რა უნდა იცოდეთ, თუ კბილების კაპებით გათეთრებას გეგმავთ? - ინტერვიუ ქირურგ-პაროდონტოლოგ ლელა ნემსაძესთან
კბილების კაპებით გათეთრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სტომატოლოგიური პროცედურაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც სულ უფრო პოპულარული ხდება.
საინტერესოა, რამდენად უსაფრთხოა ის და ვისთვის არის ან არ არის რეკომენდებული?
თავდაპირველად განვიხილოთ, კბილების გათეთრების რა მეთოდები გამოიყენება თანამედროვე სტომატოლოგიაში და როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი? „რიხტერის კლინიკის“ ქირურგ-პაროდონტოლოგი ლელა ნემსაძე განმარტავს, რომ კბილების გათეთრების თანამედროვე მეთოდები სრულიად უსაფრთხოა, თუ პაციენტის მდგომარეობა გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და პროცედურა სწორად იქნება ჩატარებული.

„რიხტერის კლინიკა“ ერთი-ერთი წამყვანი სტომატოლოგიური კლინიკაა საქართველოში, რომელიც მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალებს იყენებს, ხოლო სტომატოლოგები პროცედურებს თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისად ატარებენ სამედიცინო.
ქირურგ-პაროდონტოლოგის განმარტებით, კბილების გათეთრება არის ემალის ფერის გაღიავება აპარატის სხივისა და მათეთრებელი გელის საშუალებით. მისი თქმით, არსებობს კბილების გათეთრების ყველაზე უსაფრთხო და ხშირად გამოყენებადი მეთოდები, როგორიცაა საოფისე და სახლის პირობებში ანუ კაპებით გათეთრება.
საოფისე გათეთრება
საოფისე გათეთრება ხდება პრეპარატებით, რომლებიც კბილის ზედაპირზე თავსდება და მის ფერს გარკვეული დროით ცვლის.
„კბილის გათეთრების პროცედურამდე აუცილებელია, ექიმმა სტომატოლოგმა მოახდინოს პირის ღრუს დიაგნოსტირება, რათა დარწმუნდეს რომპაციენტსჯანმრთელი კბილები და ღრძილები აქვს“, - განმარტავს ქირურგ-პაროდონტოლოგი ლელა ნემსაძე.
სტომატოლოგის თქმით, პროცედურის ჩატარებამდე ძალიან მნიშვნელოვანია გათვალისწინება:
- თუ როგორ მდგომარეობაში აქვს პაციენტს მინანქარი (კბილის საფარი, დამცავი ზედაპირი);
- აქვს თუ არა ფრონტალურ კბილებზე საბჟენი მასალა;
- არის თუ არა კბილები ვიტალური ანუ არადეპულპირებული;
- აქვს თუ არა მომატებული მგრძნობელობა და სხვა.
აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა ჩატარდეს უპირველესად კბილების პროფესიონალური წმენდა, რათა მათეთრებელი პრეპარატისთვის შეიქმნას თავისუფლად შეღწევადი ზედაპირი.
სასურველია, კბილებისწმენდა და გათეთრების პროცედურა სხვადასხვა დროს ჩატარდეს, რადგან პროფესიონალური წმენდის შემდეგ ღრძილების უსაფრთხო იზოლაცია შეუძლებელია.
როგორ ტარდება გათეთრების პროცედურა?
თავდაპირველად პაციენტის პირის ღრუ მზადდება პროცედურისთვის, რაც გულისხმობს ღრძილების იზოლაციას სპეციალური დამცავი მასალით, რათა მათეთრებელ გელთან კონტაქტი არ მოხდეს.
გელი უნდა მოთავსდეს მხოლოდ იმ კბილებზე, რომელიც ღიმილის ზონაში ხვდებაეს ძირითადად არის 10 ან 12 კბილი როგორც ზედა, ასევე ქვედა ყბაზე. ექიმის განმარტებით, გელი დაიტანება სულ 20ან 22 კბილის გარე და ხილულ ნაწილებზე.
საოფისე გათეთრების დროს გელის აქტივაცია ხდება სპეციალური ლედ ნათურის გამოყენებით ან ბუსტით რომელიც 38-40% წყალბადს ან კარბამიდის შეიცავს. სასურველი შედეგის მისაღწევად მათეთრებელი გელი თავსდება 15 ან 20 წუთის განმავლობაში 3-ჯერ, ეს იქნება ნათურით თუ მის გარეშე.
ბოლოს კი ხდება კბილების დამუშავება მგრძნობელობის შესამცირებელი გელის საშუალებით.
გათეთრება სახლში
„რიხტერის კლინიკის“ ქირურგ-პაროდონტოლოგი ლელა ნემსაძე განმარტავს, რომკბილების საოფისე გათეთრებით საკმაოდ ეფექტური შედეგი მიღება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც პაციენტებს კიდევ უფრო თეთრი კბილები სურთ, რისთვისაც უკვე კაპები და გელი გამოიყენება.
„პროცედურის მომდინარეობისას ექიმი-სტომატოლოგითქვენი კბილების ანაბეჭდის მიხედვით ამზადებსინდივიდუალურ კაპებს რომელშიც ისხმება მათეთრებელი სითხე და თქვენი სურვილის მიხედვით გრძელდება მათი გამოყენების ხანგრძლივობა. გათეთრების პროცესი შეიძლება გაგრძელდეს7 დან 14 დღემდე, სანამ პაციენტი სასურველ შედეგს არ მიაღწევს. სხვადასხვა მათეთრებელ გელს, პროცენტების შესაბამისად აქვს გარკვეული გამოყენების პირობები, თუ რა ხანგრძლივობითშეუძლიაატაროს კაპა მათეთრებელი გელით, ღამის თუ დღის განმავლობაში“, - განმარტა ლელა ნემსაძემ.
რა შემთხვევაშია რეკომენდებული კბილების გათეთრება?
მათეთრებელი პროდუქტები განკუთვნილია მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის ქვემოთ მითითებული მიზეზებით გამოწვეული კბილების დისქრომიის სამკურნალოდ:
- ასაკთან დაკავშირებული დეგენერაციული ცვლილებები;
- ტეტრაციკლინის ან მინოციკლინის ბაზაზე დამზადებული მედიკამენტების გამოყენება;
- ფლუოროზი, მნიშვნელოვნად ყავისფერი პიგმენტაცია;
- ჰიპოპლაზია და მინანქრის ფერის შეცვლა;
- თანდაყოლილი მუქი ან ლაქებიანი კბილები.
რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული კბილების გათეთრება?
- თუ პაციენტს აღენიშნება კბილებზე კარიესი ან დაზიანებული მინანქარი;
- როცა პაციენტს აქვს ღრძილების ანთება (გინგივიტი, პაროდონტიტი);
- მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში;
- ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალები;
- არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის ბავშვებში);
- არასათანადო ჰიგიენის მქონე პაციენტებში;
- ონკოპაციენტებში.
არის თუ არა უსაფრთხო გათეთრების პროცედურა ?
ლელა ნემსაძის განმარტებით, მათეთრებელ გელები არ აზიანებს მინანქარს.
„გათეთრების პროცედურის ჩატარებისას იშლება წყალბადის ან კარბამიდის პეროქსიდი, შემდეგ ჟანგბადის თავისუფალი რადიკალებით გაჯერებული მინანქარ-დენტინის საზღვრის სინათლის გამტარიანობა იზრდება და ვიღებთ უფრო ღია ფერის შეფერილობას“, - განმარტავს ქირურგ-პაროდონტოლოგი.
პროცედურის ჩატარების ინტენსივობა არის ინდივიდუალური, ეს დამოკიდებულია იმ რეკომენდაციების შესრულებაზე რომელსაც თქვენი სტომატოლოგი მოგცემთ. შედეგი 6 და 8 თვემდე ნარჩუნდება და პროცედურის ჩატარება შესაძლებელია წელიწადში ერთხელ ან ორჯერ.
აღსანიშნავია, რომ კბილების გათეთრება უმტკივნეულო პროცედურაა.
როგორ მოვუაროთ გათეთრებულ კბილებს, რომ შედეგი დიდხანს შენარჩუნდეს?
- პირველი 24 საათის განმავლობაში შესაძლო მგრძნობელობის თავიდან აცილების მიზნით შეიძლება დაგვჭირდეს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები;
- კბილების გათეთრების პროცედურის დაწყებიდან და დასრულებიდან 7-10 დღის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ ფერადი საკვები აუცილებელი შეზღუდვა ვრცელდება შემდეგ პროდუქტებზე: ყავა, ჩაი, წითელი ღვინო, გაზიანი ფერადი სასმელები, თამბაქო და სხვა ხელოვნურად თუ ქიმიურად შეფერილი საკვები თუ სასმელი;
- პროცედურის დიდი ხნით შენარჩუნების მიზნით სასურველია პირის ღრუს ჰიგიენის ზედმიწევნით კონტროლი იგულისხმება კბილების გამოხეხვა დილა-საღამოს, ასევე კბილთაშორისი ჯაგრისის, ერთკონიანი ჯაგრისის, კბილის ძაფებისა და ირიგატორის გამოყენება.
კბილების გათეთრებასთან დაკავშირებით მეტი დეტალის შესახებ ან სტომატოლოგთან კონსულტაციის დასაჯავშნად ეწვიეთ „რიხტერის კლინიკის“ ვებგვერდს ბმულზე Richter.ge
NS