როგორ მოქმედებს ხასიათი სპორტულ შესაძლებლობებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოქმედებს ხასიათი სპორტულ შესაძლებლობებზე

სისტემატური ვარჯიშის და მისგან რეალური სარგებლის მიღების გასაღები შეიძლება იყოს მარტივი წესი: აირჩიეთ ის, რაც მოგწონთ. ეს დაასკვნეს ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის მკვლევარებმა, რომლებმაც გაარკვიეს, თუ როგორ მოქმედებს პიროვნული თვისებები ფიზიკური აქტივობის აღქმასა და სტრესის დონეზე. ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალ Frontiers in Psychology-ში.

გუნდმა შეისწავლა, თუ როგორ უკავშირდება ხუთი დიდი (Big Five) პიროვნული თვისება - ექსტრავერსია, კეთილგანწყობა, კეთილსინდისიერება, ემოციური მობილურობა და გახსნილობა - სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობის სიამოვნებასთან და ფიტნესში პროგრესთან. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 132 ადამიანი სხვადასხვა დონის ვარჯიშით. ზოგიერთმა მათგანს დასრულებული ჰქონდა ველოტრენჟორისა და ძალისმიერი ვარჯიშების რვაკვირიანი პროგრამა, ხოლო მეორე ნაწილმა შექმნა საკონტროლო ჯგუფი.

ყველა მონაწილემ შეავსო ტესტების სერია ძალის, გამძლეობისა და სტრესის შესახებ და ასევე მიიღო მონაწილოება გამოკითხვაში დომინანტური პიროვნული თვისებების დასადგენად. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა პიროვნული ტიპის მქონე ადამიანები სინამდვილეში სიამოვნებას იღებენ სხვადასხვა ტიპის ვარჯიშით.

მაგალითად, ექსტროვერტები განსაკუთრებით აფასებენ მაღალი ინტენსივობის ვარჯიშებს, როგორიცაა ინტერვალური HIIT. შფოთვისაკენ მიდრეკილი ადამიანები ხანგრძლივ დატვირთვას მოკლე დატვირთვით აქტივობებს ამჯობინებენ და თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ, როდესაც არავინ აკონტროლებთ. მათ ასევე აჩვენეს სტრესის დონის ყველაზე მკვეთრი შემცირება ვარჯიშის შემდეგ, სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით.

„ჩვენ გვინდოდა გაგვერკვია, თუ რატომ უჭირს ბევრ ადამიანს ხანგრძლივად აქტიურად ყოფნა. შედეგებმა აჩვენა, რომ პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, შესაძლებელია ინდივიდუალურად შევარჩიოთ შესაფერისი დატვირთვა და ამით გავზარდოთ შანსი, რომ ადამიანი არ დანებდეს“, - განმარტა კვლევის წამყვანმა ავტორმა, დოქტორმა ფლამინია რონკამ.

ავტორები თვლიან, რომ ეს მონაცემები ხელს შეუწყობს პერსონალიზებული ფიტნეს პროგრამების შემუშავებას და ფიზიკურ აქტივობას უფრო მიმზიდველს გახდის სხვადასხვა ადამიანისთვის.

რა საფრთხეების შემცველია სიცხეში ვარჯიში

ასეთი ვარჯიშის დროს მნიშვნელოვანია რამდენიმე წესის დაცვა.

  • ცხელი ამინდი რეგულარულ ვარჯიშს გულისა და მთლიანად ორგანიზმისთვის სერიოზულ გამოცდას წარმოადგენს.

ცხელ ამინდში ვარჯიშის დროს ორგანიზმის ბუნებრივი გაგრილების სისტემა შეიძლება ვერ გაუმკლავდეს ამას. შინაგანი სითბო გროვდება, რაც ზრდის სითბური დარტყმის ალბათობას. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები კი ამ დროს რისკის ქვეშ არიან.

სიცხეში უმჯობესია დატვირთვის ინტენსივობა შეამციროთ ან ვარჯიში დღის უფრო გრილ მონაკვეთში - დილით ადრე ან 18:00 საათის შემდეგ გადადოთ. უნდა ივარჯიშოთ ნატურალური ქსოვილებისგან დამზადებულ მსუბუქ, „სუნთქვად“ ტანსაცმელში. სინთეტიკა, განსაკუთრებით შავი, აცხელებს სხეულს და არღვევს სითბოს გაცვლას.

რეკომენდებულია ვარჯიში ჩრდილში ან კარგად ვენტილირებად ოთახში. გარეთ ყოფნისას ნუ დაივიწყებთ ქუდსა და მზისგან დამცავ კრემს და ადგილმდებარეობის მიუხედავად, რეგულარულად დალიეთ ოთახის ტემპერატურის წყალი.