პერსონალიზებული მედიცინა და ფაგოთერაპიის შესაძლებლობები ამ მიმართულებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პერსონალიზებული მედიცინა და ფაგოთერაპიის შესაძლებლობები ამ მიმართულებით

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მით, ფა­გო­თე­რა­პი­ით სა­ხით ვი­თარ­დე­ბა. თა­ვად ფა­გო­თე­რა­პი­ის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა კი გი­ორ­გი ელი­ა­ვას ინ­სტი­ტუტს უკავ­შირ­დე­ბა.

ამ თე­მა­ზე ვე­სა­უბ­რეთ ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გის კლი­ნი­კის ექიმ თე­რა­პევტ ლია ნა­და­რე­იშ­ვილს, რო­მელ­მაც დე­ტა­ლუ­რად გაგ­ვი­ზი­ა­რა, რა არის პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნა, რა­ტომ გახ­და ის მსოფ­ლი­ო­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რო­გო­რია ამ სფე­როს მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს ელი­ა­ვას ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრი - ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გის კლი­ნი­კა პა­ცი­ენ­ტებს რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ.

ქალ­ბა­ტო­ნო ლია, რას ნიშ­ნავს პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნა?

პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნა, რო­მე­ლიც ასე­ვე ცნო­ბი­ლია რო­გორც ზუს­ტი მე­დი­ცი­ნა, არის მიდ­გო­მა მკურ­ნა­ლო­ბა­სა და ზო­გა­დად ჯან­დაც­ვა­ში, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ცვა­ლე­ბა­დო­ბას თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის გე­ნო­ტიპ­ში, გა­რე­მო­სა და ცხოვ­რე­ბის წეს­ში. პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნის მი­ზა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის, მკურ­ნა­ლო­ბის, პრაქ­ტი­კის და პრო­დუქ­ტე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პა­ცი­ენტზე მორ­გე­ბაა.

პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნა ფარ­თო მცნე­ბაა და რა­მო­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან, ძი­რი­თად კომ­პო­ნენტს მო­ი­ცავს. მათი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­დი­ვი­დის ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­ბის დად­გე­ნა ხდე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს გე­ნე­ტი­კუ­რი, მე­ტა­ბო­ლუ­რი და სხვა. ისი­ნი ინ­დი­ვიდ­ში და­ა­ვა­დე­ბის რის­კის შე­ფა­სე­ბის, მკურ­ნა­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის პროგ­ნო­ზი­რე­ბის და მიზ­ნობ­რი­ვი თე­რა­პი­ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნა ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს პა­ცი­ენ­ტის სპე­ცი­ფი­კურ მო­ნა­ცე­მებს, რო­გო­რი­ცაა სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რია, გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი, ცხოვ­რე­ბის წე­სის არ­ჩე­ვა­ნი და პრე­ფე­რენ­ცი­ე­ბი მორ­გე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის გეგ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის­თვის.

ამ კომ­პო­ნენ­ტე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბით, პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნა მიზ­ნად ისა­ხავს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბის სი­ზუს­ტე და ეფექ­ტუ­რო­ბა, შე­ამ­ცი­როს არა­სა­სურ­ვე­ლი ეფექ­ტე­ბი. ის წარ­მო­ად­გენს გა­დახ­ვე­ვას ჯან­დაც­ვის ტრა­დი­ცი­უ­ლი, ერ­თი­ა­ნი მიდ­გო­მი­დან, უფრო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ზუს­ტი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის­კენ.

რა­ტომ გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი მსოფ­ლი­ო­ში ეს მიდ­გო­მა?

პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნა მსოფ­ლი­ო­ში სულ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის გამო ხდე­ბა. ესე­ნია:

  • მიღ­წე­ვე­ბი გე­ნო­მი­კა­სა და ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ა­ში;
  • და­ა­ვა­დე­ბის და მათი მკურ­ნა­ლო­ბის სირ­თუ­ლე: მრა­ვა­ლი და­ა­ვა­დე­ბა, მათ შო­რის კიბო, გულ-სის­ხლძარ­ღვთა და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რთუ­ლი და მრა­ვალ­ფაქ­ტო­რუ­ლია, მათ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და პროგ­რე­სი­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გე­ნე­ტი­კუ­რი, გა­რე­მო და ცხოვ­რე­ბის წე­სის ფაქ­ტო­რე­ბი. ბევ­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა და მათი მკურ­ნა­ლო­ბა სულ უფრო რთუ­ლი ხდე­ბა და­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვე­ვი მიკ­რორ­გა­ნიზ­მე­ბის, მკურ­ნა­ლო­ბის მი­მართ მდგრა­დო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის გამო. პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნა ამ ფაქ­ტო­რე­ბის უფრო ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი გა­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი რის­კის პრო­ფი­ლებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მორ­გე­ბუ­ლი ჩა­რე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა;
  • მიზ­ნობ­რი­ვი თე­რა­პია: პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნა ხელს უწყობს მიზ­ნობ­რი­ვი თე­რა­პი­ის შე­მუ­შა­ვე­ბას. კლი­ნი­ცის­ტებს შე­უძ­ლი­ათ ცალ­კე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის და­ნიშ­ნონ მკურ­ნა­ლო­ბა;
  • პა­ცი­ენ­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი: ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბი­სა და ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის მორ­გე­ბით, პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბულ მე­დი­ცი­ნას აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, გა­აძ­ლი­ე­როს მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა და შე­ამ­ცი­როს გვერ­დი­თი რე­აქ­ცი­ე­ბის ალ­ბა­თო­ბა;
  • ხარ­ჯე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნის სა­წყი­სი ხარ­ჯე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­ღა­ლი, პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად ხდე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი ხარ­ჯე­ბის და­ზოგ­ვა არა­სა­ჭი­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­სა და არა­ე­ფექ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბით;
  • პა­ცი­ენ­ტის მეტი ჩარ­თუ­ლო­ბა: პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს პა­ცი­ენ­ტებს, თა­ვი­ან­თი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ვა­რი­ან­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან მეტი წვდო­მა ჰქონ­დეთ. ეს ხელს უწყობს მკურ­ნა­ლო­ბი­სად­მი უფრო პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბულ და პა­ცი­ენტზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ მიდ­გო­მას;

მთლი­ა­ნო­ბა­ში, პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნა წარ­მო­ად­გენს პა­რა­დიგ­მის ცვლი­ლე­ბას ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში, რო­მელ­საც აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, მო­ახ­დი­ნოს რე­ვო­ლუ­ცია დი­აგ­ნო­ზის, მკურ­ნა­ლო­ბი­სა და პრე­ვენ­ცი­ის სტრა­ტე­გი­ებ­ში. პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, უფრო და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლებს ჯან­დაც­ვის მო­მავ­ლის ფორ­მი­რე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რა ვი­თა­რე­ბაა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნა ახა­ლია და შე­სა­ბა­მი­სად მკურ­ნა­ლო­ბი­სად­მი ამ მიდ­გო­მის გა­მო­ყე­ნე­ბა, თა­ვი­სი კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით ნაკ­ლე­ბად ხდე­ბა.

თბი­ლის­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­ქარ­თვე­ლოს ონ­კო­ლო­გი­ი­სა და ში­ნა­გა­ნი მე­დი­ცი­ნის კვლე­ვის ცენ­ტრის ბა­ზა­ზე და მომ­სა­ხუ­რე­ბას ძი­რი­თა­დად ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენ­ტებს უწევს.

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნოთ მკურ­ნა­ლო­ბი­სად­მი პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მიდ­გო­მის ერთ-ერთ პერ­სპექ­ტი­უ­ლი და გან­ვი­თა­რე­ბა­დი, ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს ელი­ა­ვას ფა­გო­თე­რა­პი­ულ ცენ­ტრში.

თე­რა­პი­ის ეს მე­თო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­გა­ნუ­ლად და­ე­ფუძნა გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, ვირუ­სო­ლო­გი­ის და ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ას­წლო­ვან სა­მეც­ნი­ე­რო მიღ­წე­ვებს. ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია მსოფ­ლი­ო­ში.

ფა­გო­თე­რა­პია ნამ­დვი­ლად არის პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ფორ­მა, რა­საც რიგი ფაქ­ტო­რე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს:

მიზ­ნობ­რი­ო­ბა - ფარ­თო სპექტრის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ მავ­ნე ბაქ­ტე­რი­ებ­თან ერ­თად სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რი­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა, ფა­გე­ბი ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რია გარ­კვე­უ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბის შტა­მე­ბის­თვის. ეს სპე­ცი­ფი­უ­რო­ბა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლო­ბა ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის ზუს­ტი მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ისე, რომ ორ­გა­ნიზ­მის მიკ­რო­ბი­ო­მის (მიკ­რო­ბი­ო­მი არის მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, მათ შო­რის ბაქ­ტე­რი­ე­ბის, ვირუ­სე­ბის, სო­კო­ე­ბის და სხვა მიკ­რო­ბე­ბის, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ზე და მის შიგ­ნით. მიკ­რო­ბი­ო­მის როლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სხვა­დას­ხვა ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის წარ­მარ­თვი­სათ­ვის და ასე­ვე მას შე­უძ­ლია გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ინ­ფექ­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ა­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე) დარ­ღვე­ვა მი­ნი­მუ­მამ­დეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

ფა­გე­ბის მორ­გე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ბაქ­ტე­რი­ულ შტა­მებ­თან - ფა­გო­თე­რა­პი­ის პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მიდ­გო­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ას­პექ­ტია სპე­ცი­ფი­კუ­რი ფა­გე­ბის შერ­ჩე­ვა, რომ­ლე­ბიც ეფექ­ტუ­რია ინ­ფექ­ცი­ის გა­მომ­წვე­ვი კონ­კრე­ტუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი შტა­მის წი­ნა­აღ­მდეგ.

ადაპ­ტა­ცია და მოქ­ნი­ლო­ბა - ფა­გო­თე­რა­პია ავ­ლენს მოქ­ნი­ლო­ბას მკურ­ნა­ლო­ბის სქე­მებ­ში, არ­სე­ბობს სა­შუ­ა­ლე­ბა მოხ­დეს ამ სქე­მე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა­ზე პა­ცი­ენ­ტის პა­სუ­ხის მი­ხედ­ვით და ინ­ფი­ცი­რე­ბულ ბაქ­ტე­რი­ულ პო­პუ­ლა­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით. ფა­გე­ბის შეყ­ვა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ად­გი­ლობ­რი­ვად, პე­რო­რა­ლუ­რად, რექ­ტა­ლუ­რად, ინ­სტი­ლა­ცი­ის და ინ­ჰა­ლა­ცი­ის გზით, ინ­ფექ­ცი­ის ად­გი­ლი­სა და სიმ­ძი­მის მი­ხედ­ვით. მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა მორ­გე­ბუ­ლი იყოს ცალ­კე­ულ პა­ცი­ენ­ტებ­ზე, ისე­თი ფაქ­ტო­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­გო­რი­ცაა ინ­ფექ­ცი­ის მდე­ბა­რე­ო­ბა, პა­ცი­ენ­ტის იმუ­ნუ­რი სტა­ტუ­სი და სხვა სა­მე­დი­ცი­ნო პი­რო­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა.

კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი თე­რა­პი­ის პო­ტენ­ცი­ა­ლი - ფა­გო­თე­რა­პია შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას ან­ტი­ბი­ო­ტი­კებ­თან ან სხვა ან­ტი­მიკ­რო­ბულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან ერ­თად მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის და­საძ­ლე­ვად. კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი თე­რა­პი­ის ეს პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მიდ­გო­მა კლი­ნი­ცის­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მო­ახ­დი­ნონ მკურ­ნა­ლო­ბის რე­ჟი­მის მორ­გე­ბა ინ­ფექ­ცი­ის სპე­ცი­ფი­კურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე და პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

მო­ნი­ტო­რინ­გი და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა - ფა­გო­თე­რა­პია ხში­რად გუ­ლის­ხმობს პა­ცი­ენ­ტე­ბის მჭიდ­რო მო­ნი­ტო­რინგს, რათა შე­ფას­დეს მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გი, აღ­მო­ჩე­ნი­ლი იქ­ნას ნე­ბის­მი­ე­რი გვერ­დი­თი ეფექ­ტი და შე­იც­ვა­ლოს მკურ­ნა­ლო­ბა სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ. ეს შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს რე­გუ­ლა­რულ კლი­ნი­კურ შე­ფა­სე­ბებს, ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ტეს­ტებს და ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის კვლე­ვებს, რათა მოხ­დეს ინ­ფექ­ცი­ის კონ­ტრო­ლი და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი.

ფა­გო­თე­რა­პი­ამ ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, გან­სა­კუთ­რე­ბით ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი რე­ზის­ტენ­ტო­ბის გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მის კონ­ტექ­სტში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს გა­მოწ­ვე­ვე­ბი და შე­ზღუდ­ვე­ბი, მათ შო­რის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, შემ­დგო­მი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა და სხვა, მიმ­დი­ნა­რე მიღ­წე­ვე­ბი დიდ პო­ტენ­ცი­ალს შე­ი­ცავს, ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბით პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კუ­თხით.

რას სთა­ვა­ზობთ პა­ცი­ენ­ტებს პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

ელი­ა­ვას ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრი აფი­ლი­რე­ბუ­ლია გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუტ­თან. ცენ­ტრი ერთ-ერ­თია მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი სულ რამ­დე­ნი­მე სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან, რო­მე­ლიც სამ­კურ­ნა­ლოდ ფა­გო­თე­რა­პი­ას იყე­ნებს. ჩვენ გვყავს ში­ნა­გა­ნი მე­დი­ცი­ნის, პე­დი­ატ­რი­ის, ურო­ლო­გი­ის, გი­ნე­კო­ლო­გი­ი­სა და ოტო­რი­ნი­ლა­რინ­გო­ლო­გი­ის მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ცენ­ტრი სთა­ვა­ზობს ამ­ბო­ლა­ტო­რი­ულ ქი­რურ­გი­ულ და არა­ქი­რურ­გი­ულ კონ­სულ­ტა­ცი­ებ­სა და კომ­პლექ­სურ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას, რომ­ლის სამ­კურ­ნა­ლო სტრა­ტე­გი­ის ქვა­კუ­თხე­დი ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბაა.

პა­ცი­ენტს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აირ­ჩი­ოს მომ­სა­ხუ­რე­ბის სამი ძი­რი­თა­დი პა­კე­ტი­დან ერთ-ერთი:

- ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მო­მარ­თვა ექიმ-სპე­ცი­ა­ლის­ტთან. ამ შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენტს ენიშ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და კვლე­ვის შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ენიშ­ნე­ბა ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი, მორ­გე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, პირ­ველ რიგ­ში ფა­გო­თე­რა­პია. ად­გილ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი, ურო­ლო­გი­უ­რი, ქი­რურ­გი­უ­ლი, დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ფა­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით - ინ­სტი­ლა­ცი­ე­ბი, ჭრი­ლო­ბე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა, მე­ზო­თე­რა­პია.

- გვაქვს დის­ტან­ცი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის პა­კე­ტი, რომ­ლი­თაც ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ და რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს დის­ტან­ცი­უ­რად გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ნა­ცხე­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვას, ექი­მის დის­ტან­ცი­ურ კონ­სულ­ტა­ცი­ას, ფა­გომ­გრძნო­ბე­ლო­ბის და ასე­ვე სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით პა­ცი­ენ­ტის­თვის მორ­გე­ბუ­ლი ფა­გო­თე­რა­პი­ის და­ნიშ­ვნას, ფა­გე­ბის კომპლექტის გაგ­ზავ­ნას პა­ცი­ენ­ტთან, მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ სა­კონ­ტრო­ლო ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბას.

- ასე­ვე გვაქვს ად­გილ­ზე მკურ­ნა­ლო­ბის კომ­პლექ­სუ­რი პა­კე­ტი, ამ პა­კეტ­საც უფრო ხში­რად უცხო­ე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ირ­ჩე­ვენ და ის გუ­ლის­ხმობს ორი ან სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დე­ტა­ლურ შეს­წავ­ლას სხვა­დას­ხვა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი კვლე­ვის მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ექი­მის მიერ პა­ცი­ენ­ტის მჭიდ­რო, ყო­ველ­დღი­ურ მო­ნი­ტო­რინგს, ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი ცხა­დია ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვებ­სა და შე­სა­ბა­მი­სი ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტის შერ­ჩე­ვა­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი.

ჩვენს ცენ­ტრში და­ნერ­გი­ლია ტე­ლე­მე­დი­ცი­ნა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა გა­ვუ­წი­ოთ პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს.

რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი მოგ­მარ­თა­ვენ უფრო ხში­რად?

ელი­ა­ვას ფა­გო­თე­რა­პი­ულ ცენ­ტრს მო­მარ­თა­ვენ არა მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი პა­ცი­ენ­ტე­ბი, არა­მედ პა­ცი­ენ­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ქვეყ­ნი­დან, მათ შო­რის - ნი­დერ­ლან­დე­ბი, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, იტა­ლია, აშშ, ინ­დო­ე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ავ­სტრა­ლია, შვე­ი­ცა­რია, ავ­სტრია, ჩი­ნე­თი და სხვა.

უცხო­ე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად მოგ­ვმარ­თა­ვენ ქრო­ნი­კუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით უშე­დე­გო მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ. ეს და­ა­ვა­დე­ბე­ბია:

- შარდ-სა­ს­ქე­სო გზე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი მო­რე­ცი­დი­ვე და­ა­ვა­დე­ბე­ბი: ქრო­ნი­კუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ცის­ტი­ტი, ქრო­ნი­კუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი პროს­ტა­ტი­ტი, ქრო­ნი­კუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ვა­გი­ნი­ტი და სხვა.

- ფილ­ტვე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი, ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით გარ­თუ­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი: ბრონ­ქო­ექ­ტა­ზია, ცის­ტუ­რი ფიბ­რო­ზი, პირ­ვე­ლა­დი ცი­ლი­ა­რუ­ლი დის­კი­ნე­ზია, ფქოდ, ქრო­ნი­კუ­ლი ბრონ­ქი­ტი და სხვა.

- ქრო­ნი­კუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი სი­ნუ­სი­ტე­ბი.

- ქი­რურ­გი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი, ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით, პრო­თე­ზის ინ­ფექ­ცი­ე­ბით, დი­ა­ბე­ტუ­რი ტერ­ფით, ოს­ტე­ო­მი­ე­ლი­ტით და სხვა.

- კა­ნის მო­რე­ცი­დი­ვე ჩირ­ქო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბით, აკნე, ჰიდ­რა­დე­ნი­ტი და სხვა.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თველ პა­ცი­ენ­ტებს, ისი­ნი უპი­რა­ტე­სად კუჭ-ნაწ­ლა­ვის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბით, ძი­რი­თა­დად ფუნ­ქცი­უ­რი დარ­ღვე­ვევ­ბით, ნაწ­ლა­ვუ­რი დის­ბი­ო­ზით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბით გვა­კი­თხა­ვენ. ასე­ვე ხში­რია მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ურო-გე­ნი­ტა­ლუ­რი, სა­სუნ­თქი გზე­ბის, სი­ნუ­სე­ბის, კა­ნის სხვა­დას­ხვა ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით.

რო­გორ ხდე­ბა პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა? რა კვლე­ვე­ბი ტარ­დე­ბა და რა პრინ­ცი­პე­ბით ხდე­ბა სამ­კურ­ნა­ლო კურ­სის შერ­ჩე­ვა?

პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის სქე­მის შერ­ჩე­ვი­სას მთა­ვა­რი ფო­კუ­სი, რა თქმა უნდა, ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გა­მომ­წვე­ვის და­ზუს­ტე­ბა­სა და ასე­ვე ზუს­ტი ფა­გის მორ­გე­ბა­ზე კეთ­დე­ბა. ამის­თვის პა­ცი­ენტს, იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­მე­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბას­თან გვაქვს საქ­მე, უტარ­დე­ბა სხვა­დას­ხვა გა­მო­ნა­ყო­ფე­ბი­სა და ნა­ცხე­ბის (სის­ხლის, ნახ­ვე­ლის, შარ­დის, გა­ნავ­ლის, პი­რის ღრუს, ხა­ხის, ცხვი­რის, ყუ­რის ნა­ცხე­ბის, ჭრი­ლო­ბის ნა­ცხის, ჩირ­ქის, სა­შოს ნა­ცხის, ურეთ­რის ნა­ცხის, პროს­ტა­ტის სეკ­რე­ტის და სხვა) ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა. პა­ცი­ენ­ტის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლი­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით, მას ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი კვლე­ვაც უტარ­დე­ბა.

მოგ­ვი­ყე­ვით პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ფა­გე­ბის შე­სა­ხებ

ელი­ა­ვას კონ­სორ­ცი­უმ­ში შე­მა­ვალ წარ­მო­ე­ბა­ში - ელი­ა­ვა ბი­ოპ­რე­პა­რა­ტე­ბი, ხდე­ბა რა­მო­დე­ნი­მე ფა­გოპ­რე­პა­რა­ტის წარ­მო­ე­ბა, რო­მელ­თა სპექტრი მო­ი­ცავს ინ­ფექ­ცი­ე­ბის გა­მომ­წვევ ყვე­ლა­ზე ხშირ ბაქ­ტე­რი­ებს: სტა­ფი­ლო­კო­კე­ბი, სტრეპ­ტო­კო­კე­ბი, ფსევ­დო­მო­ნა, ნაწ­ლა­ვუ­რი ჯგუ­ფის ბაქ­ტე­რი­ე­ბი და სხვა. თუმ­ცა ელი­ა­ვას ინ­სტი­ტუს აქვს უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ყოს პა­ცი­ენ­ტის და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი კონ­კრე­ტუ­ლი ბაქ­ტე­რი­ის სრუ­ლი­ად სპე­ცი­ფი­უ­რი ფაგი და აწარ­მო­ოს პერ­სო­ნა­ლუ­რი ფა­გის პრე­პა­ტიც, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი „ავ­ტო­ფა­გი“. ეს ხდე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი არის იშ­ვი­ა­თი ბაქ­ტე­რია, რომ­ლის მი­მართ მოქ­მე­დი ფა­გე­ბი არ შე­დის უკვე წარ­მო­ე­ბულ ფა­გურ კოქ­ტე­ი­ლებ­ში, ფარ­თო სპექტრის ფა­გე­ბის კოქ­ტე­ი­ლე­ბის მი­მართ რე­ზის­ტენ­ტულ ბაქ­ტე­რი­ას­თან გვაქვს საქ­მე ან პა­ცი­ენ­ტის პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ი­თხოვს ამას. სწო­რედ ეს სერ­ვი­სი გვაძ­ლევს იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას რომ ფა­გო­თე­რა­პია პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია თე­რა­პი­აა.

ელი­ა­ვას ინ­სტი­ტუ­ტში არ­სე­ბობს ასე­თი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, პერ­სო­ნა­ლუ­რი ფა­გე­ბის უნი­კა­ლუ­რი, მსოფ­ლი­ო­ში ერთ ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი კო­ლექ­ცია.

R