შეიქმნა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც არ იწვევს დამოკიდებულებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეიქმნა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც არ იწვევს დამოკიდებულებას

კიოტოს უნივერსიტეტის იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს ძლიერი ახალი თაობის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც არ იწვევს დამოკიდებულებას და არ აქვს ოპიოიდებისთვის დამახასიათებელი საშიში გვერდითი მოვლენები. პრეპარატი, სახელწოდებით ADRIANA, აღწერილია ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS).

პრეპარატმა უკვე წარმატებით გაიარა კლინიკური კვლევები მოხალისეებსა და პაციენტებზე, რომლებმაც გადაიტანეს ოპერაცია.

მორფინისა და სხვა ტრადიციული ტკივილგამაყუჩებლებისგან განსხვავებით, ADRIANA მოქმედებს სხვა პრინციპით. ის მოქმედებს ნერვული სისტემის გარკვეულ სტრუქტურებზე - ადრენორეცეპტორებზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან ისეთ ნივთიერებების მიმართ ორგანიზმის რეაქციაზე, როგორიცაა ადრენალინი და ნორადრენალი.

ახალი პრეპარატი ბლოკავს α2B-ადრენორეცეპტორების ქვეტიპს, რაც იწვევს ნორადრენალინის დონის მატებას, ნივთიერების, რომელიც მონაწილეობს ტვინში სიგნალის გადაცემაში. თავის მხრივ, ეს ააქტიურებს α2A-ადრენერგულ რეცეპტორებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტკივილის მგრძნობელობის შემცირებაზე. ეს მექანიზმი საშუალებას იძლევა ტკივილის შემსუბუქება მოხდეს ისეთი მძიმე გვერდითი მოვლენების გარეშე, როგორიცაა სუნთქვის დათრგუნვა, დამოკიდებულება ან გულის პრობლემები.

წარმატებული პრეკლინიკური ტესტების შემდეგ, ჩატარდა I და II ფაზის კლინიკური კვლევები, მათ შორის პაციენტებში ფილტვის სიმსივნის ოპერაციის შემდეგ. წინ არის მასშტაბური კვლევა შეერთებულ შტატებში BTB Therapeutics-თან პარტნიორობით.

პრეპრატის შემქმნელების თქმით, ADRIANA შეიძლება გახდეს პირველი იაპონური არაოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი საშუალება და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს გლობალური „ოპიოიდური კრიზისის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

მეცნიერების აზრით, სირბილი ტვინზე მარიხუანას მსგავსად მოქმედებს

ბევრი ადამიანი, ვინც რეგულარულად დარბის, განიცდის ემოციურ აღმასვლას, ეიფორიასაც კი, რასაც ხშირად თან ახლავს შფოთვის და ტკივილის შემცირება.

სირბილს მარიხუანას მსგავსი ეფექტი აღმოაჩნდა. ცნობილია, რომ მარიხუანა მოქმედებს რეცეპტორებზე ტვინში და ამცირებს ტკივილს. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს კანაბინოიდური რეცეპტორები იმ თაგვებში, რომლებსაც გარკვეული მანძილი ჰქონდათ გარბენილი. ადრე თვლიდნენ, რომ მორბენლების ემოციური დონის აწევა დაკავშირებული იყო ბეტა-ენდორფინების (ხშირად მოქმედებს როგორც მორფინი) დონის ზრდასთან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბეტა-ენდორფინები საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ ტვინის ჰემატოენცეფალური ბარიერი გადალახოს.

და მაინც, ეიფორია დაკავშირებულია კანაბინოიდურ რეცეპტორებთან, რომლებიც მრავალი პროცესისთვის (მათ შორის მადის მომატება, ტკვივილის შეგრძნება, ხასიათის ცვლილება, მეხსიერება და ტვინის მუშაობა) არის მნიშვნელოვანი.

გამოდის, რომ სირბილი იწვევს როგორც ბეტა-ენდორფინების (ოპიოიდები), ისე ანანდამიდების (ენდოკანაბინოიდები) დონის მომატებას. ეს დაამტკიცა მღრღნელებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა. მათ 5 საათის მანძილზე აიძულებდნენ სირბილს, შემდეგ უშვებდნენ ბნელ სათავსოში და ტკივილის სტიმულაცას ახდენენ. აღმოჩნდა, რომ მორბენალი მღრღნელები სიბნელეში ნაკლებად ნერვიულობდნენ და უკეთ იტანდენ ტკივილს.