რა არის შაქრიანი დიაბეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის შაქრიანი დიაბეტი

ავტორები:

თსსუ ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელ-ლი - პროფ. მარინე გორდელაძე

თსსუ ბავშვთა ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი ნინო მაღრაძე

ადამიანს სჭირდება ენერგია ნებისმიერი სასიცოცხლო ქმედებისთვის. ენერგიის მთავარი წყარო კი ორგანიზმისთვის არის გლუკოზა, მას ძირითადად საკვებიდან ვიღებთ. ადამიანის ყველა ორგანო შედგება მილიონობით უჯრედისგან, რომლებიც გამოიმუშავებენ ენერგიას გლუკოზისაგან, მაგრამ მათ დამოუკიდებლად ამის გაკეთება არ შეუძლიათ. ამ ყველაფერს ჰორმონი ინსულინი უზრუნველყოფს. თუ ორგანიზმს არ ყოფნის ინსულინი, გლუკოზა ვერ შეაღწევს უჯრედებში, მისი დონე მოიმატებს სისხლში, უჯრედები კი დაიწყებენ „შიმშილს“, ამგვარად ინსულინი ასრულებს გლუკოზისთვის ერთგვარი ,,გასაღების“ როლს, შეაღწევს რა გლუკოზა უჯრედში, მისი რაოდენობა სისხლში დაქვეითდება, ორგანიზმი კი შეივსება ენერგიით. გარდა ამისა ინსულინის დახმარებით სისხლში არსებული გლუკოზა დამარაგდება ორგანიზმში ცხიმისა და გლიკოგენის სახით.

რა მოხდება თუკი ორგანიზმში ინსულინი არ იქნება ან გვექნება ინსულინი, რომლის მიმართაც მგრძნობელობა დაქვეითებულია? პირველ შემთხვევაში საქმე ტიპი 1 შაქრიან დიაბეტთან გვაქვს, მეორე შემთხევაში კი ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან. ორივე მათგანის შედეგი კი სისხლში გლუკოზის ქრონიკული მატება ანუ ქრონიკული ჰიპერგლიკემიაა. ხშირად მოსახლეობა ამ ორ დაავადებას ერთმანეთთან აიგივებს, რაც არასწორია, რადგან განვითარების მექანიზმით და კლინიკური მიმდინარეობით ისინი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან.

glukometri-1748846679.jpg

ტიპი1 შაქრიანი დიაბეტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა უხშირესად ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება. იგი ინსულინის აბსოლუტური დეფიციტის გამო ვითარდება, რაც განპირობებულია პანკრეასის ბეტა უჯრედების ანუ იმ უჯრედების, რომლებიც გამოიმუშავებენ ინსულინს, აუტოიმუნური დაზიანებით. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმის იმუნური სისტემა თავს ესხმის საკუთარ ბეტა უჯრედებს. როცა ბეტა უჯრედების 80-90% განადგურებულია, მხოლოდ მაშინ იწყება სიმპტომების გამოვლენა ანუ დაავადების მანიფესტაცია. იგი ხშირად მოულოდნელია ოჯახისათვის. მშობლები დაბნეულები არიან, რადგან მათი ბავშვები პრაქტიკულად ჯანმრთელები იყვნენ იქამდე და არც დიაბეტი აღენიშნებოდათ ოჯახურ ანამნეზში. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი ნაკლებადაა დაკავშირებული გენეტიკურ წინასწარგანწყობასთან, განსხვავებით ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისაგან. შდტ 1-ის შემთხვევათა 90% სპორადულია ანუ იზოლირებულად აღმოცენებული, მხოლოდ 10% -ში აღინიშნება გენეტიკური წინასწარგანწყობა. სამწუხაროდ, მისი განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია. ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს ის კლინიკური ნიშნები, რითაც შეგვიძლია ტიპი 1 დიაბეტზე ეჭვის მიტანა:

არამწვავე მდგომარეობები: წყურვილის გაძლიერება (პოლიდიფსია), შარდის გამოყოფის გაძლიერება (პოლიურია) , შარდის შეუკავებლობა (ენურეზი), რაც იქამდე არ აღინიშნებოდა, წონის სწრაფი კლება. განსაკუთრებით საყურადღებოა, როცა ეს მოვლენები იწყება ვირუსული ინფექციის, რაიმე სტრესის გადატანის შემდეგ.

მწვავე მდგომარეობები: მძიმე დეჰიდრატაცია(სხეულის გამოშრობა), მრავალჯერადი ღებინება, კუსმაულის სუნთქვა (თანაბარი, იშვიათი სუნთქვა, ღრმა ხმაურიანი ჩასუნთქვით და გაძლიერებული ამოსუნთქვით), აცეტონის სუნი ამონასუნთქ ჰაერში, ცნობიერების დარღვევა ( დეზორიენტაცია, პრეკომატოზური ან იშვიათად კომატოზური მდგომარეობები)

ზემოთ ჩამოთვლილი კლინიკური გამოვლინებების დროს საჭიროა გლუკოზის გაზომვა სისხლში. თუ ბავშვს აღენიშნება გლუკოზა უზმომზე ≥126 მგ/დლ (7მმოლ/ლ) ან დროის ნებისმიერი მონაკვეთში ≥200 მგ/დლ (11.1 მმოლ/ლ) გლიკოზირებული ჰემოგლობინი ≥6.5% (48 მმოლ/მოლ) ეს ნიშნავს რომ ბავშვს აქვს შაქრიანი დიაბეტი და აუცილებლად უნდა იქნას გადაყვანილი სპეციალიზირებულ კლინიკაში.

რაც შეეხება ტიპი 2 შაქრიან დიაბეტს, ეს მოზრდილებისთვის დამახასიათებელი დიაბეტია. უხშირესად უკავშირდება ჭარბ წონას, უმოძრაო, არაჯანსაღი ცხოვრების წესს. გამოხატულია ძლიერი გენეტიკური წინასწარგანწყობა. დაავადება ნელ-ნელა, წლების განმავლობაში ვითარდება, ხშირად საწყის ეტაპზე არ არის გამოხატული სიმპტომები და საბოლოოდ, მხოლოდ ქრონიკული გართულებების განვითარების შემდეგ ისმევა დიაგნოზი, შეიძლება მწვავე სიტუაციაშიც კი. მაგალითად მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის მდგომარეობაში და ა.შ. შაქრიანი დიაბეტი ტიპი2-ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ასახავს შემდეგ მდგომარეობებს: ჰიპერტენზია, ღვიძლის გაცხიმოვნება, პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი, მიკროალბუმინურია, დისლიპიდემია, ძილის აპნოე, დიაბეტური რეტინოპათია, სისხლძარღოვანი და ნერვული სისტემის მხრივ გართულებები.

შდტ2-ის მკურნალობა მოიცავს ცხოვრების ჯანსაღ წესს ( ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, წონის კონტროლი), მედიკამენტებს, რომელებიც უხშირესად ტაბლეტირებული ფორმითაა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში დგება ინსულინთერაპიის აუცილებლობა.

დღეისათვის მთელს მსოფლიოში ტიპი 1 დიაბეტის სამკურნალოდ ინსულინთერაპიას ალტერნატივა არ გააჩნია

იცხოვრეთ ცხოვრების ჯანსაღი წესით, იყავით ფიზიკურად აქტიური, აკონტროლეთ წონა, კვების რაციონი და შეძლებთ თქვენი ჯანმრთელობის მართვას.

იზრუნე წინასწარ - Caresens

R