როდის დაიწყება გრპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია საქართველოში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინები 15 ოქტომბრამდე შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 200 ათასი დოზა ვაქცინა საქართველოში 15 ოქტომბრამდე შემოვა, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან კი იმუნიზაციის პროცესი დაიწყება. ვაქცინა ოთხ-კომპონენტიანია. როგორია ექიმების რეკომენდაციები ზამთრის მოახლოებასთან ერთად?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში უკვე ცირკულირებს სხვადასხვა რესპირატორული ვირუსები. ესენია მაგალითად ადენო- და ენტეროვირუსები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, მართალია ამ დროისთვის გრიპის შემთხვევები არ ფიქსირდება, თუმცა პაატა იმნაძე მოსახლეობას ურჩევს გრიპის სეზონს - ნოემბერ-დეკემბერს, მომზადებულები შეხვდნენ. ამის საუკეთეოს გზა კი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა, რომელიც ქვეყანაში ოქტომბრის მეორე ნახევარში დაიწყება.

წლევანდელი ვაქცინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო კომპანიის მიერ არის წარმოებული. პაატა იმნაძის ინფრომაციით, მოსახლეობას ვაქცინაზე უფასო წვდომა ექნება, თუმცა პირველ რიგში აიცრებიან რისკის-ჯგუფები:

  • 65 წელზე უფროსი ასაკის პირები;

  • 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები;

  • ორსულები;

  • ქრონიკული დაავადებების მქონე პირები (დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, თირკმლის დაავადებები და ა.შ.);

  • ჯანდაცვისა და სასწავლო დაწესებულებების პერსონალი.

შემდგომი ეტაპი იქნება დანარჩენი მოსახლეობის უფასო ვაქცინაცია სურვილისამებრ.