თმის ცვენის  მკურნალობის უჩვეულო საშუალება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თმის ცვენის მკურნალობის უჩვეულო საშუალება აღმოაჩინეს

აღმოჩნდა, რომ სტევიას მცენარისგან მიღებული ბუნებრივი დამატკბობელი სტევიოზიდი აუმჯობესებს მინოქსიდილის შეღწევადობას კანში და აძლიერებს მის ეფექტს. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Advanced Healthcare Materials (AHM)-ში.

მინოქსიდილი, სპრეისა და ხსნარების სახით, ფართოდ გამოიყენება თმის ზრდის სტიმულირებისთვის; თუმცა, მისი ცუდი ხსნადობა და კანში დაბალი გშეღწევადობა ზღუდავს თერაპიის ეფექტურობას. ამ პრობლემის გადასაჭრელად, მკვლევარებმა შეიმუშავეს გამხსნელი პლასტირი, რომელიც შეიცავს მინოქსიდილისა და სტევიოზიდის კომბინაციას.

თაგვის მოდელზე ჩატარებულ თმის ცვენის ექსპერიმენტში, ამ პლასტირმა სტიმულირება გაუწია თმის ფოლიკულების აქტიურ ზრდის ფაზაში გადასვლას, რაც ახალი თმის ზრდას იწვევდა. „მინოქსიდილის ეფექტის გასაძლიერებლად სტევიოზიდის გამოყენება თმის ცვენის სამკურნალო უფრო ეფექტური, თუმცა ბუნებრივი საშუალებების შექმნისკენ გადადგმული პერსპექტიული ნაბიჯია, რაც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს დაეხმარება“, - განაცხადა კვლევის თანაავტორმა, პროფესორმა ლიფენ კანგმა სიდნეის უნივერსიტეტიდან.

შაქრის შემცვლელ სტევიას მძლავრი ანტიბიოტიკური თვისება აღმოაჩნდა

სტევია პოპულარული, ბუნებრივი შაქრის შემცვლელია, რომელსაც, მეცნიერების ვარაუდით, ლაიმას (საშიში დაავადება, რომელიც ტკიპებით გადადის) დაავადების განკურნება შეძლია.

მეცნიერებმა დადგინეს, რომ სტევია ებრძვის ამ დაავადების გამომწვევ ბაქტერიას borrelia burgdorferi. ეს შაქრის შემცვლელი ჩვეულებრივ ანტიბიოტკზე უკეთესად მუშაობს.

იაპონიაში მიკრობების წინააღმდეგ უკვე რამდენიმე საუკუნეა სტევიას იყენებენ. სტევია რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად მუშაობს. ერთის მხრივ ის აღვიძებს მიძინებულ ბაქტერიებს, რაც დიდი რაოდენობით ბაქტერიების ერთდროულად განადურებისა და ინფექციის განმეორებით განვითარების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. მეორეს მხრივ ბაქტერია borrelia burgdorferi დაფარულია ბიოაპკით, რომელიც მას ანტიბიოტიკებისგან იცავს. სტევია სწორედ ამ აპკს შლის და ახლის ფორმირებას უშლის ხელს. არც ერთ ანტიბიოტიკს ამგვარი მოქმედება არ ახასიათებს.

რა ფორიმით შეიძლება იყოს სტევია

სტევია სხვადასხვა ფორმითაა ხელმისაწვდომი და არჩევანი თქვენზეა.

ტაბლეტები

სტევიას ტაბლეტები მოხმარების, დოზირებისა და შენახვის მოსახერხებელი საშუალებაა. ისინი შესაფერისი მათთვის, ვისაც არ სურს ხსნარების მომზადება ან ფხვნილების შერევა. თუმცა, ტაბლეტები შეიძლება ნაკლებად ტკბილი იყოს, ვიდრე სხვა ფორმები და ყოველთვის არ ჰქონდეს იგივე გამორჩეული არომატი, როგორც ფხვნილის ან თხევად ვერსიებს. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტაბლეტები შეიძლება შეიცავდეს შემკვრელს, რომელიც არ არის სტევია.

ფხვნილი

ხელმისაწვდომია ფართო ასორტიმენტით და ხშირად გამოიყენება სხვადასხვა საკვებისა და სასმელის დასატკბობად. თუმცა, ფხვნილს შეიძლება ჰქონდეს ოდნავ მწარე გემო და მისი ხსნადობა წყალში ყოველთვის არ არის ერთგვაროვანი.

ექსტრაქტი

სტევიოზიდის უფრო კონცენტრირებული ფორმა. ხშირად აქვს უფრო ინტენსიურად ტკბილი გემო, ვიდრე ფხვნილს. ექსტრაქტი ადვილად იხსნება წყალში და სხვა სითხეებში, რაც მას სასმელებში გამოსაყენებლად მოსახერხებელს ხდის. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ის შეიძლება შეიცავდეს დამატებით ნივთიერებებს, როგორიცაა შემავსებლები ან სტაბილიზატორები.

დამატკბობლები

სტევია, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის მოხმარების ყველაზე გავრცელებული მეთოდია, ემატება დამატკბობლებს, რომლებიც მაღაზიებში ფხვნილის ან ტაბლეტების სახით, ასევე თხევადი ნარევების სახით არის ხელმისაწვდომი. ეს შეიძლება შეიცავდეს დამატებით კომპონენტებს გემოს, ტექსტურისა და ხსნადობის გასაუმჯობესებლად.

კაფსულები

ტაბლეტების გარდა, სტევია ასევე ხელმისაწვდომია კაფსულების სახით. ეს პროდუქტი მოსახერხებელია დოზირების კუთხით და შეიძლება გამოყენებულ იქნას, როდესაც სასურველია უფრო კონცენტრირებული დოზა. კაფსულირებული სტევია ხშირად გამოიყენება საკვები დანამატის სახით.