უნდა მივიღოთ თუ არა სედატიური საშუალებები სიცხეში?
სიცხეში ადამიანებმა არ უნდა მიიღონ სედატიური ან მატონიზირებელი საშუალებები, თუ მათ არ აქვთ ფსიქიკური ან ნევროლოგიური დაავადებები, რადგან მათი მდგომარეობა შეიძლება ნორმალიზდეს დამატებითი საშუალებების გარეშე.
ასეთ ამინდში შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობა, გაღიზიანება და შფოთვა. როდესაც ტემპერატურა ძალიან მაღალია, იცვლება როგორც ძილის ხანგრძლივობა, ასევე ხარისხი. ამ პარამეტრების გაუარესების გამო, იზრდება სტრესის ჰორმონების - კორტიზოლის, ადრენალინის - დონე. ასეთი „კოქტეილი“ ზრდის გაღიზიანებას, აგრესიას და შფოთვას.
თუმცა, ჯანმრთელი ადამიანების ჯანმრთელობა გაუმჯობესდება გარემოს ტემპერატურის დაწევისას. ამ მხრივ, არ უნდა მიიღოთ სედატიური საშაულებები ან სტიმულატორები სპეციალური ჩვენებების გარეშე.
როგორ მოქმედებს ქრონიკული შფოთვა ორგანიზმზე
ეს მდგომარეობა უარყოფითად მოქმედებს თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემის ფუნქციონირებაზე.
თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დროდადრო განიცადოს მწვავე შფოთვა, მაგალითად, გამოცდის, გასაუბრების ან პაემნის წინ. შეიძლება გამოვლინდეს: გულისცემისა და სუნთქვის აჩქარება, მომატებული ოფლიანობა, თავბრუსხვევა, გულისრევა, სისუსტე, მუცლისა და გულმკერდის ტკივილი, დიარეა.
ეს ყველაფერი სტრესის ჰორმონების, ადრენალინისა და კორტიზოლის მოქმედების შედეგია, რომლებიც განსაკუტრებულად გამოიყოფა სისხლში, როდესაც შიშსა და შფოთვას განვიცდით. თუმცა, როგორც კი სიტუაცია მოგვარდება, ყველა ეს ფიზიოლოგიური სიმპტომი უკვალოდ ქრება.
თუმცა, შფოთვა ხშირად ქრონიკულ ხასიათს იღებს და უარყოფითად მოქმედებს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ამცირებს ცხოვრების ხარისხს. შფოთვითი აშლილობები შეიძლება ნებისმიერ ასაკში გვხვდებოდეს, მაგრამ ისინი ყველაზე ხშირად მოზარდობისა და ახალგაზრდობის ასაკში ვითარდება, ქალებში უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებში. არსებობს შფოთვითი აშლილობების რამდენიმე ტიპი:
- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანი მუდმივად მომატებული შფოთვის მდგომარეობაშია ყოველგვარი ლოგიკური მიზეზის გარეშე.
- სოციალური შფოთვითი აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანი განიცდის პარალიზებულ შიშს სხვა ადამიანებთან ნებისმიერი კონტაქტის მიმართ, ეშინია მათგან დაგმობისა და დამცირების მიღების.
- პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, რომელიც დაკავშირებულია გარკვეული რთული სიტუაციებისა და გამოცდილების შედეგად მიღებულ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან - ომი, სტიქიური უბედურება, დამნაშავეს თავდასხმა და ა.შ.
- ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, რომლის დროსაც, შფოთვის ფარულ განცდასთან გასამკლავებლად, ადამიანი განმეორებით ასრულებს გარკვეულ რიტუალებს (ხელების დაბანა, გაზის გამორთვის შემოწმება და ა.შ.) და ებრძვის ობსესიურ, შფოთვით ფიქრებს.
- პანიკური აშლილობა, რომელიც დაკავშირებულია პანიკის შეტევებთან - უკონტროლო საშინელების უეცარი შეტევები და მოსალოდნელი საფრთხის განცდა.