როგორ გამოვიყენოთ მელატონინი? - ანოტაცია და რჩევები დანამატის მიღებამდე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გამოვიყენოთ მელატონინი? - ანოტაცია და რჩევები დანამატის მიღებამდე

უძილობა, ღამის განმავლობაში ხშირად გაღვიძება, დაღლილობა დილიდანვე - ეს პრობლემები დღეს ძალიან ბევრს აწუხებს. თანამედროვე ცხოვრების სტრესი, ეკრანებთან ხანგრძლივი დროის გატარება და არასტაბილური სამუშაო გრაფიკები პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ძილზე.

ამის წინააღმდეგ საბრძოლველად მედიცინაში არსებობს ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი და უსაფრთხო დამხმარე დანამატიმელატონინი. ეს ჰორმონი ხშირად მოიხსენიება როგორცძილის ჰორმონი“. ის პასუხისმგებელია ჩვენიბიოლოგიური საათისსწორად მუშაობაზე და ზუსტად ამ მიზნით გახდა პოპულარული მისი საკვები დანამატის სახით გამოყენება.

მაგრამ რა არის ეს ჰორმონი სინამდვილეში? რა რეკომენდაციებს იძლევიან სპეციალისტები და როგორ გამოიყენება მელატონინი? - ანოტაცია და მნიშვნელოვანი ფაქტები მის შესახებ ამ ბლოგში დაგხვდებათ.

რა არის მელატონინი?

მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება ეპიფიზის ჯირკვალში. მისი გამომუშავება განსაკუთრებით ინტენსიურდება მაშინ, როცა მზე ჩადის და გარემო ბნელდება. სწორედ ამიტომ გვეძინება ღამით - ორგანიზმი თავად გვაძლევს სიგნალს.

დღის სინათლის პირობებში მელატონინის დონე იკლებს, რაც ხელს უწყობს სიფხიზლეს. ამ ბუნებრივ ციკლს ეწოდება ცირკადული რიტმი. სწორედ მისი დამსახურებით ფუნქციონირებს ჩვენი ბიოლოგიური საათი, რომელიც განსაზღვრავს ძილისა და სიფხიზლის პერიოდებს.

რატომ შეიძლება დაგვჭირდეს მელატონინის დამატებით მიღება?

არსებობს შემთხვევები, როცა ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარის რაოდენობას მელატონინის - ამას კი დარღვეულ ძილის რეჟიმამდე, უგუნებობამდე და სხვა მრავალ ფიზიკურ თუ მენტალურ პრობლემამდე მივყავართ. მელატონინის ნაკლებიბას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:

  • სტრესი და ქრონიკული დაღლილობა;
  • ღამის საათებში შუქთან ან ეკრანებთან ხშირი კონტაქტი;
  • ხშირი ფრენები და დროის სარტყლის ცვლილება;
  • ასაკი - მის მატებასთან ერთად მელატონინის გამომუშავება ბუნებრივად იკლებს.

ამიტომაც ექიმები ხშირად ურჩევენ პაციენტებს მელატონინის დანამატის სახით მიღებას. მისი მთავარი დანიშნულებაა, რომ შეამციროს დაძინებისთვის საჭირო დრო, გააუმჯობესოს თქვენი ძილის ხარისხი და გაგიმარტივოთ ადაპტაცია მაშინ, როცა გარკვეული პერიოდი სასააათო სარტყლების ხშირი შეცვლა გიწევთ.

როგორ მუშაობს მელატონინი?

მიუხედავად გავრცელებული მითისა, მელატონინი არ არის დამამშვიდებელი პრეპარატი და მისი ძილის წინ მიღება ნერვულ სისტემაზე ამ ტიპის გავლენას არ ახდენს. ის უბრალოდ ბუნებრივად ეხმარება ორგანიზმს, დაუბრუნდეს თავის რიტმს. სწორედ ამიტომ მისი მიღების შემდეგ ადამიანი თავს არ გრძნობსგათიშულად“, მაგრამ ძილი ხდება უფრო ბუნებრივი და მშვიდი.

კვლევების თანახმად, მელატონინის მცირე დოზაც კი ამცირებს ჩაძინებისთვის საჭირო დროს. შედარებით მაღალი დოზირების ტაბლეტები კი ხშირად გამოიყენება მაშინ, როცა პრობლემები უფრო გამოხატულია.

როდის უნდა მივიღოთ მელატონინი? - ანოტაცია და მიღების წესები

პირველ რიგში, არ დაიწყოთ მელატონინის მიღება თვითნებურად - აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და მხოლოდ შემდეგ ჩართეთ ეს დანამატი თქვენს რუტინაში.

ზოგადად კი, სპეციალისტების რეკომენდაციით, მელატონინი მიიღება ძილის წინ - დაახლოებით 30–60 წუთით ადრე. მოზრდილებში რეკომენდირებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში, რომელიც მიიღება წყლის შესაბამის რაოდენობასთან ერთად.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არასდროს უნდა გადააჭარბოთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზას. ასევე, პრეპარატის მიღება არ არის მიზანშეწონილი 18 წლამდე მოზარდებში და მისი მიღება არ უნდა ანაცვლებდეს ჯანსაღ ძილის ჰიგიენას: ერთსა და იმავე დროს დაძინებას, ეკრანებთან გატარებული დროის შეზღუდვას, საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობას.

რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს ამ დანამატს?

მელატონინი უსაფრთხო პროდუქტად ითვლება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი გვერდითი მოვლენები, მაგალითად ფაღარათი ან დილას სიზარმაცის შეგრძნება.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:

  • იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • აუტოიმუნური დაავადებების მქონე პირებში.

მელატონინი არ ინიშნება ორსულებსა და ლაქტაციაზე მყოფ ქალებშიც. ასევე, რადგან ის იწვევს ძილიანობას, არ არის რეკომენდებული მისი მიღება მაშინ, როცა საჭიროა მაღალი კონცენტრაცია - მაგალითად, საჭის მართვისას.

რას ამბობენ სპეციალისტები?

ექიმების თქმით, მელატონინი არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება უძილობის დროს, თუმცა მისი ეფექტურობა განსაკუთრებით შესამჩნევია, როცა ადამიანი პარალელურად იცავს ძილის ჰიგიენასა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესს.

მელატონინი კარგი დამხმარეა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი მაინც არის ცხოვრების წესის კორექცია.

მელატონინი არ არის მხოლოდ აბი, რომელიც გვაძინებს - ეს არის ორგანიზმის გამომუშავებული ბუნებრივი ჰორმონი, რომელსაც დამატებითი მიღებისას შეუძლია ძილის ხარისხის აღდგენა და ცხოვრების რიტმის გამარტივება.

დღეს, როცა სტრესი და სწრაფი ტემპი თითქმის ყველას ყოველდღიურობაშია, მელატონინი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად დანამატად. მისი სწორად გამოყენებით შესაძლებელია დაღლილობის შემცირება, ენერგიის აღდგენა და უფრო მშვიდი ძილი ღამის განმავლობაში.

R