“კოცნის მწერი” აშშ-ში გავრცელდა — რა არის და რატომ არის ის საშიში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

“კოცნის მწერი” აშშ-ში გავრცელდა — რა არის და რატომ არის ის საშიში?

ჩაგასის (შაგასის) დაავადება, რომლის მტარებელიც ტრიატომინის ბაღლინჯოა, აშშ-ის 32 შტატში იქნა აღმოჩენილი, წერს People აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებზე (CDC) დაყრდნობით. მწერები ცნობილია როგორც „კოცნის მწერი“, რადგან ისინი ადამიანებს სახეზე კბენენ.

დაავადება შესაძლოა 300 000 ადამიანს აღენიშნოს, რომელთაგან დაახლოებით 45 000 ლოს-ანჯელესის ოლქში ცხოვრობს. თუმცა, ინფიცირებულთა მხოლოდ 2%-მა იცის დიაგნოზის შესახებ.

ჩაგასის (შაგასის) დაავადება გამოვლინდა შემდეგ შტატებში:

  • ადამიანებში: არიზონა, ტეხასი, ლუიზიანა, მისური, მისისიპი, არკანზასი, ტენესი, კალიფორნია;
  • ცხოველებში: ნიუ-მექსიკო, ოკლაჰომა, ნებრასკა, ალაბამა, ჯორჯია, ფლორიდა, სამხრეთ კაროლინა, ჩრდილოეთ კაროლინა, კენტუკი, ვირჯინია, მერილენდი.

როგორ ვრცელდება ინფექცია?

კოცნის მწერის კბენის შემდეგ, T. cruzi პარაზიტი ადამიანის კანზე ხვდება.

ინფიცირებულ ადამიანებს აღენიშნებათ:

  • სიცხე;
  • დაღლილობა;
  • სხეულის და თავის ტკივილი;
  • მადის დაკარგვა;
  • დიარეა;
  • ღებინება;
  • ქუთუთოების ძლიერი შეშუპება (რომანიას ნიშანი.)

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს?

ინფიცირებულთა 20–30%-ს აღენიშნება სერიოზული გართულებები:

  • გულის გადიდება;
  • მსხვილი ნაწლავის ან საყლაპავის გადიდება;
  • გულის უკმარისობა;
  • გულის გაჩერება.

ჩაგასის დაავადება ამჟამად ლათინურ ამერიკაში ენდემურად ითვლება, თუმცა CDC რეკომენდაციას უწევს მის ენდემურად აღიარებას შეერთებულ შტატებშიც.

არსებობს თუ არა ვაქცინა?

ჩაგასის (შაგასის) დაავადების საწინააღმდეგოდ ვაქცინა არ არსებობს, თუმცა ამ მიმართულებით 20-მდე სხვადასხვა კომპანია აქტიურად მუშაობს.

როგორ დავიცვათ თავი — პრევენციის რეკომენდაციები

პროფილაქტიკის საუკეთესო მეთოდებია:

  • საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;
  • შენობების კედლებში ნაპრალების ამოლესვა;
  • ბაღლინჯოების განადგურება;
  • ინსექტიციდების გაფრქვევა საცხოვრებელ შენობებში;
  • დონორის სისხლის კონტროლი პარაზიტებზე;
  • ორსულთა ლაბორატორიული ტესტირება.

რეკომენდაციები დაავადების გავრცელების არეალებში მცხოვრებთათვის:

  1. აკრძალულია კარვებში და საძილე ტომრებში ძილი ბუნებაში ან ჩალით გადახურულ სახლებში;
  2. საწოლებზე ჩამოაფარეთ სპეციალური ან მარლის ბადეები;
  3. საწოლის ფეხები ჩადგით წყლიან ან ინსექტიციდიან ქილებში;
  4. რეგულარულად გამოიყენეთ მწერების დამაფრთხობელი რეპელენტები, განსაკუთრებით ბუნებაში ყოფნისას.

გადამტანის კონტროლი ჩაგასის დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.