3 საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელიც ნაადრევად გვაბერებს
1. პლასტმასის ჭურჭელი და კონტეინერები
პლასტმასის ნივთებმა, განსაკუთრებით ისეთმა, რასაც ვიყენებთ საკვების შესანახად ან სადილის გასაცხელებლად, შეიძლება გამოყოს მავნე ქიმიკატები. გაცხელების ან ხანგრძლივი გამოყენებისას, პლასტმასმა შეიძლება გამოყოს ბისფენოლ A (BPA) და ფტალატები, ნივთიერებები, რომლებიც არღვევენ ჰორმონალურ ბალანსს და ხელს უწყობენ ქრონიკული დაავადებების განვითარებას. ეს ქიმიკატები ასევე დაკავშირებულია კანისა და შინაგანი ორგანოების დაჩქარებულ დაბერებასთან.
პლასტმასის ჭურჭელი და კონტეინერები შეცვალეთ მინის, კერამიკული ან ლითონის ჭურჭლით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავი აარიდოთ პლასტმასის გამოყენებას მიკროტალღურ ღუმელში საკვების გაცხელებისას.
2. სურნელოვანი სანთლები და ჰაერის გამწმენდები
ბევრი სურნელოვანი სანთელი და ჰაერის გამწმენდი შეიცავს სინთეზურ არომატებს და ქიმიკატებს, როგორიცაა ფორმალდეჰიდი და ბენზოლი. წვის ან აორთქლებისას, მათ შეუძლიათ გამოყონ ტოქსიკური ნაერთები, რომლებიც შესუნთქვისას უარყოფითად მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე და ზოგად ჯანმრთელობაზე. ამ ნივთიერებების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება დააჩქაროს დაბერების პროცესი და გაზარდოს სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკი. აირჩიეთ ბუნებრივი არომატიზატორები, როგორიცაა ეთერზეთები და გაანიავეთ ოთახი სუფთა ჰაერის შესანარჩუნებლად ქიმიკატების გამოყენების გარეშე.
3. ძველი ლეიბები და ბალიშები
დროთა განმავლობაში ლეიბებსა და ბალიშებში გროვდება მტვერი, ტკიპები და სხვა ალერგენები, რომლებმაც ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს ანთება. გარდა ამისა, საძინებლის გაცვეთილი ნივთები კარგავს საკუთარ თვისებებს, სიმყარეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტანდეგობის დარღვევა და ძილის ხარისხის გაუარესება. არასაკმარისი დასვენება და ქრონიკული ანთება ხელს უწყობს ორგანიზმის დაჩქარებულ დაბერებას.
ლეიბები და ბალიშები რეგულარულად შეცვალეთ მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად (ჩვეულებრივ, ყოველ 7-10 წელიწადში ლეიბებისთვის და ყოველ 1-2 წელიწადში ბალიშებისთვის). გამოიყენეთ დამცავი გადასაფარებლები და რეგულარულად გარეცხეთ თეთრეული, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ალერგენების დაგროვება.
რა პერიოდულობით და სიხშირით უნდა გავრეცხოთ საძინებელი თეთრეული
ვინაიდან საძინებლის თეთრეული მუდმივად კანთან და თმასთან კონტაქტშია, ბალიშისპირები, საბნის პირები და ზეწრები ძალიან სწრაფად ბინძურდება. ჰიგიენის წესების თანახმად, საძინებელი კომპლექტი კვირაში ერთხელ უნდა შეცვალოთ და არ დაელოდოთ ქსოვილზე ჭუჭყის აშკარა ნიშნების გაჩენას. ბალიშისპირის შეცვლა მიზანშეწონილია ყოველ ორ დღეში ერთხელ ან კვირაში ორჯერ მაინც.
რეცხვისთვის მომზადება
იმისათვის, რომ თეთრეულის მოვლის შედეგი სასიამოვნო იყოს და კომპლექტი გარეცხვის შემდეგ ახალივით იყოს, უნდა დაიცვათ რეცხვის მარტივი წესები.
- თეთრეულის ფერისა და ქსოვილის ტიპის მიხედვით დახარისხება
ფერადი და თეთრი თეთრეულის ერთდროულად ჩადება სარეცხ მანქანაში არ შეიძლება. თეთრეული და სხვა ნივთები ცალ-ცალკე ირეცხება. სხვადასხვა მასალის კომპლექტები სარეცხი მანქანის დოლურაში არ უნდა ჩადოთ: ისინი ცალ-ცალკე ირეცხება. სინთეტიკა სინთეტიკასთან ერთად, ბამბის ქსოვილი ბამბასთან და ა.შ.
- მასალის მიხედვით დახარისხება გარკვეული მიზეზის გამო ხდება. ქსოვილის თითოეული ტიპი განკუთვნილია გარკვეული ტემპერატურისა და რეცხვის ხანგრძლივობისთვის. სხვადასხვა სტრუქტურისა და ძაფების შემადგენლობის მქონე მასალები იწურება დოლურას ბრუნვის გარკვეული სიჩქარით, რის გამოც თანამედროვე ტექნიკა ათობით რეჟიმს ითვალისწინებს.
- დელიკატური ქსოვილები მინიმალურ ტემპერატურაზე მუშავდება. სასურველია ამის გაკეთება ხელით. სელი და ბამბა ამ მხრივ უფრო გამძლეა: ზოგიერთ შემთხვევაში რეკომენდებულია 90 გრადუსიანი რეჟიმი. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ თეთრ თეთრეულს ეხება.