2025 წლის ნობელის პრემია მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში სამ მეცნიერს გადაეცა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

2025 წლის ნობელის პრემია მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში სამ მეცნიერს გადაეცა

მეცნიერებმა ნობელის პრემია პერიფერიულ ტოლერანტობასთან დაკავშირებული აღმოჩენებისთვის მიიღეს. ჩვენი იმუნური სისტემა ყოველდღიურად გვიცავს ათასობით სხვადასხვა მიკრობისგან, რომლებიც ჩვენს სხეულში შემოჭრას ცდილობენ. თითოეული მათგანი სხვადასხვანაირად გამოიყურება, თუმცა ბევრი შენიღბვის მიზნით, ადამიანის უჯრედებსაც დაემსგავსა. შესაბამისად, ჩვენს იმუნურ სისტემას გარკვეული მექანიზმი სჭირდება, რათა ჩვენსავე უჯრედებს თავს არ დაესხას. როგორ წყვეტს ჩვენი იმუნური სისტემა რას უნდა შეუტიოს ჩვენს ორგანიზმში, ან რა უნდა დაიცვას? ნობელის პრემიის წლევანდელმა ლაურეატებმა აჩვენეს, რომ ორგანიზმი ამას იმუნიტეტის პერიფერიული ტოლერანტობის წყალობით ახერხებს.

ლაურეატებმა იმუნური სისტემის მცველები — მარეგულირებელი T-უჯრედები — აღმოაჩინეს. სწორედ ეს უჯრედები უშლიან ხელს იმუნურ უჯრედებს, რომ ჩვენს სხეულს თავს დაესხან. "მათ აღმოჩენებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის გასაგებად, თუ როგორ ფუნქციონირებს იმუნური სისტემა და რატომ არ გვემართება სერიოზული ავტოიმუნური დაავადებები", — ასე აფასებს აღმოჩენას ოლე კამპე, ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე.

შიმონ საკაგუჩიმ პირველი აღმოჩენა 1955 წელს გააკეთა, როცა აჩვენა, რომ იმუნური სისტემა უფრო რთულადაა მოწყობილი, ვიდრე ამ პერიოდში ვარაუდობდნენ. მან იმუნური უჯრედების მანამდე უცნობი კლასი აღმოაჩინა, რომელიც ორგანიზმს ავტოიმუნური დაავადებებისგან იცავს. მერი ბრანკოუმ და ფრედ რემსდელმა 2001 წელს აღმოაჩინეს და ახსნეს, თუ რატომ იყო თაგვების კონკრეტული ჯიში ავტოიმუნური დაავადებების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი. მეცნიერების მტკიცებით, თაგვებს გენში ჰქონდათ მუტაცია, რომელსაც Foxp3 უწოდეს. მეცნიერებმა აჩვენეს ისიც, რომ ადამიანებში ამ გენის ეკვივალენტის მუტაცია ავტოიმუნურ დაავადებას — IPEX-ს იწვევს. ეს აღმოჩენები შიმონ საკაგუჩიმ დააკავშირა და აჩვენა, რომ Foxp3 გენი განაგებს იმ უჯრედების განვითარებას, რომლებიც თავად 1995 წელს აღმოაჩინა. სწორედ ეს უჯრედებია მარეგულირებელი T-უჯრედები, რომლებიც სხვა იმუნურ უჯრედებს აკონტროლებს და იმუნური სისტემის ტოლერანტობას ჩვენივე ქსოვილების მიმართ უზრუნველყოფს.

რაც შეეხება სხვა სფეროს ლაურეატებს, 7 ოქტომბერს გამარჯვებული ფიზიკის დარგში გამოვლინდება, ხოლო ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი 8 ოქტომბერს დასახელდება.