სექსუალური ჯანმრთელობა და ანორგაზმია: რა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სექსუალური ჯანმრთელობა და ანორგაზმია: რა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს

ანორგაზმია არის მდგომარეობა, როცა ადამიანს უჭირს ან საერთოდ ვერ აღწევს ორგაზმს სექსუალური აქტის დროს. ეს პრობლემა ბევრად უფრო გავრცელებულია, ვიდრე გვგონია და შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს როგორც ქალის, ისე მამაკაცის ემოციურ მდგომარეობასა და ურთიერთობებზე.

ადამიანები ამ პრობლემაზე ხშირად არ საუბრობენ, მაგრამ სიმპტომების იგნორირება პრობლემას არ აგვარებს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის არის დრო ექიმთან მისვლისთვის. სპეციალისტები ამბობენ, რომ ანორგაზმია შეიძლება სხვადასხვა მიზეზის შედეგი იყოს, მაგრამ თანამედროვე მედიცინა და სექსოლოგია ბევრ შემთხვევაში სთავაზობს გამოსავალს. ამიტომ დროული კონსულტაცია პირველი ნაბიჯია მკურნალობისა და სექსუალური ჯანმრთელობის აღდგენისკენ.

გინეკოლოგ-სექსოლოგთან ვიზიტი ხშირად უფრო ეფექტიანია, რადგან ის ერთდროულად ხედავს როგორც ფიზიოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ მხარეს. ასეთი სპეციალისტი შეძლებს როგორც ჰორმონალური თუ ორგანული პრობლემების დიაგნოსტიკას, ისე სექსუალურ ფუნქციებთან დაკავშირებული ემოციური ფაქტორების განხილვას. ეს ინტეგრირებული მიდგომა ზრდის სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის შანსს და ამცირებს იმის რისკს, რომ პრობლემა მხოლოდ ზედაპირულად იქნას შესწავლილი.

უფრო დეტალურად, ამ პრობლემაზე, ესთეტიკური კლინიკა ნეო-ნეოს გინეკოლოგ-სექსოლოგს, ეკა დარასელიას ვესაუბრეთ

რა არის ანორგაზმია და როგორი ტიპები (ფორმები) არსებობს?

ანორგაზმია – სექსუალური ფუნქციის დარღვევაა, როდესაც ქალს არ შეუძლია მიაღწიოს ორგაზმს საკმარისი სტიმულაციის მიუხედავად. მას აქვს ორი ფორმა: პირველადი – ქალს არასოდეს ჰქონია ორგაზმი. მეორადი ადრე ჰქონდა, მაგრამ დაკარგა.

რა იწვევს ანორგაზმიას?

ყველაზე გავრცელებული მიზეზები რამდენიმე სახისაა:

ფსიქოლოგიური – სტრესი, წარუმატებლობის შიში, ტრავმული გამოცდილება.

ფსიქოსექსუალური – სექსუალური განათლების ნაკლებობა, საკუთარ სხეულთან გაუცხოება.

ფიზიოლოგიური – ჰორმონალური დარღვევები (ესტროგენის/ტესტოსტერონის დეფიციტი), ნევროლოგიური დაავადებები, დიაბეტი.

მედიკამენტოზური – ანტიდეპრესანტები, ჰორმონული კონტრაცეპტივები, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები.

ურთიერთობითი ფაქტორები – პარტნიორთან ემოციური დისტანცია, კომუნიკაციის პრობლემები.

რამდენად ხშირია ანორგაზმია ქალებში და რა ასაკობრივ ჯგუფებში ვხვდებით ყველაზე ხშირად?

კვლევების მიხედვით, 30–40% ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განიცდის ორგაზმის მიღწევის სირთულეს. ყველაზე ხშირად: ახალგაზრდა ასაკში (სექსუალური გამოცდილების საწყის ეტაპზე); მენოპაუზისა და პერიმენოპაუზის პერიოდში, ჰორმონული ცვლილებების ფონზე

რა სახის გამოკვლევები და მკურნალობის მეთოდები არსებობს?

დიაგნოსტიკა მოიცავს: გინეკოლოგიურ გასინჯვას; ჰორმონულ კვლევებს, ფსიქოსექსუალურ შეფასებას (საუბარი, ტესტები); საჭიროების შემთხვევაში ნევროლოგიურ ან ენდოკრინოლოგიურ კვლევას.

მკურნალობა: სექსთერაპია (CBT, სენსუალურ-ფოკუსირებული ტექნიკები, სექსუალური განათლება); ფარმაკოლოგიური მკურნალობა (ჰორმონალური კორექცია, წამლების შეცვლა); ფიზიოთერაპია და მოწყობილობები (სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი მეთოდები); პარტნიორთან მუშაობა (კომუნიკაციის და სექსუალური როლების განვითარება).

როდის უნდა მივიდეთ ექიმთან?

თუ სექსუალური აქტივობა არ იწვევს სიამოვნებას ან ორგაზმი საერთოდ არ დგება; თუ ცვლილება უეცრად განვითარდა (მაგ., მშობიარობის ან მენოპაუზის შემდეგ); თუ სექსუალური პრობლემები გავლენას ახდენს ურთიერთობაზე, თვითშეფასებაზე ან ცხოვრების ხარისხზე.

რა ბენეფიტია მაშინ, როცა კონსულტაციაზე არა მხოლოდ სექსოლოგთან, არამედ გინეკოლოგ-სექსოლოგთან მიდიხარ?

კომპლექსური ხედვა: როგორც ფსიქოლოგიური, ისე ბიოლოგიური მიზეზების შეფასება.

შესაძლებელია ერთი ვიზიტის ფარგლებში დიაგნოსტიკა და მკურნალობის სტრატეგიის შედგენა.

როგორ უკავშირდება ანორგაზმია ზოგად რეპროდუქციულ და გინეკოლოგიურ ჯანმრთელობას?

ჰორმონალური დისბალანსი (ესტროგენის დაქვეითება, ჰიპერპროლაქტინემია) ხშირად აისახება როგორც ანორგაზმიაზე, ისე რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ფსიქოსექსუალური დარღვევები ხშირად ერთიანდება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან.

არსებობს თუ არა პრევენციული გზები?

პრევენცია შესაძლებელია: სექსუალური განათლება და საკუთარი სხეულის გაცნობა; სტრესის მართვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი; პარტნიორთან ღია კომუნიკაცია და სექსუალური სურვილების გაზიარება; საკუთარი ეროგენული ზონების ცოდნა.

თანამედროვე მედიცინა და სექსოლოგია გვიჩვენებს, რომ გამოსავალი არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტი მიმართავს გინეკოლოგ-სექსოლოგს, რომელიც ერთდროულად აფასებს როგორც ფიზიოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ მიზეზებს. მთავარი გზავნილი მარტივია: სექსუალური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა, და მისი შენარჩუნება შესაძლებელია პროფესიონალური მხარდაჭერით.

R