გამოვლინდა ჯანსაღი დღეგრძელობის ძირითადი კომპონენტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გამოვლინდა ჯანსაღი დღეგრძელობის ძირითადი კომპონენტები

  • კვება,
  • ფიზიკური აქტივობა,
  • ძილის რეჟიმი,
  • სტრესის კონტროლი,

- ეს ფაქტორები პირდაპირ გავლენას ახდენს დღეგრძელობის მარეგულირებელი გენების აქტივობაზე.

გენეტიკა განსაზღვრავს მიდრეკილებას, მაგრამ ცხოვრების წესი განსაზღვრავს, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება განვითარდეს ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები. ანუ, დაბერება დიდწილად ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესით იყოს განპირობებული.

ცხოვრების წესის მცირე ცვლილებებსაც კი, როგორიცაა კვების რაციონის კორექტირება ან ზომიერი ფიზიკური აქტივობა, შეუძლია ბიოლოგიური ასაკის რამდენიმე წლით შემცირება. სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, ექსპერტები გვირჩევენ საკვები ნივთიერებებით მდიდარი მაღალი ხარისხის საკვების არჩევას, მნიშვნელოვანია ძილის დაგეგმვა და სრულფასოვანი ძილი, ასევე აუცილებელია ზედმეტი ჭამისგან თავის შეკავება, მეტი მოძრაობა და სტრესის მართვის სწავლა.

დასახელდა მეხსიერების დაჩქარებული გაუარესების ფარული ფაქტორი

პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხანდაზმულ ადამიანებში წონის რყევები დაკავშირებულია კოგნიტური ფუნქციის უფრო სწრაფ დაქვეითებასთან. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ „Obesity“-ში.

მეცნიერებისა და მკლვევარების ჯგუფი ამ დასკვნამდე მივიდა ჯანმრთელობისა და დაბერების ტენდენციების ეროვნული კვლევის მონაცემების ანალიზით. 2011 წლიდან 2021 წლამდე მკვლევარებმა შეაგროვეს ინფორმაცია 4,304 ამერიკელის წონისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ.

შედეგებმა აჩვენა, რომ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში, რომელთა წონაც შემცირდა ან გაიზარდა 5%-ზე მეტით (საწყისი მნიშვნელობიდან), მეხსიერება, სივრცითი ორიენტაცია და აღმასრულებელი ფუნქციები უფრო სწრაფად გაუარესდა. ყველაზე სტაბილური წონის მქონე მონაწილეებში, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება მინიმალური იყო. მეცნიერებმა მსგავსი შედეგები მიიღეს წელის გარშემოწერილობისა და სხეულის მასის ინდექსის ცვალებადობის შედარებისას.

„როგორც არ უნდა შევხედოთ მონაცემებს, ურთიერთობა საკმაოდ ნათელი იყო: რაც უფრო მეტად იცვლებოდა ადამიანის წონა წლიდან წლამდე, მით უფრო სწრაფად მცირდებოდა მისი კოგნიტური შესაძლებლობები“, - თქვა კვლევის თანაავტორმა მუზი ნამიმ.

მკვლევრებმა განმარტეს, რომ როგორც წონის დაკლება, ასევე წონის დაკლებისა და მატების მონაცვლეობა დაკავშირებულია კოგნიტური დაქვეითების დაჩქარებასთან. თუმცა, ეს კორელაცია არ მიუთითებს იმაზე, რომ ჭარბ წონას აქვს კოგნიტური უნარების დამცავი ეფექტი.

„საშუალო ასაკში ჭარბი წონა კოგნიტური დაქვეითების ცნობილი რისკ-ფაქტორია, მაგრამ სიბერეში არსებობს ე.წ. „სიმსუქნის პარადოქსი“. კვლევის შედეგები არ ნიშნავს, რომ ხანდაზმულმა ადამიანებმა უნდა მოიმატონ წონაში. პირიქით, ისინი მიუთითებენ, რომ სხეულის წონის დიდი რყევები შეიძლება არახელსაყრელი იყოს“, - დაასკვნეს მეცნიერებმა.