ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რა ასაკში იწყებს სხეული ინტენსიურ დაბერებას
რომ ეს ასე არ არის. არსებობს კრიტიკული წერტილი, როდესაც ყველაფერი მკვეთრად იცვლება.
ბავშვობასა და მოზარდობაში სხეული აქტიურად ვითარდება, ახალგაზრდობაში ის კარგად შეზეთილი, ახალი მანქანასავით მუშაობს, მაგრამ გარკვეული ასაკის შემდეგ, სხეულის ცვეთა მკვეთრად ჩქარდება. ახალმა კვლევამ გამოავლინა თუ რომელია გარდამტეხი წერტილი. და ეს დაახლოებით 50 წელი აღმოჩნდა. სწორედ ამ ეტაპის შემდეგ იწყება ორგანიზმში სწრაფი ცვლილებები.
რა ხდება ორგანიზმში 50 წლის ასაკში
ქსოვილების შემადგენელი ცილები ხელახლა აღდგება და ზოგიერთი ორგანო შედარებით უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე სხვები. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით დაუცველია სისხლძარღვები, პანკრეასი და ელენთა.
ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებმა შეისწავლეს, თუ როგორ იცვლება ცილების შემადგენლობა სხვადასხვა ასაკის (14-დან 68 წლამდე) ადამიანების გულში, ღვიძლში, ფილტვებში, კანში, კუნთებსა და სხვა ორგანოებში.
აღმოჩნდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება 45-დან 55 წლამდე ასაკში - ამ პერიოდში სხეულის მრავალი სისტემა იწყებს უარესად ფუნქციონირებას.
სისხლძარღვები ყველაზე სწრაფად ცვდება — განსაკუთრებით აორტა, სხეულის მთავარი არტერია. ამით აიხსნება, თუ მკვეთრად რატომ იზრდება ინფარქტისა და ინსულტების რისკი 50 წლის შემდეგ ასაკის პირებში. პანკრეასიც იწყებს უარეს ფუნქციონირებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის პრობლემები. ელენთა, იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი, სუსტდება და ორგანიზმი უფრო მგრძნობიარე ხდება ინფექციების მიმართ.
მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: მათ თაგვებიდან აიღეს ცილა, რომელიც დაკავშირებულია აორტის დაბერებასთან და ახალგაზრდა ცხოველებში შეიყვანეს.
მალე ექსპერიმენტულმა ცხოველებმა აჩვენეს ფიზიკური ამტანობის შემცირება:
- დაქვეითდა მოჭიდების ძალა,
- გამძლეობა,
- კოორდინაცია და წონასწორობის დაცვის უნარი,
- ასევე გამოვლინდა სისხლძარღვთა დაბერების ნიშნები.
Nature Aging-ში გამოქვეყნებულმა ადრინდელმა კვლევამ დაბერების კიდევ ორი პიკი აღმოაჩინა: 44 და 60 წლის ასაკში. თუმცა, ახალი შედეგი მიუთითებს, რომ ადამიანის დაბერება რთული, ეტაპობრივი პროცესია, რომელიც გავლენას ახდენს მრავალ სისტემაზე. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ იმის გაგება, თუ როგორ მოქმედებს დაბერება სხეულის კონკრეტულ ნაწილებზე კონკრეტულ დროს, ხელს შეუწყობს დაბერების მექანიზმებისა გარკვევას. „ეს აღმოჩენები პირველი ნაბიჯია იმ მეთოდებისკენ, რომლებიც დაეხმარება ადამიანებს უფრო ნელა დაბერებაში, რათა უფრო დიდხანს შეინარჩუნონ ჯანმრთელობა“, - ამბობენ მეცნიერები.