რევმატოლოგ ლაშა უშვერიძის რჩევები - ოსტეოართრიტის საწყისი ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი გვრჩება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რევმატოლოგ ლაშა უშვერიძის რჩევები - ოსტეოართრიტის საწყისი ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი გვრჩება

ოსტეოართრიტი- სახსრების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა საქართველოში. ქრონიკული, დეგენერაციული ცვლილება, რომელიც ადამიანების უმრავლესობას ფიზიკურ აქტივობას, თავისუფლად მოძრაობის შესაძლებლობას და ,საბოლოო ჯამში, ცხოვრების ხარისხს ართმევს.

დიაგნოზი ხშირია ზრდასრული ასაკის ადამიანებში, მისი საწყისი ნიშნები კი უმეტესად შეუმჩნეველი. როგორ ამოვიცნოთ დაავადება დროულად, როდის მივმართოთ ექიმს და როგორ ვიცხოვროთ ოსტეოართრიტით ისე, რომ ამან გავლენა არ იქონიოს ცხოვრების ხარისხზე — რეკომენდაციებს თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალის რევმატოლოგი, რევმატოლოგი ლაშა უშვერიძე გვიზიარებს .

ოსტეოართრიტი არ ვლინდება მოულოდნელი სიმპტომებითის შეუმჩნევლად იწყება. ტკივილი, რომელსაც თითქოს 'ჩვეულებრივ გადაღლილობას' ვაბრალებთ, ხრაშუნის შეგრძნება სახსარში, მცირე შეფერხებები მოძრაობისასეს ყველაფერი ხშირად ყურადღების მიღმა რჩება, თუმცა სწორედ აქედან იწყება დიაგნოზიდან გამომდინარე გამოწვევები.“

რა არის ოსტეოართრიტი და რით განსხვავდება ის სხვა სახის ართრიტებისგან?

ოსტეოართრიტი, იგივე ოსტეოართროზი, წარმოადგენს სახსრების ქრონიკულ, ნელაპროგრესირებად, დეგენერაციულ დაავადებას. ამ დროს მიმდინარეობს სახსრის ხრტილის დესტრუქცია, ძვლოვანი სტრუქტურების ცვლილება და შესაძლოა ლოკალური ანთების ფონზე წარმოიშვას ძვლოვანი წანაზარდები – ე.წ. ოსტეოფიტები.

სხვა ტიპის ართრიტებისგან განსხვავებთ ოსტეოართრიტის დროს ანთებითი კომპონენტი მინიმალური და ლოკალურია, შესაბამისად ამ დროს არ გვაქვს სისტემური ანთებითი დაავადების ნიშნები, როგორიცაა: ტემპერატურის მატება, სხვადასხვა შინაგანი ორგანოს დაზიანება და ა.შ. ასევე, სხვა ართრიტებისგან განსხვავებით ნაკლებ გამოხატულია სახსრების გაწითლება, შეშუპება და გაცხელება.

unknown-8-1749550985.jpg

რომელია ოსტეოართრიტის ყველაზე ხშირი სიმპტომები და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ოსტეოართრიტის ყველაზე ხშირი სიმპტომებია ტკივილი სახსრებში, რომელიც მატულობს დატვირთვისას და მცირდება მოსვენებულ მდგომარეობაში. ეს ჩივილი ძირითადად დღის მეორე ნახევარში ვლინდება , რაც პირდაპირ კავშირშია დატვირთვასთან.აგრეთვე დამახასიათებელია სტარტული ხასიათის ტკივილი.პაციენტს უჭირს პირველი მოძრაობების შესრულება, სკამიდან ან საწოლიდან წამოდგომა, პირველი ნაბიჯები არის საკმაოდ მტკივნეული, შემდგომ კი ტკივილები იკლებს.ასევე საკმაოდ ხშირი სიმპტომია კრეპიტაცია,ანუ ხრაშუნის შეგრძნება სახსარში. ამ დროსპაციენტს შეზღუდული აქვს სახსრის გაშლა და მოხრა. თუ ეს სიმპტომები გრძელდება რამოდენიმე დღე,ან ქრონიკულად, ექიმთან ვიზიტი ცალსახად რეკომენდირებულია.

რომელ სახსრებზე მოქმედებს ყველაზე ხშირად და ვინ არის რისკის ქვეშ?

ოსტეოართრიტის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება - მუხლის, მენჯ-ბარძაყის,მტევნის წვრილი სახსრები და ხერხემალი.

რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან პაციენტები 55 წლის ზემოთ. სხვა რისკფაქტორია:ჭარბი წონა, გენეტიკური წინასწარგანწყობა, უმოძრაო ცხოვრების წესი, ან, საპირისპიროდ -მძიმე ფიზიკური დატვირთვა მაგალითად სპორტსმენების შემთხვევაში.

აგრეთვე თანმხლები დაავადებების ჩამონათვალს შორის არის შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, აკრომეგალია, ჰემოფილია , ფონ ვილებრანდის დაავადება და სხვა.

შეიძლება თუ არა ოსტეოართრიტის სიმპტომების მართვაა ?

დროული დიაგნოსიტრების და სწორი მართვის შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შენელება ან ხანგრძლივი რემისიის მიღწევა, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ.ამისთვის თოდუას კლინიკაში ყველანაირი სერვისი ხელმისაწვდომია.

როგორია დაავადების მართვის თანამედროვე მეთოდები, დიაგნოსტირება საქართველოში ?

ოსტეოართრიტის დიაგნოსტირება, როგორც წესი, არ უკავშირდება სირთულეებს. საჭიროების შემთხვევაში ფიზიკალური გამოკვლევის შემდეგ, შესაძლებელია გამოყენებული იქნას სახსრების ულტრასონოგრაფია, რენტგენოგრაფია ან მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. ოსტეოართრიტის დროს ლაბორატორიული მაჩვენებლები, როგორც წესი ნორმის ფარგლებშია და გამოიყენება მხოლოდ დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის.

დაავადების მართვა გულისხმობს ზომიერ ფიზიკურ აქტივობას, წონის კორექციას, მედიკამენტოზურ მკურნალობას და, დამხმარედ, ფიზიოთერაპიულ პროცედურებს.

რამდენად ეფექტიანია დიეტა და ფიზიკური ვარჯიში ოსტეოართრიტის პროფილაქტიკისა და მკურნალობის დროს?

ოსტეოართრიტის პროფილაქტიკასა და მკურნალობისთვის წონის კლება და სწორი ფიზიკური აქტივობა ამ დაავადების მართვის ქვაკუთხედია. მათ გარეშე ოსტეოართრიტის სრულფასოვანი მკურნალობა შეუძლებელია და მხოლოდ დროებით ხასიათს ატარებს.

unknown-12-1749551136.jpg

შეიძლება თუ არა გარკვეული მედიკამენტების ხანგრძლივმა გამოყენებამ ზიანი მიაყენოს ორგანიზმს?

ხშირად პაციენტები თვითნებურად ან არაკვალიფიციური პირების რჩევით იღებენ ტკივილგამაყუჩებლებს. მათი არასწორად და ხანგრძლივად მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს: თირკმლის და ღვიძლისუკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი და რაც ყველაზე ხშირია სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი ხშირ შემთხვევაში შესაძლოა გამოუსწორებელიშედეგის მომტანი გახდეს.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ყოველდღიური ცხოვრების მართვისთვისროგორ ვიცხოვროთ ოსტეოართრიტით?

რევმატოლოგთან დროული ვიზიტი დაგვეხმარება დიაგნოზის დასმაში დასწორი მკურნალობისდაგეგმვაში.ჯანსაღი ცხოვრების წესი,კერძოდ,- ბალანსირებული კვება, წონის კორექცია და ფიზიკური აქტივობა უნდა გახდესყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. თოდუას კლინიკაში ოსტეოართრიტის თანამედროვე დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის პაციენტებისთვის ყველა საჭირო სერვისის მიღება შესაძლებელია.

R