მუცლის წინა კედლის თიაქრების ოპერაციული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მუცლის წინა კედლის თიაქრების ოპერაციული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

აღნიშნული გამობერილობა წოლის დროს ქრება ან ზომაში მცირდება. მისთვის ასევე დამახასიათებელია დისკომფორტი ან ტკივილი მუცლის არეში, უკვე გართულებულ შემთხვევაში კი - ნაწლავების გაუვალობა.

მუცლის წინა კედლის თიაქრის მკურნალობის ერთადერთი გზა ქირურგიულია. თუმცა წარმატებული შედეგის მისაღწევად უამრავი საკითხის გათვალისწინებაა საჭირო. ამ თემაზე დეტალურად გვესაუბრება „ჰერას“ ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი კობა რურუა.

მოგვიყევით მუცლის წინა კედლის თიაქრის შესახებ, რა ტიპის დაავადებაა ის?

მუცლის წინა კედლის თიაქარი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ეს არის მუცლის წინა კედელზე არსებული დეფექტი (ხვრელი), რომელიც შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. ამ ხვრელში შეიძლება ჩავარდეს და კანქვეშ აღმოჩნდეს მუცლის ღრუს სხვადასხვა ორგანო, ძირითადად, ბადექონი და წვრილი ნაწლავის მარყუჟები. ასეთ შემთხვევაში, ეს ორგანოები ხვდებიან მათთვის უჩვეულო გარემოში, ვიწრო სივრცეში, კვებისა და ნორმალური ფუნქციონირების მოშლა ხდება. ეს კი პაციენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას პირდაპირ საფრთხეს უქმნის.

არსებობს მუცლის თიაქრების რამდენიმე ტიპი. ესენია: თეთრი ხაზის, ჭიპის, საზარდულისა და თუ ბარძაყის მიდამოს თიაქრები. განსაკუთრებულ, რთულ სახეობას მიეკუთვნება ოპერაციის შემდგომი თიაქრები, რაც შემთხვევათა 95%-ში მხოლოდ გაჭრით გაკეთებული ოპერაციების შემდეგ ვითარდება, როგორც წესი, ის არის დიდი ზომის და ხშირად მორეციდივე დაავადება.

როგორია მისი მკურნალობის ძირითადი გზები?

ყველა ტიპის თიაქრის ძირითადი მკურნალობა ქირურგიულია. მისი მიზანია კანქვეშ გამოსული ორგანოგათავისუფლდეს რისკისგან, დაუბრუნდეს მუცლის ღრუს და საიმედოდ აღდგეს მუცლის კედლის მთლიანობა.

როგორ ხდება მუცლის წინა თიაქრების ბადეებით მკურნალობა? რომ აგვიხსნათ, როგორ მუშაობს ის?

საუკუნეებია მიმდინარეობს ახალ-ახალი მეთოდების ძიება, თუ როგორ დაიხუროს დეფექტი (ხვრელი) ისე, რომ მეორედ აღარ გაჩნდეს.

ადრე, ხვრელი უბრალოდ იკერებოდა, გაწოვადი თუ გაუწოვადი ძაფების დახმარებით, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, პაციენტთა დიდ ნაწილს, თიაქარი ისევ უბრუნდებოდა და იმაზე უფრო დიდი, ვიდრე პირველ ჯერზე. ამას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა: ძაფმა ვერ გაუძლო დატვირთვას და გაწყდა, ან ჩაჭრა მოჭიმული ქსოვილები, ზოგჯერ ჭრილობის ინფექციამ შეაფერხა კარგად შეხორცება. ასევე, არ უნდა გამოირიცხოს პაციენტის დაუდევრობაც და ექიმის რეკომენდაციების იგნორირება მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან თავშეკავების სახით და ა.შ.

თიაქრების მკურნალობაში ნამდვილი გარღვევა იყო მეოცე საუკუნის ბოლოს, როდესაც ტექნიკურმა პროგრესმა მოგვცა საშუალება, შექმნილიყოსპეციალური სინთეზური ბადეები თიაქრის ხვრელების დასახურად. ეს ბადეები თავიდან მასიურად აიტაცეს და ფართოდ გამოიყენებოდა მანამ, სანამ არ დამტკიცდა, რომ მთლად უსაფრთხო არ იყო. კერძოდ, ხშირად ჩირქდებოდა, ზოგ პაციენტებში კი ორგანიზმი იცილებდა, არ იღებდაამ ბადეს. ამიტომ მათი გამოყენება ძალიან შეიზღუდა, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებოდა. დროთა განმავლობაში ბადეების წარმოება დაიხვეწა და ხარისხმა განსაკუთრებულ პიკს მიაღწია ბოლო 15-20 წელია. თუმცა, დღესაც ხშირად გვხვდება უხარისხო და პაციენტისთვის საშიში შემადგენლობის მქონე ბადეები, რომლის გამოყენებასაც სავალალო შედეგები მოსდევს.

რით განსხვავდება ხარისხიანი ბადეები უხარისხოსგან? თქვენ რომელი ქვეყნების მიერ წარმოებულ ბადეებს იყენებთ და რატომ გააკეთეთ არჩევანი მათზე?

ბადეები ერთმანეთისგან განსხვავდება ძალიან ბევრი პარამეტრებით, რომელიც ძირითადად დამოკიდებულია ტექნოლოგიური პროცესის ზედმიწევნით ზუსტად შესრულებაზე. ეს, მერწმუნეთ, ძალიან რთული პროცესია, რომელიც ჩემი თვალით მაქვს ნანახი საფრანგეთში, ქ. ლიონში, სადაც მსოფლიოში ცნობილი ყველაზე ავტორიტეტული სამედიცინო კომპანიის მიწვევით გახლდით საქართველოდან.

სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენ როგორც პრაქტიკოს ქირურგებს, 3 დღე გვაცნობდნენ ტექნოლოგიური პროცესის დეტალებს, ლაბორატორიულ კვლევებს, გვიყურებდნენ ვინ როგორ მუშაობდა ტრენაჟორებზე, ვდგამდით ბადეებს მულაჟებზე. ასეთი სერიოზული ორგანიზაციები აუცილებლად ითვალისწინებენ პრაქტიკოსი, გამოცდილი ქირურგების აზრს და ეს კოლაბორაცია საბოლო ჯამში შემდეგ იქმნება პაციენტზე მორგებული პროდუქტი.

მსოფლიოში სულ რამდენიმე ფირმაა, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიკავა თიაქრის ბადეების, ძაფების, სტეპლერების წარმოებაში.ჩვენ, კლინიკა „ჰერაში“, არჩევანი ფრანგული წარმოების ბადეებზე შევაჩერეთ. ეს გახლავთ მაღალტექნოლოგიური ბადე, რომელიც ბევრი რამით განსხვავდება უხარისხოსგან ან დაბალბიუჯეტიანი პროდუქტისაგან. ბადე უცხო სხეულია, რომელიც მთელი ცხოვრება რჩება ადამიანის ორგანიზმში და ის უნდა იყოს ინერტული, ინფექციისადმი მდგრადი, ზედმიწევნით მტკიცე და ამავე დროს, ისეთი ელასტიკური, რომ ამ პარამეტრით ბუნებრივ ქსოვილს გაუტოლდეს. თუ რომელიმე პარამეტრი დარღვეულია, პაციენტი მუდმივად გრძნობს უცხო სხეულს, აქვს ქრონიკული ტკივილი და მოძრაობის, სუნთქვის შეზღუდვა ასეთი ბადის განთავსების ადგილას. დროთა განმავლობაში უხარისხო ბადის ზომა ნახევრდება, რაც თიაქრის რეციდივის ერთ-ერთი მიზეზია. ცუდი ბადეები ადვილად ინფიცირდება და ჩირქდება, ვითარდება ინფექციის ქრონიკული კერები, ხვრელმილები და მათი სრული მოცილება ხდება საჭირო ბადესთან ერთად,შემდგომში კიგანმეორებითი, რთულირეკონსტრუქციული ოპერაციების ჩატარებით.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ბადის ხარისხს, არამედ ამ უმაღლესი ხარისხის ბადის ზომის და სახეობის სწორ შერჩევას ყოველ კონკრეტულ პაციენტში, ორგანიზმში სწორად ჩადებას და ადეკვატურ ფიქსაციას.

ასევე აღსანიშნავია, რომ მუცლის წინა კედლის თიაქრების ოპერაციები ტარდება როგორც გაჭრით, ისე გაუჭრელად, ლაპაროსკოპიულად.

რა უპირატესობა აქვს ლაპარასკოპიულ მეთოდს ღია ოპერაციებთან შედარებით?

გაუჭრელად ჩატარებული ოპერაციები ტარდება ლაპარასკოპიით ან რობოტით და არის ერთმნიშვნელოვნად უკეთესი, ნაკლებად ტრავმული და ნამდვილად პაციენტზე ორიენტირებული. მცირე ნაჩხვლეტებიდან მუცლის ღრუში შეყვანილ კამერას დიდ მონიტორზე გამოაქვს უზუსტესი გამოსახულება, საბოლოოდ დგინდება დიაგნოზის დეტალები, ქირურგი მუშაობს ასევე უმცირესი ზომის ინსტრუმენტებით, კონტროლდება თითოეული მოძრაობა, გაცილებით ნაკლებია ქსოვილების ტრავმა, სისხლდენა. ბადეებიც, ასევე, წვრილად დახვეულ მდგომარეობაში შედის მუცლის ღრუში, სადაც იშლება და შემდეგ ეფინება დეფექტის ადგილს.

ლაპარასკოპიის შემდეგ, პაციენტი დგება იმავე დღეს, აქვს გაცილებით ნაკლები ტკივილი, ვიდრე გაჭრის დროს,ოპერაციიდან 5-6 საათში იღებდა პირველ საკვებს და უმეტეს შემთხვევაში, მეორე დღესვე მიდის სახლში. მას ვიზუალურადაც მინიმალური კოსმეტიკური დეფექტი აქვს.

ასევე, მთავარია, რომ ლაპაროსკოპიული ოპერაციის მერე, ოპერაციის შენდგომი თიაქრების განვითარება 10-ჯერ იშვიათად ხდება.

რომელი ტიპის თიაქრებზეა შესაძლებელი ლაპარასკოპიული ჩარევა?

ჩვენ ვახსენეთ მუცლის თიაქრების განსაკუთრებით სახიფათო დართული სახეობა -ოპერაციის შემდგომ განვითარებული თიაქრები. რაც უფრო დაბალია ქვეყანაში მედიცინის და კერძოდ ქირურგიის დონე, ასვე განათლება და ეკონომიკური ვითარება, მით უფრო გავრცელებულია ეს თიაქრები,ზუსტად იმიტომ, რომ ასეთ ქვეყნებში ძირითადად გაჭრით, ანუ ძველი მეთოდით აკეთებენ ოპერაციებს.

ნებისმიერი ქირურგიული კლინიკის მუშაობის ხარისხის დონის მაჩვენებელი ერთ- ერთიმნიშვნელოვანი კრიტერიუმია გაჭრილი და გაუჭრელი ოპერაციების რაოდენობრივი თანაფარდობა. ევროპის, აშშ-ს, სამხრეთ კორეის, იაპონიის და სხვა განვითარებული ქვეყნების უმაღლესი დონის კლინიკებში ლაპარასკოპიით/რობოტით ჩატარებული ოპერაციების წილი თითქმის 100%-ს უახლოვდება, როცა ზუსტად საპირისპირო მაჩვენებელი აქვს განვითარებად ქვეყნებს. შესაბამისად, განვითარებად ქვეყნებში უფრო აქტუალურია და მწვავედ დგას ოპერაციის შემდგომი თიაქრების პრობლემა. ეს სოციალური მნიშვნელობის საკითხია.

რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი, სადაც ძალიან მცირეა ლაპარასკოპიით ან რობოტით ჩატარებული ოპერაციების რიცხვი, გაჭრასთან შედარებით.ეს განსაკუთრებითშეეხო დაფინანსების ე.წ. DRG-ის სისტემის შემოღების ბოლო 2 წელს, როცა ქვეყანაში, სახელმწიფოს მხრიდან, საერთოდ იგნორირებულ იქნა ლაპარასკოპიული/რობოტული ტექნიკით ჩატარებული ოპერაციები და მათი დაფინანსება გაუტოლდა გაჭრის ისტორიული მეთოდით ჩატარებულ ოპერაციების ტარიფს.პირადად ჩემი აზრით, ეს უმძიმესი დარტყმაა საქართველოში ლაპარასკოპიული/რობოტული ქირურგიის განვითარებისათვის. ეს დარგი ისედაც ჩანასახში იყო, თუმცა ნელ-ნელა ვითარდებოდა. ინტერნეტისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ერაში, პაციენტების მხრიდან სულ უფრო და უფრო ჩნდებოდა მოთხოვნა ამ სერვისებზე და შესაბამისად, იზრდებოდა მიმწოდებელიც. საბოლოდ კი,10—15 წელიწადში, ქართველი პაციენტისთვისეს ხელმიუწვდომელფუფუნებად კი არა, ჩვეულებრივ რუტინად უნდა გადაქცეულიყო,რომ არა ჯანდაცვის დაფინანსებისე.წ.DRG-ის მოდელისთვისდამახასიათებელი დამაზიანებელი ზეგავლენალაპარასკოპიულ/რობოტული და ზოგადად, მაღალტექნოლოგიური ქირურგიის განვითარებაზე.

ლაპარასკოპიული ოპერაციები ვენტრალური (რთულ) თიაქრებზე, რა თქმა უნდა, დღესაც გამოიყენება კლინიკა „ჰერაში“, ხშირად კერძო დაზღვევის მქონე პაციენტებში, ან იმ პაციენტებში, რომლებიც მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს ერთჯერადად გავიდნენ ამ DRG-ის სისტემით სახელმწიფო დაფინანსებიდან, რითაც უარს ამბობენ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ დაფინანსებაზე და მოიპოვებენ უფლებას ფასიანად ჩაიტარონ ეს ოპერაცია.

საბედნიეროდ, ჯანდაცვის სამინისტროდან მოდის დადებითი სიგნალები, ისინი იზიარებენ ჩვენს შეხედულებებს ლაპარასკოპიულ/რობოტული და ზოგადად მაღალტექნოლოგიური ქირურგიის განვითარების პრობლემებზე და ალბათ, მალე, ქირურგიულ პაციენტებს ექნებათ უფლება გამოიყენონ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა და მას დაამატონ ოპერაციის სრული ღირებულების სხვაობა, რითაც, ერთის მხრივ შეუმცირდებათ ხარჯი დ ამავე დროს, გაუმჯობესდება ქირურგიული მომსახურების ხარისხი.

რაც შეეხება ჩატარების შესაძლებლობას, ლაპარასკოპიული ოპერაცია ჩვენს კლინიკაში, განსაკუთრებით, გიგანტური და რთული თიაქრების შემთხვევაში, გამოიყენება არა როგორც დამოუკიდებელი ოპერაცია, არამედ როგორც მეორე ეტაპი. მისი მიზანი თიაქრის ზომების გამო იძულებით გაჭრის მეთოდის გამოყენებისას, მისი შედეგის განმტკიცებაა მუცლის ღრუს მხრიდან მეორე ბადის განთავსებით.

რას ურჩევთ პაციენტებს, რომლებსაც მუცლის წინა კედლის თიაქარი აწუხებს?

ნებისმიერ დაავადებასთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდს მისი პრევენცია წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან თიაქრის განვითარების რისკები. ოპერაციის შემდგომი თიაქრების თავიდან არიდების ძირითადი გზაა, სხვადასხვა მიზეზით დაგეგმილი ოპერაციის ლაპარასკოპიული/რობოტული ტექნოლოგიით ჩატარება მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ სპეციალისტთან.

მუცლისთიაქრების განვითარება, უხშირესად, პირდაპირ კავშირშია მძიმე ფიზიკურ დატვირთვასთან, ნებისმიერ იმ ფაქტორთან, რაც ზრდის მუცლის ღრუს წნევას. ასეთი ფაქტორებია, მოწევა და მწეველთა ქრონიკული ბრონქიტი გაუთავებელი ხველებით, ქრონიკული ყაბზობა, მოშარდვის გაძნელება და ხშირი ჭინთვები უროლოგიური დაავადებების დროს, როგორიცაა მაგ. წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია და ა.შ.

აუცილებელია რეგულარული სპორტი დოზირებული და ადექვატური დატვირთვით, მუცლის წინა კედლის პრესის განსამტკიცებლად დაორგანიზმის გაკაჟება.

თუმცა თუ უკვე გაქვთ თიაქარი, ან ეჭვია მასზე, აუცილებელია რაც შეიძლება ადრე მიმართოთ კვალიფიციურ ჰერნიოლოგს. გახსოვდეთ, რომ ძირითადად თიაქრის ზომაზე და დროულ მომართვიანობაზეა დამოკიდებული ჩასატარებელი ოპერაციის მასშტაბი, გართულებების ალბათობა, რეაბილიტაციის ხანგრძლივობა და მოსალოდნელი შედეგის გარანტიებიც.

R