ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ადრეული ქორწინება - ჩვენი ქვეყნის გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ადრეული ქორწინება - ჩვენი ქვეყნის გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები

ოჯახის დაგეგმვასა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის ნაკლებობა, აბორტთან დაკავშირებული სტიგმა და შეზღუდვები და ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინება - თითოეული მათგანი ჩვენს ქვეყანაში კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

გასული ორ ათწლეულის განმავლობაში ახალ თაობებში რეპროდუქციულ საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერება მნიშვნელოვნად ამაღლდა და კანონმდებლობაშიც მთელი რიგი ცვლილებები შევიდა, ზოგ შემთხვევაში ეფექტიანი, ხოლო ზოგ შემთხვევაში - უფლებების შემზღუდველი. მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, მაინც დაბალია ხელმისაწვდომობა სწორ ინფორმაციასა და რეპროდუქციულ სერვისებზე, მათ შორის უსაფრთხო აბორტზე, ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა კი კანონმდებლობის მიუხედავად, მაინც ვერ აღმოიფხვრა და განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობებშია გავრცელებული.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), ევროკავშირის წარმომადგენლობისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ადრეული ქორწინების საკითხების შესახებ გამოკვლევა ჩაატარა. ანგარიში მოიცავს 2024 წლის ივნისი-ივლისის პერიოდს და მასში 15-49 წლის 4 500 ქალი მონაწილეობდა.

აღნიშნულ პერიოდში გამოკითხული:

  • 15-19 წლის ქალების წილი, რომელთაც ჰქონდათ ცოცხლადშობადობა ან პირველ ბავშვზე არიან ორსულად - 3.5%-ს შეადგენს;
  • 20-24 წლის ქალების წილი, რომელთაც ცოცხლადშობადობა ჰქონდათ 18 წლამდე - 3.1%-ია.

მონაცემები ასახავს, რომ ადრეული შვილოსნობის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში კვლავ გავრცელებულია, რაც შეიძლება რეპროდუქციული საკითხების შესახებ დაბალი ინფორმირებულობითა და ადრეულ ასაკში ქორწინებით იყოს გამოწვეული.

ბავშვობაში დაოჯახებული გოგოები გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის, ორსულობისა და მშობიარობის თანმხლები გართულებების მიმართ. უმეტესად მათ აღარ ეძლევათ სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება და სრულიად დაუფასებელ და უხილავ ოჯახურ შრომაში ჩართვა უწევთ. 2024 წლის კვლევის თანახმად, 15-49 წლის ასაკის გამოკითხულ ქალთა 0.9% 15 წლის ასაკამდეა დაქორწინებული. 20-24 წლის ასაკის ქალებს შორის კი 15 წლამდე 0.4% დაქორწინდა; 18 წლის ასაკამდე - 6.9%. ადრეული ქორწინების შემთხვევების პრევენცია სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად იქცა. მათზე დროული რეაგირების მიზნით 2022 წელს UNFPA-სა და შსს-ის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განახლდა 112-ის მობილური აპლიკაცია, ითარგმნა 5 ენაზე და მასში ინტეგრირდა ინფორმაცია ადრეული ქორწინების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ძალოვანი უწყებები მყისიერად რეაგირებენ ამგვარ შემთხვევებზე, ადრეული ქორწინებების ნაწილი მაინც ყურადღების მიღმა რჩება.

მათი პრევენციისთვის სახელმწიფო წლებია, ზომებს ამკაცრებს და მაღალ საკანონმდებლო სტანდარტს ნერგავს, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში აღიარებული მიდგომით არ მოქმედებს უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობის ზრდასთან დაკავშირებით. 2024 წლის 1-ელი იან­ვრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გარ­თულ­და ორ­სუ­ლო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად შე­წყვე­ტის პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა. რე­გუ­ლა­ცი­ებს და­ე­მა­ტა პირველი ულტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვი­დან 5 დღის შემ­დეგ ახა­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, ასე­ვე სავალდე­ბუ­ლო გახ­და ფსი­ქო­ლოგ­თან და სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გავ­ლა. ასევე შე­ი­ზღუ­და იმ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, სა­დაც პრო­ცე­დუ­რა ტარ­დე­ბა რეგულაციები წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) რეკომენ­და­ცი­ებ­თა­ნ - 2022 წელს ჯან­მოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გა­იდ­ლა­ინ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ „არა­სა­ჭი­რო სა­ხელ­მწი­ფო ბა­რი­ე­რე­ბის მოხ­სნა ხელს უწყობს უსაფრ­თხო აბორტზე ხელმისაწ­ვდო­მო­ბას“. ამოქმედებული ცვლილებები აძ­ვი­რებს სერ­ვისს, ზღუ­დავს გეოგრაფიულ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას და სივრცეს აჩენს პროცედურის სამედიცინო დაწესებულებების ჩატარებისთვის, რაც საფრთხეს უქმნის ქალების ჯანმრთელობას.

საქსტატის ანგარიშში ასახულია ხელოვნური აბორტის ჩატარების ადგილის შესახებ მონაცემებიც: საავადმყოფო/სამშობიაროში პროცედურა 74%-მა ჩაიტარა; ქალთა კონსულტაციით - 21.3%-მა; სახლში - 3.7%, შემდეგ საავადმყოფოში - 1.1%-მა; ხოლო სამედიცინო დაწესებულების გარეთ - 4.8%-მა.

ხელოვნური აბორტის დროს გამოყენებულ მეთოდებს შორის ყველაზე ხშირი ქირურგიული მეთოდები იყო: გამოფხეკა - 39.9% და ვაკუუმ ასპირაცია - 27%; ხოლო მედიკამენტური აბორტი - 33.1%. მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტური მეთოდი ორსულობის შეწყვეტის ყველაზე უსაფრთხო და მარტივი ფორმაა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქალები ყველაზე ნაკლებად მას მიმართავენ, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ერთი მხრივ, ინფორმაციის ნაკლებობით და მეორე მხრივ, იმ შეზღუდვებით, რაც სახელმწიფომ 2024 წლიდან დააწესა. აღნიშნულმა რეგულაციებმა მედიკამენტური აბორტის ჩასატარებლად ტელემედიცინის/დისტანციური მეთოდის გამოყენება ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა, რის გამოც მასზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდა.

ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და აბორტთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ჯანდაცვის სერვისებზე, კონტრაცეპტივებსა და უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობა. ამასთან, სახელმწიფომ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს ადრეული ქორწინების სავალალო შედეგების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.