საზიანოა თუ არა შუაღამის შემდეგ დაძინება: ექსპერტების აზრი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზიანოა თუ არა შუაღამის შემდეგ დაძინება: ექსპერტების აზრი

წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ გვძინავს საჭირო 7-8 საათი, მაგრამ ყოველ ჯერზე არჩევანის წინაშე ვდგავართ: უფრო ადრე დავიძინოთ - დაახლოებით საღამოს 10 საათზე, თუ ვუყუროთ ჩვენი საყვარელი სერიალის რამდენიმე ეპიზოდს და შუაღამის შემდეგ დავიძინოთ.

კვლევის მონაცემები

ევროპის კარდიოლოგიის საზოგადოების წევრები დაინტერესდნენ, ისეთივე მნიშვნელოვანია თუ არა ის კონკრეტული დრო, როდესაც ადამიანი იძინებს, როგორც ძილის ხანგრძლივობა. ამიტომ, 2006-დან 2010 წლამდე ჩატარდა კვლევა, 88,026 მამაკაცისა და ქალის მონაწილოებით. ინფორმაცია აღებული იქნა ბრიტანული ბიობანკიდან (ბიომედიცინის მონაცემთა ბაზა).

43-დან 79 წლამდე ასაკის ადამიანები ერთი კვირის განმავლობაში მაჯაზე ატარებდნენ ძილის ტრეკერს. ისინი ასევე პასუხობდნენ კითხვებს მათი ცხოვრების წესის, ჯანმრთელობის შესახებ და აფასებდნენ მათ ფიზიკურ მდგომარეობას. შემდეგ მათ დაახლოებით 5,5 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, რათა დაედგინათ, დაუდგინდათ თუ არა მათ გულ-სისხლძარღვთა დაავადება, როგორიცაა ინფრქტი ან ინსულტი.

შედეგების ანალიზის შემდეგ, მეცნიერებმა შეძლეს ეთქვათ, რომ გულის დაავადებების ყველაზე მაღალი პროცენტი დიაგნოზირებული იყო იმ ადამიანებში, რომლებიც შუაღამის შემდეგ წვებოდნენ დასაძინებლად - 3,172 მონაწილე (3.6%).

რაც შეეხება კითხვას, რომელია დასაძინებლად საუკეთესო დრო, კვლევის თანახმად, ეს არის 22:00 საათიდან 22:59 საათამდე პერიოდი, რადგან ძილის ეს დრო დაკავშირებული იყო გულის დაავადებების საერთო სიხშირის დაბალ მაჩვენებელთან, უფრო ადრე და გვიან ძილის დროებთან შედარებით.

ზოგიერთი სტატისტიკა. ძილის დროის შედარებისას (22:00 საათამდე, 22:00-დან 23:00 საათამდე და შუაღამის შემდეგ), მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ 22:00 საათიდან 22:59 საათამდე დაძინებასთან შედარებით:

  • შუაღამის შემდეგ დაძინება დაკავშირებული იყო გულის დაავადებების 25%-ით მაღალ რისკთან;
  • 23:00 საათიდან 23:59 საათამდე დაძინება დაკავშირებული იყო გულის დაავადებების 12%-ით მაღალ რისკთან;
  • 22:00 საათამდე დაძინება ასევე დაკავშირებული იყო გულის დაავადებების 24%-ით მაღალ რისკთან.

კვლევის ავტორი, ექსეტერის უნივერსიტეტის დოქტორი დევიდ პლეინსი გვაფრთხილებს, რომ მისი ნაშრომი არ ამტკიცებს, რომ დაძინების დრო გულის დაავადებებს იწვევს. მნიშვნელოვანია ის, რომ დაძინების დრო შეიძლება ქმედითი ფაქტორი იყოს გულის დაავადებების რისკის შემცირებისთვის.

მოქმედი თეორია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი შინაგანი ბიოლოგიური საათის, ანუ ცირკადული რიტმის დარღვევა შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვზრდით გულის დაავადებების რისკს ძალიან ადრე ან ძალიან გვიან დაძინებით.

მონაცემების შეჯამება

კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ გვიან დაძინებასა და გულის დაავადებებს შორის კავშირი ჯერ კიდევ არ არის მკაცრად დადგენილი. თუმცა, ამ ეტაპზე მოქმედი თეორია იმაში მდგომარეობს, რომ შუაღამის შემდეგ დაძინება კარგი იდეა არ არის: მას შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით გულსა და სისხლძარღვებზე, ამბობენ მკვლევარები.

თუ თქვენი სამუშაო გრაფიკი საშუალებას გაძლევთ, დაწექით ადრე: იდეალურ შემთხვევაში, 22:00 საათიდან 22:59 საათამდე. და რაც მთავარია, არ დაივიწყოთ ხანგრძლივობა: იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება 8-9 საათიანი ჯანსაღი ძილი.