5 ჩვევა, რომელიც სიბერეში გონების სიმახვილეს შენარჩუნებას შეუწყობს ხელს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 ჩვევა, რომელიც სიბერეში გონების სიმახვილის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს

კენტუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოავლინეს 5 ჩვევა, რომელიც სიბერეში გონების სიმახვილის შენარჩუნებ შეუწყობს ხელს.

მეცნიერები ორივე კითხვას დადებით პასუხს სცემენ. მთავარია ვიცოდეთ, რას უნდა დავეყრდნოთ. ჩვენ არ ვსაუბრობთ სუპერსაკვებზე, „ჯადოსნურ“ საკვებ დანამატებსა და გენურ თერაპიაზე, არამედ მარტივ ყოველდღიურ რიტუალებზე, რომლებმაც უკვე ასობით ადამიანს დაეხმარა 100 წლის ზღვარის გადალახვაში.

კვლევა 30 წელზე მეტხანს გაგრძელდა და დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ და დამაჯერებელ ექსპერიმენტად გერონტოფსიქოლოგიის სფეროში.

მონაზვნები და უნიკალური ექსპერიმენტი

1986 წელს კენტუკის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა დევიდ სნოუდონმა დაიწყო ნოტრ-დამის სკოლის დების ორდენის 678 მონაზონზე დაკვირვება. სამი ათწლეულის განმავლობაში მონაწილეებს ჩაუტარდათ სხვადასხვა ტესტი, რომელიც აფასებდა მათ მეხსიერებას, აზროვნებას და მეტყველებას. ქალები ასევე ყოველწლიურად ურთიერთობდნენ ექიმებთან და აწარმოებდნენ დღიურებს, სადაც აღწერდნენ თავიანთ როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ მდგომარეობას.

მეცნიერებმა დახმარებისთვის მონაზვნებს უმიზეზოდ არ მიმართეს. ამ სოციალური ჯგუფის თავისებურება მათი ცხოვრების წესი იყო: დებს არ ჰქონდათ მავნე ჩვევები, ცხოვრობდნენ თანაბარ პირობებში, მიირთმევდნენ დაახლოებით ერთნაირ საკვებს და დიდი ხნის განმავლობაში მისდევდნენ დამკვიდრებულ ყოველდღიურ რუტინას. ეს ყველაფერი პრაქტიკულად იდეალურ კვლევით გარემოს უზრუნველყოფდა.

ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ დების 95% დათანხმდა მათი ტვინის სიკვდილის შემდგომ კვლევას. შედეგად, მკვლევარებმა შეძლეს თითოეული მონაწილის ნერვული ქსოვილის მდგომარეობის შედარება იმასთან, თუ როგორ გრძნობდა თავს ის სიცოცხლის განმავლობაში. ექსპერიმენტის შედეგები ნამდვილი სენსაცია აღმოჩნდა ჯანდაცვის სფეროში.

კოგნიტური რეზერვი - ჯავშანი ტვინისთვის

გაკვეთის დროს მონაწილეთა 20%-ს ალცჰაიმერის დაავადების გამოხატული ნიშნები აღენიშნებოდა, რომლებიც სიცოცხლის განმავლობაში არანაირად არ გამოვლინდა. ქალები წერდნენ, ასწავლიდნენ და აქტიურ ინტელექტუალურ ცხოვრებას ეწეოდნენ, ტვინში სერიოზული ცვლილებების მიუხედავად. როგორ იყო ეს შესაძლებელი? საქმე კოგნიტური რეზერვის ფენომენშია: ტვინი, რომელიც ყოველდღიურად აქტიურად მუშაობს, აკომპესირებს სერიოზულ დარღვევებსაც კი. როგორც ჩანს, ის ახალ ნეირონულ გზებს ხსნის არსებული დაზიანების გვერდის ავლით.

ოპტიმიზმი სიცოცხლეს ახანგრძლივებს

როდესაც მეცნიერებმა მონაზვნების პირადი დღიურები გააანალიზეს, აღმოაჩინეს შემდეგი კანონზომიერება: მონაწილეები, რომლებიც სხვებზე ხშირად წერდნენ სიხარულზე, მადლიერებასა და საუკეთესოს იმედზე, 7-10 წლით მეტხანს ცოცხლობდნენ. ეს ნიშნავს, რომ ტვინი, რომელიც მიჩვეულია კარგზე ფოკუსირებას, უკეთ მუშაობს - ის მდგრადია სტრესის მიმართ და უფრო დიდხანს რჩება აქტიური.

ანთება ჩუმი საფრთხეა

სისხლში C-რეაქტიული ცილის (CRP) დონე დემენციის განვითარების რისკის მარკერი აღმოჩნდა. CRP-ის მომატებული დონე კორელაციაში იყო კოგნიტური დაქვეითების უფრო მაღალ დონესთან. აქედან გამომდინარეობს დასკვნა: ანთებითი პროცესების რეგულარული ტესტირება და კონტროლი ნეიროდეგენერაციული დაავადებების მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი პრევენციაა. და, რაც მთავარია, ის დღეს ხელმისაწვდომია.

განათლება აუცილებელია

უმაღლესი განათლების მქონე მონაზვნებში დემენციის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე მათში, ვისაც ეს განათლება არ მიუღია. არ აქვს მნიშვნელობა, როდის დაიწყო სწავლება - მთავარია, რომ ტვინმა აქტიურად განაგრძოს მუშაობა, დაამუშაოს დიდი რაოდენობით ინფორმაცია. კითხვა, სწავლა, წერა, განხილვა, ახლის დაუფლება - ეს ყველაფერი ცენტრალური ნერვული სისტემის მთავარი ორგანოსთვის „უსაფრთხოების ბალიშს“ ქმნის.

ხელებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ

მონაზვნებმა, რომლებიც ხელსაქმით იყვნენ დაკავებულები, უფრო დიდხანს შეინარჩუნეს კარგი მეხსიერება და კოორდინაცია. ქსოვა, ქარგვა, კერვა - ყველაფერი, რაც განვითარებულ მოტორულ უნარებს მოითხოვს, ააქტიურებს ტვინის იმ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყურადღებაზე, მეტყველებასა და მეხსიერებაზე.

დღეგრძელობის საიდუმლოებები თავად მონაზვნებისგან

ოპტიმისტური, მაგრამ მაინც მშრალი ციფრების უკან ექსპერიმენტის მონაწილეთა ცოცხალი ისტორიები დგას.

  1. „ყოველდღე ისწავლე რაღაც ახალი“ - ეს არის 104 წლის მონაზვნის დევიზი, რომელიც მათემატიკას თითქმის სიკვდილამდე ასწავლიდა. ალცჰაიმერის დაავადება მას მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დაუდგინეს, ანუ სიცოცხლის განმავლობაში ეს არანაირად არ გამოვლენილა.
  2. „წერე კარგზე“ - ეს 98 წლის და ბერნადეტის რჩევაა. ის ყოველდღიურად აწარმოებდა დღიურს, რომელშიც სასიამოვნო მოვლენებს აღწერდა და მათზე ამახვილებდა ყურადღებას.
  3. „იცეკვე, რომც არ შეგეძლოს“ - ეს და ლუსიას მოტივაციური ფრაზაა, რომელიც 90 წლამდე პოეზიას სწავლობდა და თავისუფალ დროს ცეკვავდა.
  4. „დაუმეგობრდი მათ, ვინც შენზე ახალგაზრდაა“ - ეს 101 წლის კლერის ჯანსაღი ცხოვრების რეცეპტია. მან ხელნაკეთი ნივთების კლუბი მოაწყო, რომელშიც სხვადასხვა თაობის ქალები, მათ შორის ძალიან ახალგაზრდებიც, მონაწილეობდნენ.
  5. „დაიძინე როგორც დედოფალმა“ - ეს და როუზის წესია. ის საღამოს 9 საათზე იძინებდა და დილის 5 საათზე დგებოდა. არანაირი გაჯეტები და მაღვიძარა, მხოლოდ ბუნებასთან და შენს ფიქრებთან ერთიანობა.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ ჯანსაღი სიბერისთვის ახლავე? რა თქმა უნდა, ეს არის რიტუალთა მხოლოდ ნაწილი, რომლებიც სასარგებლო გავლენას ახდენენ ჩვენს კეთილდღეობაზე.

  • დატვირთეთ ტვინი: ამოხსენით კროსვორდები, ისწავლეთ ლექსები, წაიკითხეთ ახალი წიგნები, გააკეთეთ საშინაო დავალება შვილებთან ერთად.
  • ფოკუსირდით კარგზე: აწარმოეთ დღიური, გაიხსენეთ დღის სასიამოვნო მოვლენები, მადლობა გადაუხადეთ საკუთარ თავს და სხვებს კარგად შესრულებული სამუშაოსთვის, კეთილი სიტყვებისა და ქმედებებისთვის, მზიანი ამინდისთვის.
  • აკეთეთ ის, რაც გიყვართ: იქნება ეს იოგა, ცეკვა, ხატვა თუ მებაღეობა - უამრავი ჰობი ეხმარება ტვინს კარგი ფორმის შენარჩუნებაში.
  • სოციალიზაცია: რეგულარული ცოცხალი კონტაქტი სხვადასხვა შეხედულების, ასაკისა და სტატუსის მქონე ადამიანებთან ავარჯიშებს ყურადღებას, მეტყველებას და ემოციურ ინტელექტს.
  • დაიცავით რუტინა: ხარისხიანი ძილი კარგი ჯანმრთელობის საფუძველია, განსაკუთრებით ზრდასრულ ასაკში.