102 წლის იაპონელი მამაკაცი ფუძიამას მთაზე ავიდა
როგორც იაპონელებისთვის წმინდა მთაზე ასული ყველაზე ხანდაზმული ადამიანი. ამის შესახებ Associated Press იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, ასვლა 5 სექტემბერს აკუზავას ქალიშვილის, მისი შვილიშვილის და მთამსვლელთა კლუბის მეგობრების მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც თავად დღეგრძელმა აღიარა, ნახევარ გზაზე ის მზად იყო უარი ეთქვა განზრახვაზე და დანებებულიყო, მაგრამ ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერა მას არსებული სირთულეების გადალახვაში დაეხმარა.
აღსანიშნავია, რომ 96 წლის ასაკში მას უკვე მიენიჭა ფუძიამას მთის დამპყრობელი ყველაზე ხანდაზმული ადამიანის ტიტული.
ასვლის წინ, მთამსვლელი სამი თვის განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობდა, დღეს დილის ხუთ საათზე იწყებდა და რეგულარულად ადიოდა ნაგანოს მთაზე.
აკუზავამ განაცხადა, რომ მის უახლოეს გეგმებში შედის ნახატის სახელწოდებით „ფუძი გარიჟრაჟზე“ შექმნა, რომელიც უკვდავყოფს მისი ბოლო ასვლის მოგონებას.
ჰიპოქსიური ზემოქმედება ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას
ჰიპოქსიური თერაპია, სპეციალური პროცედურაა, რომლის დროსაც ადამიანი ჟანგბადით გაიშვიათებულ ჰაერს სუნთქავს. ის ხელს უშლის ორგანიზმიე განლევას. ორგანიზმი ჟანგბადით გაიშვიათებული ჰაერის სუნთქვას საშიშ მდგომარეობად აღიქვამს და, საპასუხოდ, ზრდის სისხლძარღვთა კედლის ტონუსს და სხვა მაჩვენებლებს.
ჰიპოქსიური ზემოქმედება თავისთავად ხანმოკლეა, ჩვეულებრივ ციკლური, ადამიანი ასეთ ნარევს ხუთი წუთის განმავლობაში სუნთქავს, ხუთი წუთის განმავლობაში ისვენებს და ასე გრძელდება ერთი საათის განმავლობაში.
სიცოცხლის გახანგრძლივების სხვა საიდუმლოებებია ვარჯიში, დაბალანსებული კვება და ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია, რომელიც ავსებს სასქესო ჰორმონების დეფიციტს. ეს მდგომარეობა მამაკაცებსა და ქალებში დაბერების გამო ვითარდება.
ბუნებრივი და ხელოვნური ჰიპოქსია
ჟანგბადის დეფიციტით ვარჯიში შეიძლება ჩატარდეს ბუნებრივ და ხელოვნურ პირობებში.
ბუნებრივი ჟანგბადის შიმშილის პირობებში ვარჯიშისთვის, მოგიწევთ მთაში წასვლა, სადაც ჰაერის სიმკვრივე უფრო დაბალია, ვიდრე ვაკეზე.
ხელოვნური ჟანგბადის დეფიციტის მიღწევა შესაძლებელია ჰიპოქსიური გარემოს მქონე ოთახებში. ან ჰიპოქსიური ნიღბების გამოყენებით ჟანგბადის კონტროლირებადი წვდომით.
ჰიპოქსიური ვარჯიშის სარგებელი
ჰიპოქსიური ვარჯიშის სხვადასხვა ტიპის გამოყენება პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის საერთო შრომისუნარიანობის ზრდაზე. სისხლში ჟანგბადის ტევადობის ზრდა, ფილტვების მაქსიმალური ვენტილაცია და გულის სატუმბი ფუნქციის გაუმჯობესება გავლენას ახდენს ჟანგბადის მოხმარების უნარზე. ამის მეშვეობით ხდება შემდეგი:
- ფიზიკური შესაძლებლობების ზრდა და ფსიქიკური სტრესისადმი წინააღმდეგობის გაზრდა;
- გამძლეობის ზრდა;
- სხეულის ძირითადი სისტემების ფუნქციონირების გაუმჯობესება;
- ყურადღების კონცენტრაციის გაზრდა;
- დაბერების პროცესის შენელება.