რთ-ერთი მომაკვდინებელი კიბოს მიზეზი შესაძლოა თქვენს პირის ღრუში იყოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ერთ-ერთი მომაკვდინებელი კიბოს მიზეზი შესაძლოა თქვენს პირის ღრუში იყოს

ვარაუდის მიხედვით, პირის ღრუში მცხოვრები მიკრობების სპეციფიკური კომბინაციები ადამიანებში ერთ-ერთ ყველაზე სასიკვდილო სიმსივნესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ასე რომ, პირის ღრუს კარგი ჰიგიენა არა მხოლოდ კბილების მოვლას უზრუნველყოფს, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც ხდება.

პანკრეასი, იგივე კუჭქვეშა ჯირკვალი, ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველაზე დიდი ჯირკვალია. იგი შეუცვლელ ფუნქციებს ასრულებს, ვინაიდან შერეული ჯირკვალია და ერთსა და იმავე დროს საჭმლის მომნელებელ ორგანოსაც წარმოადგენს და ენდოკრინული თვისებებიც ახასიათებს. პანკრეასი პასუხისმგებელია ფერმენტებისა და ჰორმონების გამომუშავებაზე, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს საკვების დაშლასა და საკვები ნივთიერებების ათვისებაში ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ პანკრეასის სიმსივნე იშვიათია, სიკვდილიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

New York University-ის ეპიდემიოლოგებმა ორი კვლევის ფარგლებში შეგროვებული 300 000-ზე მეტი 50-დან 70 წლამდე ასაკის ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები და ორალური ნიმუშები შეისწავლეს. ამ ადამიანებიდან პანკრეასის სიმსივნე დაახლოებით 445-ს განუვითარდა, რომლებიც იმავე რაოდენობის ჯანმრთელ კონტროლ ჯგუფს შეადარეს. შედეგად კი, 27 მიკროორგანიზმი გამოვლინდა, რომლებიც პანკრეასის სიმსივნის გასამმაგებულ რისკთან ასოცირდება. ეს შედეგები ადრე ჩატარებულ კვლევებთან ერთად აჩენს იმის ვარაუდს, რომ ჩვენი პირის ღრუს ზოგიერთი მიკრობი პანკრეასში საჭმლის გადამამუშავებელი სისტემიდან ნერწყვთან ერთად ხვდება.

კვლევის ავტორებმა სიმსივნის რისკთან დაკავშირებული მიკრობების ოთხი სახეობა დააფიქსირეს: Porphyromonas gingivalis, Eubacterium nodatum, Parvimonas და Candida tropicalis. მკვლევართა გუნდის თქმით, ეს შედეგები არ ნიშნავს იმას, რომ მათ მიერ იდენტიფიცირებული მიკრობები უშუალოდ იწვევენ სიმსივნეს, თუმცა მათ მიერ დაფიქსირებული სახეობები შემდგომ გამოკვლევებს საჭიროებს.

წყარო