რომელ ეგზოტიკურ ჩაის აქვს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო უნიკალური თვისებები
აფრიკული ჩაი როიბუში ანელებს დაბერებას და ამცირებს "ცუდ" ქოლესტერინს. ამ ეფექტის მისაღწევად, უნდა დალიოთ ექვსი ჭიქა სასმელი დღეში, ექვსი კვირის განმავლობაში.
2020 წლის კვლევამ აჩვენა, რომ როიბუშის ჩაიში არსებული ანტიოქსიდანტები ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს - დაბერების და ქრონიკული დაავადებების მთავარ ფაქტორს.
ჩაი შეიცავს უნიკალურ ბიოაქტიურ ნივთიერებებს ასპალატინს და ნოტოფაგინს, რომლებსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ასევე ვიტამინს C, მაგნიუმს, კალციუმს, თუთიასა და პოლიფენოლებს. ჩაი როიბუშში არ შედის კოფეინი და დაბალია ტანინების შემცველობა, რაც მას უსაფრთხოს ხდის ჰიპერტენზიის და ძილის დარღვევების მქონე ადამიანებისთვის.
რომელი დაავადებებისგან გვიცავს მწვანე ჩაი
ეს სასმელი ძალიან სასარგებლოა.
მწვანე ჩაის რეგულარული ზომიერი მოხმარება ამცირებს დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა და კიბოს დაავადებების განვითარების რისკს და ასევე აუმჯობესებს იმუნიტეტს.
შავი ფერმენტირებული, ისევე როგორც მწვანე ან თეთრი არაფერმენტირებული ჩაის შემადგენლობაში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა: ვიტამინები B1, B2, PP, პროვიტამინი A, მინერალები, ორგანული მჟავები, ტანინები, კოფეინი, აგრეთვე მაღალი ანტიოქსიდანტური აქტივობის ელემენტები (კერძოდ, კატეხინები და თეაფლავინი). თუმცა, ზოგიერთი სახის მწვანე ჩაის ჭიქაში კოფეინის შემცველობა შეიძლება შევადაროთ ფინჯან ყავას.
კოფეინის შემცველი სასმელების გადაჭარბებულმა მოხმარებამ, ჩაის ჩათვლით, შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე, ხოლო ტანინებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებაზე და გარკვეული საკვები ნივთიერებების, განსაკუთრებით რკინის შეწოვაზე. ბაცი ჩაის დალევა შესაძლებელია დღეში სამიდან ხუთ ჭიქამდე.
ყველაზე სასარგებლოა ახლად მომზადებული სასმელი, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. თუმცა, ჩაის სარგებელი მცირდება, თუ მას შაქარს, მძიმე ნაღებს ან მურაბას დავუმატებთ. ასევე, ჩაი არ უნდა დავლიოთ საკონდიტრო ნაწარმთან, ტკბილეულთან ერთად. ყოველივე ეს აუცილებლად იწვევს მარტივი ნახშირწყლების მოხმარების გაზრდას და შედეგად, ჭარბი წონის, სიმსუქნის და მასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკს.
როგორც ტკბილეულის ჯანსაღი ალტერნატივა, შეგიძლიათ ჩაის დაამატოთ ახალი, ან გაყინული ხილი ან ჩირი. ეს სასმელის გემოს უფრო მრავალფეროვან და საინტერესოს გახდის, შაქრის გამორიცხვაში დაგეხმარებათ და დამატებით გაამდიდრებს თქვენს დიეტას სასარგებლო საკვები ნივთიერებებით.
რომელია დღეგრძელების საყვარელი სასმელი
„ცისფერი ზონის“ (ანუ მსოფლიოს ის რეგიონები, სადაც 100 წელს მიღწეული ადამიანების ყველაზე დიდი რაოდენობით არიან) მაცხოვრებლები უფრო ხშირად უპირატესობას ანიჭებენ წყალს. წყალი აუცილებელია სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, რადგანაც ორგანიზმს ეხმარება ტოქსინების გამოდევნაში, ახდენს საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებას, აბალანსებს ელექტროლიტებს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.
„ცისფერი ზონის“, განსაკუთრებით სარდინიისა და იკარიის, მაცხოვრებლები უარს არ ამბობენ კარგი ხარისხის მშრალ წითელ ღვინოზე. წითელი ღვინო შეიცავს დიდი რაოდენობით რესვერატროლს - ანტიოქსიდანტს, რომელიც ხელს უწყობს „ცუდი“ ქოლესტერინის დონის დაქვეითებას, ამცირებს ანთებას და სისხლძარღვების დაზიანებას. თუმცა სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ დღეში ერთ ბოკალზე მეტი ღვინის მიღება არაა მიზანშეწონილი.
ხმელთაშუა ზღვის რეგიონის დღეგრძელები ყოველდღიურად იღებენ შავ ყავას. ყავის მარცვლები სავსეა ანტიოქსიდანტებით, პოლიფენოლებით და სხვა ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედების ნივთიერებით, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს დღეგრძელობასა და ქრონიკული დაავადებების რისკის დაქვეითებას.
ჩაი შედის ოკინავაში მცხოვრები დღეგრძელების ყოველდღიურ რაციონში. მათ მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ მიიღონ მწვანე ჩაი. იკარიელები უპირატესობას ანიჭებენ ბალახეულ ჩაის, როზმარინით, ბაბუაწვერათი და ველური სალბით, ხოლო სარდინიის ბინადარნი ბაყაყურას ჩაის მიირთმევენ. ეს უკანასკნელი ასუფთავებს ღვიძლს.
მწვანე ჩაი მდიდარია კატექინებით და პოლიფენოლებით, რომლებსაც ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნიათ და ამცირებენ დაავადების განვითარების რისკს, ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, არეგულირებენ ქოლესტერინის დონეს, ასტაბილურებენ არტერიულ წნევას და აძლიერებენ უჯრედების დაყოფას, რაც სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.
ექსპერტები შავი ჩაის ხშირად მიღებასაც გვირჩევენ. ის ამცირებს სისხლში შაქრის, ქოლესტერინის დონეს, გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკს და უზრუნველყოფს ნაწლავის სიჯანსაღეს.
- დღეგრძელები, როგორც წესი, ჩაის სვამენ დამატკბობლების გარეშე, ხოლო გემოსთვის ამატებენ ლიმონის ნაჭერს ან პიტნას.