"ჩემთვის უდიდესი პატივია, ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი და მსოფლიოს მერვე ადგილზე მყოფი საავადმყოფოს თანამშრომელი ვიყო" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ჩემთვის უდიდესი პატივია, ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი და მსოფლიოს მერვე ადგილზე მყოფი საავადმყოფოს თანამშრომელი ვიყო"

პაციენტს სრულად ჩაუნერგეს ხელოვნური გული — ადამიანის გულის გარეშე, ცოცხალი გულის ფუნქციის მქონე მექანიზმი" - ამ ინფორმაციამ რამდენიმე კვირის წინ საერთაშორისო მედია მოიცვა...

ქეთი ლევიშვილი უკვე 13 წელია ისრაელის ამ საავადმყოფოში მოღვაწეობს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდია და მსოფლიოში მერვე ადგილზეა სიდიდით. სამედიცინო ცენტრი წელიწადში ორ მილიონ პაციენტს იღებს, მათ შორის მსოფლიო შოუბიზნესის ვარსკვლავებს, აფრიკის ქვეყნის პრინცებს, მსოფლიო რანგის პოლიტიკოსებს...

ქეთი ლევიშვილი:

- 2010-ის დეკემბერში ჩამოვედი ისრაელში რეპატრიაციით, შებას სამედიცინო ცენტრში 2012 წელსვე დავიწყე მუშაობა. ცამეტი საამაყო წელიწადი აქ გავატარე. თავიდან სამედიცინო ტურიზმში ვმუშაობდი, 5 წლის წინ ონკოლოგიური პაციენტების რეპროდუქციის შენახვის ცენტრში გადავედი.

- საქართველოში დაიბადეთ და აღიზარდეთ, რა პროფესიის ბრძანდებით?

- დავიბადე რუსთავში 1986 წელს, დავათავრე რუსთავის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, სწავლა გავაგრძელე თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ბიოფიზიკის ფაკულტეტზე, დავამთავრე ბაკალავრიატი. მადლობა ჩემს უსაყვარლეს დედას რომ მირჩია ბიოფიზიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ჩემი წარმატება ჩემი მშობლების დამსახურებაა. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელიც გვერდში მიდგას და ამაყობს ჩემით, ის ქართველი ებრაელია. გვყავს სამი შვილი - მია, ნინი და ლიზა.

- თბილისიდან როდის წახვედით?

- სტუდენტობის დროს თბილისის ებრაულ ორგანიზაციაში ვმუშაობდი. შემდეგ გადავწვყვიტე ისრაელში წამოვსულიყავი სასწავლებლად. ჩავირიცხე იერუსალიმის ღია უნივერსიტეტში ბიზნეს მენეჯმენტის ერთწლიან კურსზე. დამთავრებისთანავე დავბრუნდი საქართველოში და მოკლე პერიოდი ბანკში ვიმუშავე. თუმცა მაშინ მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო და ძალიან მინდოდა საავადმყოფოში მემუშავა. რამდენიმე წლის მერე გადავწვიტე რეპატრიაცია გამეკეთებინა, მაშინ აქ ჩემი ორი ძმა ცხოვრობდა. ჩავირიცხე იერუსალიმში აკადემიური ივრითის სწავლის კოლეჯში, რომელიც წარმატებულად დავასრულე... ერთ დღესაც ჩემი ძმის მეუღლემ მითხრა, შებაში, სამედიცინო ტურიზმში თანამშრომელს ეძებენ, იქნებ გასაუბრებაზე მისვლა გეცადაო.

სულ წელიწადნახევრის ჩამოსული ვიყავი, მაგრამ მიანც გავბედე მისვლა. მაშინვე მიმიღეს, დღემდე ძალინ მადლობელი ვარ ჩემი ყოფილი უფროსის. ასე დაიწყო ჩემი გზა მსოფლიოს მოწინავე საავადმყოფოში.. სამედიცინო ტურიზმში მყავდა ძალიან ბევრი ცნობილი პაციენტი მთელი მსოფლიოდან, მინისტრები, აფრიკის პრინცები, ყოფილი საპჭოთა კავშირიდან უამრავი ცნობილი და ჩვეულებრივი ადამიანები, რადგან მათ ქვეყანაში მედიცინა არ იყო შესაფერისი. ჩვენი ლამაზი საქართველოდანაც მყავდა არაერთი პაციენტი. ჩემი როგორც სამედიცინო კოორდინატორის მოვალეობა იყო მათი სამედიცინო საქმის კოორდინება. ექიმები, გამოკვლევები, ანალიზები ოპერაცია... ეს იყო შესაძლებლობა, რომ წარმედგინა ისრაელის უმაღლესი დონის მედიცინა და შანსი, დავხმარებოდი დაავადებულ ადამიანებს. ჩვენთან არის ძალიან მაღალი დონის ტექნოლოგიები, უძლიერესი ექიმები და მედპერსონალი...

- პალესტინიდანაც იყვნენ პაციენტები?

- პალესტინიდან ძირითდად ბავშვები გვყავდა რთული დაავადებებით, რომლებსაც ზურგის ტვინის გადანერგვა ჭირდებათ. მე ვკოორდინირებდი: კარგიოლოგიურ, ნევროლოგიურ, მკერდის კობოს და სისხლის კობოს პაციენტებს... დღეს დილასაც მივწერე შების პალესტინის კოორდინატორს ხუთშაბათს გავუკეთოთ ოპერაცია ხუთი წლის, გენეტიკურად დაავადებულ გოგონას, რომელსაც ზურგის ტვინის გადანერგვა სჭირდება. ის პალესტინელია. 7.10.23 ის მერე ღაზიდან დაიკეტა პაციენტების შემოშვება, მაგრამ ღაზის გარდა კიდევ ბევრი ტერიტორიებია პალესტინის, რომლის მოსახლეობასაც დღემდე ვმკურნალობთ...

- როგორც ვიცი, რთული დაავადებები დაამარცხეს თქვენი ოჯახის წევრებმა...

- დიახ, მეც მომოწია ჩემი ახლობლებზე ზრუნვა შებაში... მამას რამდენიმე წლის წინ ვოკალური იოგების კიბო დაემართა. საქართველოში არასწორი დასხივების პროტოკოლის გამო სიმსივნე დაუბრუნდა და რთული ოპერაცია დასჭირდა. რა თქმა უნდა, ძალიან ვთხოვე, ჩამოსულიყო ისრაელში და აქ გაეკეთებინა ოპერაცია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დღეს მამა 82 წლის ხდება და ჯანმრთელადაა. მადლობა ჩემს შებას! შემდეგ ჩემს ძმას დაუდგინდა თირკმლის სიმსიმნე და კვლავ რთული გადაწყვეტილების წინაშე დავდექით. გადავწყვიტეთ და აქ მაღალი ტექნოლოგიის რობოტი ქირურგის მიერ, ურო-ონკოლოგიის მთავარი ექიმის ხელძღვანელობით ხუთსაათინი ოპერაცია ჩაუტარდა და კვლავ წარმატებულად დამთავრდა. როდესაც ჩემს ახლობლებს სჭირდება დახმარება, უდიდესს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, გარდა იმისა რომ ვღელავ მათზე. თუმცა იმდენად მჯერა და მწამს ჩემი სამსახურის, რომ უბრალოდ ვენდობი და ვანდობ ჩემი უსაყვარლესი ადამიანების ჯანმრთელობას. განსაკუთრებით რთულია, როცა საოპერაციოში შეყავთ საწოლზე, მაგრამ მიხარია პროფესიონალების დიდი იმედი რომ მაქვს. უდიდესი ბედნიერებაა, როცა წარმატებულად სრულდება გამოჯანმრთელების გრძელი და რთული გზა. 2022 წლის მონაცემებით შება წელიწადში ორ მილიონზე მეტ პაციენტს იღებს, მათ შორის ორასი ათასს - სასწრაფო განყოფილებაში.

- საერთაშორისო მედია მოიცვა ახლახანს ჩატარებულმა უნიკალურმა ოპერაციამ...

- დიახ, შებას სამედიცინო ცენტრში საინტერესო ოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც სრული ხელოვნური გული - მსოფლიოში ყველაზე მოწინავე Aესონ-ის გული, რომელიც ფრანგული კომპანია CARMAT-ის მიერ არის წარმოებული - 50 წლის მამაკაცის სხეულში ჩაუნერგეს. მას გულის მძიმე უკმარისობა ჰქონდა. გული ხელოვნურით ჩაანაცვლეს, რაც პაციენტს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს და მის მდგომარეობას გააუმჯობესებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 6-12 თვის განმავლობაში ის ახალ გულს მიიღებს. ისრაელში გულის უკმარისობის დაახლოებით 180,000 პაციენტია. მსოფლიოში გულის უკმარისობით დაავადებული ადამიანების მაჩვენებელი დაახლოებით 1%-2%-ია, ანუ დაახლოებით 80-160 მილიონი პაციენტია. გულის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომები, მათ შორის ქოშინი (განსაკუთრებით წოლის დროს), დაღლილობა, ხიხინი ან ხველა, დაბნეულობა, თავბრუსხვევა და ფეხებსა და კოჭებში შეშუპება. მძიმე გულის უკმარისობის შემთხვევებში, რომლის კონტროლიც სხვადასხვა მკურნალობის მეთოდით შეუძლებელია, განიხილება გულის გადანერგვა. ხელოვნური გული დროს, იმედსა და შანსს იძლევა - სანამ ადამიანის გულის დონორი არ მოიძებნება. ეს არის შთამბეჭდავი მაგალითი იმისა, თუ როგორ აცოცხლებს შება ადამიანებს, მაშინაც კი, როცა ყველაფერი დაკარგული ჩანს.

klinika-israeli-1754558990.jpeg

ამ კლინიკაში ჩატარდა ხელოვნური გულის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია

- ხუთი წელია იქ მუშაობთ, სადაც ჩატარებული ოპერაციებით შება მსოფლიოში პირველ ადგილზეა...

- დაახლოებით ხუთი წლის წინ პაციენტთან ერთად შევედი გინეკოლოგთან, იქ შევხვდი პირველად ჩემს ეხლანდელ უფროსს, პროფესორ, მართლაც გენიოსს - დრორ მეიროვს. მან შემომთავაზა თავისთან გადასვლა, რასაც მაშინვე დავთანხმდი. რეპროდუქციის შენახვის (fertility preservation) ესე ქვია ჩვენს განყოფილებას. ჩვენ ვუკეთებთ ოპერაციებს 1-40 წლამდე პაციენტებს, რომლებმაც უნდა გაიარონ რთული აგრესიული ქიმიოთერაპია. ქიმიპთერაპია კლავს ყველაფერს, რაც სწრაფად მრავლება ორგანიზმში: კიბოს, თმის უჯრედებს, და ასე შემდეგ... ჩვენ საკვერცხის ლაპოროსკოპიას ვაკეთებთ მკურნალობის წინ. ვჭრით 1 სმ ზომის ნაჭრებს და ვყინავთ ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში. ოპერაცია ოთხმოცდაათიანი წლებიდან ჩემმა უფროსმა გამოიგონა, დღემდე დაახლოებით 900 ოპერაცია აქვს გაკეთებული. დღეს მისი დამსახურებით მთელ მსოფლიოი კეთდება მსგავსი ოპერაციები. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ავლდებულებს ყველა ონკოლოგს, ჩვენს კლინიკაში კონსულტაციას.

როდესაც პაციენტი გამოჯანმრთელდება და მოუნდება დაფეხმძიმება, ის ბრუნდება ჩვენთან. მაშინ როცა საკვერცხის კვეთას ვახდინთ, პაციენტი ონკოლოგიურია, ამიტომ ვალდებულები ვართ შევამოწმოთ საკვერცხე კიბოს უჯრედების არსებობაზე. მაღალი რისკის ონკოლოგიის შემთხვევაში ჩვენ ვირთხებს ვუნერგავთ პატარა საკვერცხის ნაწილს და ვაკვირდებით 6 თვის მანძილზე. შემდეგ ვანხორციელებთ პათოლოგიურ და მოლეკულრულ კვლევებს რათა დავადგინოთ, რომ საკვერცხეში კიბოს უჯრედები არ არსებობდეს. თუ ყველა ანალიზი სუფთაა, პაციენტს უკეთდება მისივე საკვერცხის გადანერგვა და დაახლოებით 2-4 თვის შემდეგ აბსოლუტურად კლიმაქსურ პაციენტს უბრუნდება თვიური და 50 % პაციენტებს - რეპროდუქცია.

მსგავსი ოპერაცია 60 პაციენტს ჩაუტარდა შებაში და უკვე 40 ბავშვია დაბადებული. შება მსოფლიოში პირველ ადგილზეა მსგავსი ოპერაციების რაოდენობით. გარდა საკვერცხეზე ოპერაცისაა, ასევე ვაკეთებთ კვერცხუჯრედის გაყინვის პროცედურას ქიმიოთერაპიის დაწყებამდე. ჩვენ განყოფილებას "იმედის ოთახს &ქუოტ; ვეძახით, რადგან პაციენტებს რთული ონკოლოგიური დიაგნოზის მიღების შემდეგ მომავალზე ვესაუბრებით. რომ ისინი გამოჯანრთელდებიან და დავეხმარებით, ბავშვები ყავდეთ.. ჩემთვის შება მხოლოდ სამსახური არაა. ეს არის მისია დავეხმარო ადამიანებს და ასევე უზარმაზარი პატივი. უკვე 13 წელია ვარ ახლო აღმოსავლეთში ყვეალზე დიდი და მსოფლიოში მერვე ადგილზე მყოფი საავადმყოფოს თანაშრომელი. ჩემთვის ყოველი ახალი დღე შებაში ულევი სიამოვნებაა!

ავტორი: მანანა გაბრიჭიძე