ექიმი უძილობისას სწრაფად ჩაძინების მარტივ ხრიკს გვირჩევს
კარდიოლოგმა აურელიო როხასმა განაცხადა, რომ ერთი მარტივი ხრიკის დახმარებით შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ ჩაძინებისთვის საჭირო დრო. ეს ექიმმა უძილობის მქონე ადამიანებს გამოცემასთან Vanitatis საუბრისას ურჩია.
- „დაძინებამდე ერთი-ორი საათით ადრე ცხელი შხაპი ან აბაზანა 36 პროცენტით ამცირებს ჩაძინებისთვის საჭირო დროს“, - თქვა როხასმა. მისი თქმით, ეს მეთოდი უფრო ეფექტურია, ვიდრე ისეთი გავრცელებული პრაქტიკა, როგორიცაა ვარჯიში ან დიეტა.
როხასმა აღნიშნა, რომ საღამოს შხაპს სხვა სარგებელიც აქვს, მაგალითად, ის აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ფაქტია, რომ ცხელი წყლის ზემოქმედებით კანში სისხლძარღვები ფართოვდება, რაც ხელს უწყობს ზედმეტი სითბოს მოცილებას. შედეგად, იწყება მელატონინის გამომუშავება - ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ცირკადულ რიტმებს და ებრძვის სტრესის ჰორმონ კორტიზოლს, განმარტა ექიმმა.
დასახელდა გზა, რომელიც სიზმრებს უფრო ნათელს გახდის
კოფეინის მოხმარების შემცირებით შესაძლებელია სიზმრები უფრო ნათელი და დასამახსოვრებელი გახდეს. ამის მიზეზი REM ძილის ფაზის ხანგრძლივობის გაზრდაა.
ამის შესახებ „The Conversation“-ს განუცხადა ძილის მკვლევარმა შარლოტა გუპტამ აპლეტონის ინსტიტუტიდან.
კოფეინი არის სტიმულატორი, რომელიც ფხიზლად ყოფნაში დაგეხმარებათ ადენოზინის, ძილიანობის გამომწვევი ნივთიერების, მოქმედების ბლოკირებით. დღის განმავლობაში ადენოზინი თანდათან გროვდება ტვინში და საღამოსთვის მისი დონე პიკს აღწევს, რაც ორგანიზმს ძილისთვის ამზადებს.
„ღამის ძილის დროს ადენოზინი ნადგურდება და დილით თავს დასვენებულად ვგრძნობთ. თუმცა, კოფეინი ერევა ამ პროცესში: ის დროებით ბლოკავს ადენოზინის მოქმედებას, რის გამოც დაღლილობა ნაკლებად იგრძნობა. როდესაც ნივთიერების ეფექტი ქრება, ჩნდება აბსტინენციის ეფექტი - ძილიანობა განსაკუთრებით ძლიერი ხდება“, - აღნიშნა მეცნიერმა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არსებობს პირდაპირი სამეცნიერო მონაცემები იმის შესახებ, რომ სწორედ კოფეინის აბსტინენცია ხდის სიზმრებს უფრო ნათელს, მკვლევარები აღნიშნავენ ირიბ კავშირს.
დადასტურებულია, რომ კოფეინი ამცირებს ძილის საერთო დროს და იწვევს ღამის გამოღვიძებას, განსაკუთრებით თუ მას საღამოს მოიხმართ. შესაბამისად, მისი რაოდენობის შემცირება საშუალებას გაძლევთ უფრო დიდხანს და ღრმად იძინოთ, რაც ზრდის თვალის სწრაფი მოძრაობის (REM) ძილის წილს ღამის ძილის სტრუქტურაში.
„სწორედ REM ფაზაში ხედავს ადამიანი სიზმრებს. ამ პერიოდში სხეულის კუნთები მოდუნებულია, მაგრამ ტვინი აქტიური რჩება. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს ეტაპი, მით უფრო მეტი „დრო“ აქვს ტვინს ნათელი და დეტალური სიუჟეტების შესაქმნელად“, - აღნიშნა გუპტამ.
გარდა ამისა, REM ფაზაში გაღვიძება ზრდის სიზმრის დამახსოვრების ალბათობას, რადგან ის მოკლევადიან მეხსიერებაში ინახება.
გამოვლენილია სამსახურში ძილის სარგებელი.
სამსახურში 15 წუთიანი ძილი ზრდის კრეატიულობას.
- სამსახურში ხანმოკლე ძილი შეიძლება სასარგებლო იყოს მძიმე დატვირთვის მქონე თანამშრომლისთვის.
სამსახურში 15-20 წუთიან ძილის საშუალებით თანამშრომელს შეუძლია გამოცოცხლდეს და მოიხსნას დღის შუა პერიოდში დაგროვილი დაღლილობა. ასეთი დასვენება ასევე პროდუქტიულად მუშაობის საწინდარია მთელი დღის განმავლობაში. არ არის საჭირო ინერვიულოთ ძილის შემდეგ დაღლილობის შეგრძნებაზე, რადგან ეს ჩვეულებრივ 40 წუთიან დასვენებას ეხება. მაგალითად დასავლური კომპანიები რომლებიც ეგრეთ წოდებულ power nap („ხანმოკლე ძილს“) იყენებდნენ, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს თანამშრომლების შემოქმედებითობასა და ინტელექტუალურ შრომისუნარიანობას ზრდის.