მკვლევარებმა გაარკვიეს, როგორ მოქმედებს მუსიკა ჩვენზე
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგთა და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოდგენილი იყო საერთაშორისო კონფერენციაზე ACM Multimedia 2019, რომელიც გაიმართა ნიცაში (საფრანგეთი).
მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტების სერია ასზე მეტი მოხალისის მონაწილეობით. ხალხი უსმენდა მეცნიერთა მიერ შერჩეულ მუსიკალურ ნაწყვეტებს და აკვირდებოდნენ, როგორ რეაგირებდა მათი სხეული ამა თუ იმ მუსიკაზე. შემდეგ, ხელოვნურმა ინტელექტმა, შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ააგო ალგორითმები, რომლებიც შესაძლებელს ხდის განისაზღვროს მუსიკალური ნაწარმოებების რომელ მახასიათებლებზე რეაგირებენ ადამიანები ყველაზე მეტად.
საერთო ჯამში, ტესტირება მოხდა 74 მახასიათებლის შესახებ. მაგალითად, ერთ-ერთ ექსპერიმენტში 40 მოხალისემ მოისმინა სევდიანი და მხიარული მუსიკალური ნაწყვეტები MRI სკანერში ყოფნისას, რაც მკვლევარებს საშუალებას აძლევდა რეალურ დროში დაენახათ ტვინის რომელი ნაწილები გააქტიურდა მუსიკის მოსმენის პასუხად. სხვა ექსპერიმენტში, 60 ადამიანი უსმენდა სხვადასხვა ტიპის მუსიკას ყურსასმენებით, ხოლო მოწყობილობები აღრიცხავდნენ ცვლილებებს გულისცემის სიხშირესა და კანის გამტარებლობაში.
ამ ექსპერიმენტის მონაწილეებმა ასევე შეაფასეს 1-დან 10-მდე სკალაზე მათი ემოციების ინტენსივობა კონკრეტული ნაწყვეტის მოსმენისას და ასევე მიუთითეს ამ გრძნობების ბუნება - მეტი სევდა განიცადეს თუ სიხარული. შედეგად, მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მუსიკას აქვს ყველაზე ძლიერი გავლენა თავის ტვინის ქერქის ორ უბანზე. ტვინის ეს უბნები განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა ისეთი მახასიათებლების საპასუხოდ, როგორიცაა რიტმის სიძლიერე და სისუფთავე (მაგალითად, ლედი გაგას მიერ შესრულებული ძალიან რიტმული კომპოზიციის "Bad Romance" საპასუხოდ, ტვინის ერთერთი უბანი "ანთებს და ფეთქავს, როგორც ნაძვის ხე", აღნიშნავენ მკვლევარები).
ტვინის უბნები ასევე აქტიურდება მუსიკალური პასაჟის დინამიკის ცვლილებისას - ხმა, რიტმი, ტემბრის ცვლილება ან ახალი ინსტრუმენტების ჩართვა.
ანუ, თუ ნაწარმოები ძალიან ხმამაღალია, მას არ აქვს ისეთი ძლიერი გავლენა მსმენელზე, როგორც ისეთს, რომელშიც ხმის ძალა მუდმივად იცვლება, - განმარტეს კვლევის ავტორებმა. მაგალითად, მათ მოჰყავთ ძალიან ხმამაღალი როკი ბლექ მეტალის სტილში და ნირვანას კომპოზიცია "Smells Like Teen Spirit", რომელშიც მუდმივი გადასვლებია მშვიდი ნაწილიდან უფრო ხმამაღალზე და პირიქით.
- მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კანის ელექტრული გამტარობის მატება და საოფლე ჯირკვლების გააქტიურება დაკავშირებულია მუსიკალურ კომპოზიციაში ახალი ინსტრუმენტების შემოყვანასთან და მუსიკალური კრესჩენდოს დაწყებასთან.
- უფრო მეტიც, რაც უფრო მეტი ინსტრუმენტია ჩართული ნაწარმოების შესრულებაში, მით უფრო ძლიერია მსმენელის რეაქცია.
მიღებული შედეგების საფუძველზე, მომავალში, მეცნიერები გეგმავენ შეიმუშაონ რეკომენდაციები მუსიკის გამოყენების შესახებ დეპრესიისა და გაზრდილი შფოთვის სამკურნალოდ, ქრონიკული ტკივილის, სხვადასხვა სერიოზული დაავადებების და დემენციის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.