Mikrolife - შვეიცარიული სიზუსტის წნევის აპარატები, რომლებიც არითმიასა და ინსულტის რისკს ავლენს
2020 წელს გამოვლენილი შემთხვევები 57 190-ს შეადგენდა (საქსტატი).
გულსისხლძარღვთა დაავადებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ გავრცელებულია. ის მოიცავს გულის იშემიურ დაავადებას, მიოკარდიუმის ინფარქტს, არტერიულ ჰიპერტენზიასა და გულის უკმარისობას. დაავადებების ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს არაჯანსაღი ცხოვრების სტილი, კერძოდ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს მოხმარება, მჯდომარე ცხოვრების წესი, ნაკლები ფიზიკური დატვირთვა, ზედმეტი წონა, ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში და სხვა. ასევე, გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი არსებობს ისეთი ქრონიკული დაავადების დროს, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი.
საინტერესოა, რომ დაავადებების განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორიც, რის გამოც რისკჯგუფში მყოფმა პაციენტებმა კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. გასათვალისწინებელია, რომ გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. მათი გავრცელება უფრო მაღალია მამაკაცებში (არაჯანსაღი ცხოვრების წესისა და სხვა ფაქტორების გამო), ვიდრე მენოპაუზამდე მიღწეულ ქალებში მენოპაუზის შემდეგ კი რისკები თითქმის თანაბარია და პრევენციული ზომების მიღება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
გულსისხლძარღვთა დაავადებებს შორის მაღალი ლეტალობით ხასიათდება ინსულტი, რომლის გამომწვევი მიზეზებიც მისი ფორმების მიხედვით სპეციფიკურია. ყველაზე ხშირია იშემიური ინსულტი, რომლის მიზეზიც თავის ტვინის არტერიების შევიწროება ან დახშობაა, რაც უმეტესად თრომბით არის გამოწვეული (ამავე მიზეზებით შეიძლება განვითარდეს ტრანზიტორული იშემიური შეტევა). დაავადების კიდევ ერთი ფორმაა ჰემორაგიული ინსულტი, რომელსაც მაღალი წნევა, სისხლძარღვის ანევრიზმა, ქალას ტრავმა და სხვა მიზეზები იწვევს.
ინსულტის სიმპტომებია: სახის ასიმეტრია, სისუსტე ზედა კიდურებში და მეტყველების გაძნელება. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
როგორ არის შესაძლებელი ინსულტის პრევენცია და რა ტექნოლოგიები დაგვეხმარება ამაში?
გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს არაჯანსაღ ცხოვრების წესთან ერთად ზრდის მუდმივი სტრესიც. პერმანენტულად ნერვიულობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს არტერიულ წნევაზე, რაც გულსისხლძარღვთა სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს.
ეცადეთ, ხშირად განიტვირთოთ, მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან ერთად, დაკავდეთ ჰობით და რაც შეიძლება ჯანსაღად იკვებოთ.
ასევე, თუ ასაკის ან სხვა ფაქტორების გამო გაწუხებთ წნევა, მნიშვნელოვანია, მუდმივად იკონტროლოთ ის და მკვეთრი ცვლილებების შემთხვევაში, თქვენი მკურნალი ექიმი ჩააყენოთ საქმის კურსში.
წნევის კონტროლი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინსულტის პრევენციაში.
Microlife-ის თანამედროვე საზომი აპარატებით უკვე მარტივად, კომფორტულად და სწრაფად შეძლებთ წნევის კონტროლს, რადგან ის არ საჭიროებს მეორე პირის ჩართულობას, არის მარტივი, აქვს ისტორიის დამახსოვრების ფუნქციონალი, რაც ექიმთან ვიზიტისას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმპტომატიკის უკეთ აღწერაში დაგეხმარებათ.
როგორ უნდა შევარჩიოთ Microlife-ის წნევის საზომი აპარატი და რატომ არის ბრენდი უკონკურენტო?
„მიკროლაიფი“ (Microlife) არის ერთ-ერთი პირველი ბრენდი, რომლის ტონომეტრები აღჭურვილია AFIB (ფიბრილაციის) დეტექციის ფუნქციით, რაც გულისხმობს გულისცემის დარღვევის (არითმიის) აღმოჩენის შესაძლებლობას და მისი გამოყენება ხელს უწყობს ინსულტის პრევენციასა
ყველა მოდელი ტესტირებულია კლინიკურად (ESH, BHS, AAMI) და გამოირჩევა მაღალი სიზუსტით როგორც ექიმებისთვის, ასევე საოჯახო გამოყენებისთვის.
წნევის გაზომვის პროცესში „მიკროლაიფის“ ტონომეტრი ავტომატურად აკეთებს სამ გაზომვას და აჩვენებს საშუალო მნიშვნელობას, რაც ამცირებს ცდომილების რისკს.
აპარატების ზოგიერთ მოდელს აქვს Bluetooth კავშირი და იმართება აპლიკაციითაც (Microlife Connected Health+), რაც წნევის კონტროლს კიდევ უფრო ამარტივებს. მისი საშუალებით მარტივად გადავიტანთ მონაცემებს მობილურ მოწყობილობაში და სულ რამდენიმე წამში გავუზიარებთ ჩვენს მკურნალ ექიმს.
აპარატების სენსორული ეკრანები და მოზრდილი ციფრების გამოსახულება მარტივია ყველა ასაკისთვის, მათ შორის უფროსი თაობისთვის.
„მიკროლაიფის“ ტექნიკის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა დიდი მეხსიერება, რომელიც მომხმარებლებს ისტორიის შენახვისა და თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკეთ კონტროლის შესაძლებლობას აძლევს. ზოგიერთი მოდელი ინახავს 99 ან მეტი გაზომვის შედეგს, ერთი ან ორი პირისთვის.
ბრენდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სარგებლობს მაღალი რეპუტაციით და ბევრ ქვეყანაში მიიჩნევა სამედიცინო სტანდარტად. თქვენი საჭიროების მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც მაჯის, ასევე მხრისა თუ ნახევრად ავტომატური ტონომეტრები.
„მიკროლაიფის“ ტონომეტრები წარმოდგენილია PSP-ს ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. შესარჩევად მიჰყევით ბმულს.
R