ბრიტანელ მამაკაცს სისხლის კიბოს გამო ოთხ ადგილას ხერხემლის მალის მოტეხილობა განუვითარდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრიტანელ მამაკაცს სისხლის კიბოს გამო ოთხ ადგილას ხერხემლის მალის მოტეხილობა განუვითარდა

გამოცემა Mirror წერს, რომ 62 წლის ბრიტანელ მამაკაცს, სახელად მარტ როუს, სისხლის კიბოს გამო ხერხემლის ოთხი მალის მოტეხილობა განივითარდა. ჰემფშირის (ინგლისი) საგრაფოს მკვიდრი დიაგნოზის დასმამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ზურგის ტკივილს და ფეხებში დაბუჟებას უჩიოდა.

„მეგონა, რომ ფეხები უბრალოდ გაყინული მქონდა, მაგრამ როდესაც ვეხებოდი, ვხვდებოდი, რომ თბილი იყო“, - იხსენებს როუ. მას ასევე ფეხებზე ზეწოლის შეგრძნება ჰქონდა ან ეჩვენებოდა, ტომ ლასტები ჰქონდა.

თავდაპირველად, მისმა ოჯახის ექიმმა მისი მდგომარეობა ვირუსულ დაავადებას მიაწერა. მამაკაცი ამ პასუხით არ დაკმაყოფილდა და დამატებითი სამედიცინო დახმარება მოითხოვა. მალე გაირკვა, რომ როუს განუკურნებელი დაავადება, სისხლის კიბო - მიელომა ჰქონდა. მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ მას არა მხოლოდ ხერხემლის მოტეხილობა ჰქონდა, არამედ მისი ერთ-ერთი მალა სრულიად „გაქრა“ და მამაკაცი დამბლის რისკის ქვეშ იმყოფებოდა. როუს სიმპტომები 2020 წლის აგვისტოში დაეწყო და ოქტომბერში მას ძვლის ტვინის ბიოფსია ჩაუტარდა, მკურნალობა კი 2021 წელს იყო დაგეგმილი. მას ხერხემლის მიდამოში შეშუპების შესამცირებლად სხივური თერაპია და ექვსთვიანი ქიმიოთერაპია ჩაუტარდა. ხერხემლის „სტაბილიზაციისთვის“ მას 14 კვირის განმავლობაში სპეციალური სახვევის ტარება დასჭირდა, ხოლო მისი მოხსნის შემდეგ, სიარული ხელახლა უნდა ესწავლა, რადგან სახვევის ტარების დროს კუნთების ტონუსი მნიშვნელოვნად დაუქვეითდა.

როუს ნოემბერში ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ჩაუტარდა და ოპერაციის შემდეგ მამაკაცმა ცხრა დღეში 10 კგ დაიკლო. მას განუვითარდა თრომბები და იმუნური სისტემა იმდენად დაუსუსტდა, რომ ოთხი ინფექციით: კორონავირუსით, რესპირატორული სინციტიური ვირუსით (სასუნთქი გზების ინფექცია) და გრიპის ორი სახეობით დასნებოვნებული საავადმყოფოში მოათავსეს:

როუ კვლავ იტარებს შემანარჩუნებელ თერაპიას, მაგრამ მისი დაავადება უკვე რემისიის სტადაიშია და იმედოვნებს, რომ 100 წლამდე იცოცხლებს. 2023 წელს ის დაქორწინდა და ამჟამად დუბაიში წასვლას გეგმავს, რათა იქ თავისი საყვარელი ადამიანის 40 წლის იუბილე აღნიშნოს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია ტეხასიდან (აშშ) 37 წლის შენის ჰარდის შემთხვევის შესახებ. 2023 წლის ნოემბერში ვაჟი გააჩინა და მან იმავე დღეს შეიტყო, რომ მკერდის კიბო ჰქონდა. დაავადების პირველი სიმპტომები ჰარდის შვიდი თვის ორსულობის დროს გამოვლინდა. მან შენიშნა, რომ მარჯვენა მკერდი შეხებისას მაგარი გახდა.