როგორია ინსულტის შემდეგ დეპრესიასთან გამკლავების მარტივი გზა
- ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ ინსულტი და განიცდიან დეპრესიას ან შფოთვას, მნიშვნელოვნად უმჯობესდება ფსიქიკური მდგომარეობა სასაუბრო თერაპიის კურსის გავლის შემდეგ. ეფექტი განსაკუთრებით მაღალია მათში, ვინც მკურნალობა დაიწყო ინსულტის გადატანის შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში. ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Mental Health (NMH).
კვლევამ გააანალიზა თითქმის 1,9 მილიონი პაციენტის მონაცემები, რომლებიც მკურნალობდნენ ინგლისში NHS Talking Therapies-ის სახელმწიფო პროგრამაში 2012 წლიდან 2019 წლამდე. მათ შორის 7,597 ადამიანს ჰქონდა ინსულტი. მათგან 70%-ზე მეტმა აჩვენა სიმპტომების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ხოლო 49% მთლიანად გამოჯანმრთელდა დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობებისგან.
ავტორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინსულტის გადატანის შემდეგ ადამიანებს აქვთ ოდნავ უარესი მკურნალობისშედეგები, ვიდრე სხვა პაციენტებს. განსხვავება ქრება, თუ მხედველობაში მიღებული იქნება თანმხლები დაავადებების არსებობა. ესნიშნავს, რომ სასაუბრო თერაპია ზოგადად ეფექტურია, მაგრამ შეიძლება საჭირო გახდეს ამ ჯგუფისთვის (ინსულტგადატანილებისთვის)დახვეწა.
„ჩვენი შედეგები ადასტურებს, რომ სასაუბრო თერაპია ეხმარება ინსულტის გადატანის შემდეგ ადამიანებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ აღნიშნული მკურნალბა ადრე იქნა დაწყებული“, - თქვა წამყვანმა ავტორმა დოქტორ ჯეი ვონ სუჰმა.
მისმა კოლეგამ, პროფესორმა ჯოშუა სტოტმა დასძინა: „მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგებმა მიიღონ დამატებითი ტრენინგი ფიზიკური დაშემეცნებითი შეზღუდვების მქონე პაციენტებთან მუშაობისთვის - ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, არამედ ათასობით ადამიანის საერთო ჯანმრთელობას“.
ნაპოვნია დემენციის დროს კოგნიტური ფუნქციის შენარჩუნების გზა
- STTT: შემუშავებულია გენური თერაპია, რომელიც აჩერებს ალცჰაიმერის დაავადების პროგრესირებას.
კალიფორნიის უნივერსიტეტის სან დიეგოს მედიცინის სკოლის მკვლევარებმა შეიმუშავეს ახალი გენური თერაპია, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადების დროს შეუძლია დაიცვას ტვინი დაზიანებისგან და შეინარჩუნოს კოგნიტური ფუნქცია. ნაშრომი გამოქვეყნებულია ჟურნალში Signal Transduction and Targeted Therapy (STTT).
არსებული სამკურნალო საშუალებებისგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია თავის ტვინში მავნე ცილის გროვებისაკენ, ახალი თერაპია პირდაპირ გავლენას ახდენს ტვინის უჯრედების ქცევაზე, პოტენციურად ხსნის დაავადების ძირეულ მიზეზებს.
თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში, სიმპტომების დაწყებისას თერაპიის ჩატარებამ ხელი შეუწყო მეხსიერების შენარჩუნებას, რომელიც დამოკიდებულია ჰიპოკამპზე, ტვინის რეგიონზე, რომელიც, როგორც წესი, ზიანდება ალცჰაიმერის დაავადების დროს. უფრო მეტიც, დამუშავებულმა თაგვებმა აჩვენეს ჯანმრთელ ცხოველების მსგავსი გენის ექსპრესიის სურათი, რაც შეიძლება მიუთითებდეს ნორმალური უჯრედული ქცევის აღდგენაზე.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ადამიანებზე კლინიკური კვლევების დაწყებამდე მეტი კვლევაა საჭირო. თუმცა, მიდგომა უკვე განიხილება, როგორც პერსპექტიული ნაბიჯი ნეიროდეგენერაციული პროცესების შენელების ან თუნდაც უკუგანვითარების.