ევროპის ისტორიაში პირველად, საქართველო უმასპინძლებს ადამიანის რეპროდუქციის მე-20 საიუბილეო მსოფლიო კონგრესს
საქართველო უმასპინძლებს ადამიანის რეპროდუქციის მე-20 საიუბილეო მსოფლიო კონგრესს.
კონგრესის ორგანიზატორები არიან ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემია, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი პროფესორი ანდრეა ჯენაზანი და საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაცია პროფესორ არჩილ ხომასურიძის ხელმძღვანელობით.
- კონგრესის ფარგლებში 4 დღის განმავლობაში უცხოელი საერთაშორისო სპიკერები და ასევე, ქართველი ექიმები რეპროდუქტოლოგიის, გინეკოლოგიის, ანდროლოგია-უროლოგიისა და ენდოკრინოლოგიის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.
დელეგატებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ მოუსმინონ დარგის ისეთ მნიშვნელოვან ფიგურებს, როგორებიც არიან: ვიტრიფიკაციის მეთოდის ავტორი შინგ ლინგ ტანი, მეან-გინეკოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი გამალ სერური, ადამიანის რეპროდუქციის მსოფლიო აკადემიის დამაარსებელი და ყოფილი პრეზიდენტი ჯოზეფ შენკერი, დევიდ მაკკალა, ბენ რაფაელი და ბევრი სხვა ცნობილი მეცნიერი.

პროფესორი არჩილ ხომასურიძე
პროფესორი არჩილ ხომასურიძე გახლავთ საქართველოში რეპროდუქციული მიმართულების დამაარსებელი. საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც რეპროდუქტოლოგია გახდა დამოუკიდებელი სამედიცინო დისციპლინა. აღნიშნული კონგრესი წარმოადგენს ქართული რეპროდუქტოლოგიის კიდევ ერთ აღიარებას.
კონგრესი გაიმართება სასტუმრო შერატონში, თბილისი.