნებას. ყოველდღიური გამოყენებისას კანი ხდება უფრო ნათელი, უმჯობესდება ტონუსი და ელასტიურობა. რაც მთავარია, პროდუქტი ეფექტს გვაძლევს გრძელ ვადაში. შრატი ჩვენს კანს დაეხმარება, ზამთრის ყველაზე სუსხიან დღეებშიც კი შეინარჩუნოს ტენიანობა.

დამატენიანებელი კრემი, რომელიც ჰიალურონის მჟავით არის გამდიდრებული, იდეალურია შრატის შემდგომ საფეხურად. მისი უცხიმო ტექსტურა სწრაფად შეიწოვება, აძლიერებს შრატის მოქმედებას და უზრუნველყოფს კანის ტენიანობას მთელი დღის განმავლობაში.

emotopic-1760607697.png

დერმატოლოგიური ბრენდის „ფარმაცერისის“ ბარიერის დამცავი კრემი შექმნილია სახისა და სხეულის მგრძნობიარე, მშრალი, ძალიან მშრალი, გაღიზიანებისა და ალერგიისადმი მიდრეკილი კანისთვის. ის ეფექტურად დაგიცავთ ისეთი გარე ფაქტორებისგან, როგორიცაა ყინვა, ქარი, მშრალი ჰაერი და აქტიური ნივთიერებები, რომელმაც გაღიზიანება გამოიწვია.

კრემი ასევე შეგიძლია გამოიყენოთ ატოპიური დერმატიტის პრევენციის ან რეციდივის რისკის შესამცირებლადაც. პროდუქტში შემავალი აქტიური ნივთიერებები - კერამიდები და ლიპიდები უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, ეპიდერმისის ოპტიმალურ კვებასა და სიგლუვეს, ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას და ებრძვის მიკროდაზიანებებს.

აღსანიშნავია, რომ ბარიერის აღმდგენ კრემს არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა და იდეალურია ცივ სეზონებზე ყოველდღიური გამოყენებისთვის. საუკეთესო შედეგისთვის კი რეკომენდებულია, რუტინაში ჩასვათ „ფარმაცერისის“ დასაბანი ემულსია, რომელიც ეფექტურად ასუფთავებს კანს და ხსნის სიმშრალეს, ქავილსა და გაღიზიანებას.

emotopic-1-1760607730.png

„ფარმაცერისის“ ტანის დამატენიანებელი ბალზამი რეკომენდებულია მგრძნობიარე, მშრალი და ძალიან მშრალი კანის ყოველდღიური მოვლისთვის. ასევე, პროდუქტი იდეალურია ეპიდერმული დეჰიდრატაციისადმი მიდრეკილი კანისთვის.

გარდა ამისა, კრემი გამოიყენება პრევენციის მიზნითაც, ატოპიური დერმატიტის გამწვავების რისკის შესამცირებლად. ასაკობრივი შეზღუდვა არც აღნიშნულ პროდუქტს არ აქვს და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ.

რომ შევაჯამოთ, ცივ სეზონებზე მშრალი კანის მოვლის რუტინაში წამყვან როლს ასრულებს ბარიერის დამცავი და აღმდგენი კრემები, რომელიც მნიშვნელოვანია დისკომფორტის, გართულებებისა და წვრილი ხაზების პრევენციისთვის.

R