მეცნიერები მშობლებს მოუწოდებენ, არ მისცენ ორ წლამდე ბავშვებს ტკბილი იოგურტები და წვენები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერები მშობლებს მოუწოდებენ, არ მისცენ ორ წლამდე ბავშვებს ტკბილი იოგურტები და წვენები

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) სპეციალისტთა ჯგუფის სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში Journal of the Academy of Nutrition and Dietetics.

ავტორებმა გააანალიზეს ექვსიდან 23 თვემდე ასაკის 1000 ამერიკელი ბავშვის მონაცემები კვების შესახებ. ანალიზმა აჩვენა, რომ ექვსი თვიდან 11 თვემდე ასაკის ჩვილები იღებენ დაახლოებით 1 ჩაის კოვზ შაქარს დღეში, ხოლო ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ დაახლოებით ექვს ჩაის კოვზ შაქარს დღეში. შაქრის ძირითადი წყარო ტკბილი იოგურტები აღმოჩნდა, ხოლო ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვების რაციონში – ხილის ტკბილი სასმელები. რომ აღარაფერი ვთქვათ ნამცხვრებზე, კამფეტზე და სხვა ტკბილეულზე.

როგორც კვლევის წამყვანმა ავტორმა, კირსტენ ა.ჰერიკმა (Kirsten A. Herrick) აღნიშნა, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადრეულ ბავშვობაში კვების სტილი განსაზღვრავს კვების ჩვევებს და ცხოვრებისეულ უპირატესობებს. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ორ წელზე უფროსი ასაკის ბავშვების კვების რაციონში ჭარბი ტკბილეული ზრდის ასთმის, სიმსუქნის, კარიესის, მაღალი წნევის და სხვა დარღვევების რისკს.

"ჩვენმა კვლევამ, პირველმა შეისწავლა დამატებული შაქრის მოხმარების ტენდენციები ახალშობილებში და ჩვილებში. იგი ადასტურებს, რომ ჩვილებისა და პატარების უმეტესობა მოიხმარს დამატებულ შაქარს. ამას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, რადგან წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული კვების ჩვევები, აყალიბებს კვებით ჩვევებს მოგვიანებით ცხოვრებაში", - განმარტა წამყვანმა მკვლევარმა Kirsten A. Herrick. დოქტორმა ჰერიკმა აღნიშნა, „ორ წელზე უფროსი ასაკის ბავშვების კვების რაციონის წინა კვლევებმა შაქრის მოხმარება დაუკავშირა კარიესის, ასთმის, სიმსუქნის, არტერიულ წნევის განვითარებას და შეცვლილ ლიპიდურ პროფილს“.

  • ჯანდაცვის ორგანიზაციები აშშ-ში გამოსცემენ გაიდლაინებს, რომლებიც რეკომენდაციას უწევენ დამატებული შაქრის მიღების შეზღუდვას 9 ჩაის კოვზამდე ზრდასრული მამაკაცებისთვის და 6 ჩაის კოვზამდე ზრდასრული ქალებისა და 2-დან 19 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ამერიკის გულის ასოციაციამ უნდა გასცეს რეკომენდაცია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შაქრის მოხმარების თაობაზე, ასევე მოახდინოს ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და პროფესიონალების ინფორმირებულობა და მომავალი გაიდლაინებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება“, - დასძინა მან. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ დამატებული შაქრის დონე იმ საკვებში, რომელსაც ირჩევენ შვილებისთვის ბუნებრივი კვებიდან საერთო კვებაზე გადასვლისას, განაცხადა ექიმმა ჰერიკმა.

"რძეზე დაფუძნებული დიეტიდან (დედის რძე და ფორმულა) სუფრის საკვებზე გადასვლა გავლენას ახდენს კვებაზე, გემოვნების პრეფერენციებზე და კვების წესებზე. მეტი სამუშაოა საჭირო ამ კრიტიკული პერიოდის გასაგებად." ის დედებს ურჩევს ექიმებთან განიხილონ რომელი მყარი საკვების შეყვანა უნდა მოხდეს ძუძუთი კვების დროს და ყურადღება გაამახვილონ ეტიკეტზე მითითებულ “Nutrition Facts”-ზე. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა საფუძვლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად.