ალცჰაიმერის დაავადება დაკავშირებულია ტვინში ლითიუმის დეფიციტთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალცჰაიმერის დაავადება დაკავშირებულია ტვინში ლითიუმის დეფიციტთან

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანების ტვინში ლითიუმის დონე მნიშვნელოვნად შემცირებულია. მისი შევსება კი კოგნიტური ფუნქციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Nature-ში.

მკვლევარებმა გააანალიზეს 27 ლითონის შემცველობა 285 გარდაცვლილი ადამიანის ტვინში. მათგან 94-ს ალცჰაიმერის დაავადება დაუდგინდა, 58-ს კი მსუბუქი კოგნიტური დარღვევა ჰქონდა. დანარჩენებს გარდაცვალების დროს დემენციის ნიშნები არ აღენიშნებოდათ. აღმოჩნდა, რომ პირველი ჯგუფის ადამიანებში ტვინის პრეფრონტალურ ქერქში ლითიუმის დონე საშუალოდ 36%-ით დაბალი იყო, ვიდრე ჯანმრთელ მონაწილეებში. მსუბუქი კოგნიტური დარღვევის შემთხვევაში, კლება დაახლოებით 23% იყო.

გარდა ამისა, ამილოიდური ფოლაქები, დაავადებასთან დაკავშირებული ცილოვანი გროვები, თითქმის სამჯერ მეტ ლითიუმს შეიცავდა, ვიდრე ტვინის სხვა ნაწილები.

„ლითიუმი იჭედება ამ ფოლაქებში და გამოსაყენებლად მიუწვდომელია“, - განმარტავს კვლევის ავტორი ბრიუს იანკნერი.

იმის შესამოწმებლად, თუ როგორ მოქმედებს ლითიუმის დეფიციტი ქცევაზე, მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი გენმოდიფიცირებულ თაგვებზე, რომლებსაც ალცჰაიმერის სიმპტომები ჰქონდათ. რაციონში ლითიუმის 92%-ით შემცირებამ გამოიწვია მეხსიერების დაქვეითება და ტვინში ამილოიდური ფოლაქების რაოდენობის თითქმის 2,5-ჯერ გაზრდა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.

ასევე აღმოჩნდა გენების აქტივობის ცვლილებები, ანთების პროცესების გაძლიერება და იმუნური უჯრედების მიერ ფოლაქების დაშლის უნარის შემცირება - ეს ყველაფერი დაავადების „ადამიანის“ ფორმისთვისაა დამახასიათებელი.

დამატებითმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლითიუმის ოროტატი, ორგანიზმში წარმოქმნილი ნაერთი, ყველაზე ნაკლებად რჩება ფოლაქებში. ამ ნივთიერების ცხრა თვის განმავლობაში მიღებულმა დოზამ მნიშვნელოვნად შეამცირა ამილოიდური ფოლაქების რაოდენობა ავადმყოფ თაგვებში და აღადგინა ცხოველების მეხსიერება ნორმალურ დონეზე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მსგავსი ეფექტი შეიძლება მოხდეს ადამიანებშიც, მაგრამ ამ ჰიპოთეზის დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.

გაფრთხილება და რჩევა ფარმაცევტისგან - რომელ სასმელებთან ერთად არ შეიძლება აბების მიღება

ფარმაცევტი პრადოსი: ტაბლეტების მიღება არ შეიძლება ხილის წვენთან ან რძესთან ერთად.

  • ფარმაცევტი ანდრეუ პრადოსი გვაფრთხილებს არ მივიღოთ აბები რამდენიმე პოპულარულ სასმელთან ერთად. ამის შესახებ მან გამოცემა La Razon-ს განუცხადა.
  • როგორც პრადოსმა აღნიშნა, ანტიბიოტიკები და ოსტეოპოროზის სამკურნალო პრეპარატები რძესთან ერთად არ უნდა მივიღოთ, რადგან რძეში შემავალი კალციუმი ხელს უშლის ამ მედიკამენტების მუშაობას და აქვეითებს ეფექტს. ამ მიზნით ასევე არ უნდა გამოიყენოთ ხილის წვენი, განსაკუთრებით გრეიფრუტის წვენი, რადგან მას აქვს მჟავე pH, ხოლო ზოგიერთ პრეპარატს აქვს ტუტე გარემო. რაც შეეხება ყავას, ცხელი სასმელის მოხმარებისას, მას შეუძლია შეცვალოს მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობა.
  • გარდა ამისა, სპეციალისტმა გვირჩია, არ დავლიოთ ენერგეტიკული სასმელები საძილე აბებთან, სტიმულატორებთან და ლითიუმის შემცველ პრეპრატებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ფსიქიკური დაავადების სამკურნალოდ. ფაქტია, რომ სასმელი შეიცავს კოფეინს, რაც ხშირად იწვევს ნერვულ აღგზნებადობას, კანკალს, გაღიზიანებას და უძილობას. დაბოლოს, პრადოსმა გვირჩია მედიკამენტების მიღება მხოლოდ გაზიან ან ჩვეულებრივ წყალთან ერთად.