„სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოინგრა
არის მსხვერპლი - ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი დაშავდა და კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ასევე სასწრაფო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და საპოლიციო ძალების მობილიზება და ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.
მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური სამაშველო ღონისძიებები.