მამაკაცს კიბოს დიაგნოზი დაუდგინდა მას შემდეგ, რაც მეგობარმა ველოსიპედზე მისი ჯდომის მანერა და ტანდეგობა შენიშნა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცს კიბოს დიაგნოზი დაუდგინდა მას შემდეგ, რაც მეგობარმა ველოსიპედზე მისი ჯდომის მანერა და ტანდეგობა შენიშნა

შოტლანდიელ მამაკაცს კიბოს დიაგნოზი მას შემდეგ დაუსვეს, რაც მისმა მეგობრებმა ველოსიპედზე მისი ჯდომის მანერასა და ტანდეგობას მიაქციეს ყურადღება, იუწყება Mirror.

68 წლის ედინბურგელი პენსიონერი ექიმი, ენტონი აილსი, კიბოს დიაგნოზი მას შემდეგ დაუსვეს, რაც მეგობარმა ველოსიპედით სეირნობის დროს მისი უჩვეულო პოზა შენიშნა. მეგობარმა მას ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და გამოკვლევების ჩატარება ურჩია. მეგობრის მოსაზრებამ პენსიონერს ექიმთან მისვლა აიძულა. გამოკლვევისას, მას ზურგის მიდამოში მუშტის ზომის სიმსივნე აღმოაჩნდა.

დასავლეთის ზოგადი პროფილის საავადმყოფოში ჩატარებულმა კომპლექსურმა გამოკვლევამ ზურგში, ნეკნებსა და ხერხემალში სიმსივნეები გამოავლინა. ექიმებმა თავდაპირველად ეჭვი მიიტანეს პანკრეასის კიბოს არსებობაზე, მაგრამ ბიოფსიის შედეგმა დიაგნოზი შეცვალა. ენტონიმ ქიმიო- და სხივური თერაპიული მკურნალობა ჩაიტარა, რის შედეგადაც 2025 წლის მაისში რემისია აღინიშნა. შოტლანდიელი პენსიონერი ახლა რეციდივის გამოსარიცხად დამატებით კვლევების შედეგებს ელოდება. ყოფილი ექიმი აღიარებს, რომ მისმა პროფესიულმა ცოდნამ დაავადებასთან ბრძოლაში დიდი როლი შეასრულა.

„ექიმს ვუთხარი: „ნუ მოიქცევი ისე, თითქოს არაფერი მესმის. ისე მელაპარაკე, როგორც კოლეგას“, - თქვა აილსმა.

2025 წლის სექტემბერში ენტონი გეგმავს მონაწილეობა მიიღოს ველოსიპედით საქველმოქმედო გარბენში, რათა შეაგროვოს თანხები ლიმფომით დაავადებული ადამიანებისა და ორგანიზაციების დასახმარებლად.

როგორი შეიძლება იყოს ლიმფომის საგანგაშო სიმპტომები და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ლიმფომის - სიმსივნის, რომელიც გავლენას ახდენს იმუნური სისტემის უჯრედებზე - განვითარებაზე შეიძლება მიუთითებდეს გადიდებული ლიმფური კვანძები და ტკივილი გულმკერდის ან მუცლის არეში.

ტერმინი „ლიმფომა“ ან „ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები“ აერთიანებს დაავადებათა ჯგუფს, რომლის დროსაც ხდება იმუნური სისტემის უჯრედების - ლიმფოციტების - უკონტროლო დაყოფა. ისინი განლაგებულია სხვადასხვა ორგანოებში, მაგალითად, ლიმფურ კვანძებში, ძვლის ტვინში ან კანში, რის გამოც არსებობს ლიმფომის სხვადასხვა ფორმა.

ამჟამად, ამ დაავადების ორი ძირითადი ტიპი არსებობს: ჰოჯკინის ლიმფომა და არაჰოჯკინის ლიმფომები. ლიმფომების განვითარების რისკ-ფაქტორები შეიძლება იყოს შემდეგი: ეპშტეინ-ბარის ვირუსებით ინფექცია, ადამიანის იმუნოდეფიციტი, C ჰეპატიტი, პესტიციდების, ზოგიერთი სასუქის ზემოქმედება და მემკვიდრეობითი მიდრეკილება. ამავდროულად, ლიმფომებს შეიძლება ახლდეს სხვადასხვა სიმპტომები. მათი მთავარი გამოვლინებაა ლიმფური კვანძების გადიდება სხვადასხვა უბანში: იღლიებში, საზარდულში, კისერში.