მეცნიერებმა ნაბახუსევის სინდრომის სამკურნალოდ ეგზოტიკური სასმელი შემოგვთავაზეს
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ქოქოსის წვენის, მსხლის და ცაცხვის ყველთან, პომიდორთან და კიტრთან ერთად მიღება ეხმარება ორგანიზმს, უფრო სწრაფად დაძლიოს ნაბახუსევის სინდრომი. ხილის კოქტეილი მზადდება 10% ქოქოსის წვენისგან, 25% ლაიმის წვენისგან და 65% მსხლის წვენისგან.
- ეს საკვები ზრდის ორი ფერმენტის აქტივობას, რომლებიც ორგანიზმიდან ალკოჰოლის გამოდევნას უწყობს ხელს.
- ყველის, პომიდვრის და კიტრის სალათის მირთმევა ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ალკოჰოლით გამოწვეულ გვერდით მოვლენებთან ბრძოლაში.
მეცნიერები გვაფრთხილებენ თავი შევიკავოთ ყავის დალევსგან, რომელმაც შეიძლება გაახანგრძლივოს კიდეც ნაბახუსევის სინდრომი. მწვანე და შავი ჩაი კი პირიქით, ოდნავ ამცირებს მას. ეს პროდუქტები გამოიცადა ლაბორატორიულ კვლევებითა და მოხალისეებზე.
დოქტორმა შრადჰა სრინივასანმა და მისმა კოლეგებმა მუმბაისი ქიმიური ტექნოლოგიების ინსტიტუტიდან (ინდოეთი), ჩაატარეს კვლევა და მათი ნაშრომი გამოქვეყნებულია ჟურნალში Current Research in Food Science.
მეცნიერებმა შეახსენეს, რომ ნაბახუსევის სინდრომი, რომელსაც ახასიათებს თავის ტკივილი, დაღლილობა და ზოგჯერ ღებინება, სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებულად და სხვადასხვა სიჩქარით ვლინდება. ეს გამოწვეულია მთელი რიგი ფაქტორებით, მათ შორის, მიღებული სასმელის სახეობით, ადამინის გენეტიკით და ალკოჰოლთან მიმართებაში მეტაბოლიზმის მუშაობით. მკვლევარებმა განმარტეს, რომ როდესაც ეთანოლი (ალკოჰოლი) შედის სხეულში, ის გადაიქცევა აცეტალდეჰიდში.
აცეტალდეჰიდის დაგროვება იწვევს ნაბახუსევის სინდრომს: სხეული სრულად ვერ აღდგება, სანამ არ დაიშლება და არ მოინელებს ადამიანი აღნიშნულ ნივთიერებას.
ღვიძლში აღმოჩენილ ალკოჰოლის დეჰიდროგენაზას (ADH) და ღვიძლში, თირკმელებსა და ფილტვებში აღმოჩენილ ალდეჰიდდეჰიდროგენაზას (ALDH) აცეტალდეჰიდის განადგურების უნარი აქვთ, მაგრამ ისინი ყოველთვის არ მოქმედებენ საკმარისად სწრაფად.
ექიმმა სრინივასანმა ლაბორატორიაში გამოსცადა სხვადასხვა საკვები, რათა დაენახა, როგორ მოქმედებდნენ ისინი ორი ფერმენტის მოქმედებაზე. მეცნიერებმა შეამოწმეს ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, სანელებლები, რძის პროდუქტები და ყავა.
პირველ ადგილზე აღმოჩნდა მსხალი, ლაიმი, ქოქოსის წვენი, ყველი, პომიდორი და კიტრი.
- 15-კაციანი ჯგუფის უპირატესობების გამოყენებით და თითოეული პროდუქტის მეცნიერული სარგებლობის გათვალისწინებით, მათ გადაწყვიტეს, რომ საუკეთესო ფორმულა იქნებოდა 65% მსხლის, 25% ლაიმის და 10% ქოქოსის წვენისგან დამზადებული სასმელი.
ამ სასმელმა შეძლო ფერმენტების ADH და ALDH აქტივობის გაზრდა 23% და 70% -ით შესაბამისად, რამაც შესაძლებელი გახადა დაჩქარებულიყო ნაბახუსევის სინდრომისგან თავის დაღწევის პროცესი. ხორბალი, ჯანჯაფილი, ფინიკი და კაკაო ასევე გვეხმარება ნაბახუსევის სინდრომისგან განთავისუფლებაში.
ნაბახუსევის სინდრომის დროს, მეცნიერები გვირჩევენ არ მივირთვათ რძე, მარცვლეული: შვრია, არაქისი, ფეტვი, სიმინდი, სანელებლები - წიწაკა, მიხაკი, მუსკატის კაკალი, დარიჩინი, ასევე ვიტამინი C, ყავა, კვერცხი. ყურძენი, ნიორი და ქინძი ამ ფერმენტებზე გავლენას არ ახდენს.