/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

როგორ გვეხმარება სახლის დალაგება ინსულტის თავიდან აცილებაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გვეხმარება სახლის დალაგება ინსულტის თავიდან აცილებაში

ფიზიკური აქტივობა, მათ შორის საყოფაცხოვრებო სამუშაოები, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ინსულტი, რომელიც ხდება ტვინში სისხლის მიმოქცევის შეფერხების დროს.

მაგალითად, შეგიძლიათ სახლის დალაგება, მცენარეების მოვლა, ბაღში მუშაობა. უნდა იმოძრაოთ დღეში მინიმუმ 30 წუთი, კვირაში ხუთჯერ.

ყოველდღიური მობილობის დაქვეითება არის სიმსუქნის, მაღალი წნევის და პრედიაბეტისა და დიაბეტის განვითარების გზა და ეს პირობები ზრდის ინსულტის რისკს.

კვების რაციონში შეამცირეთ ცხიმანი, მარილიანი და ტკბილი საკვების რაოდენობა და ასევე შეწყვიტეთ მოწევა. დაავადების თავიდან ასაცილებლად მეტი ბოსტნეული, ხილი, პარკოსნები, უცხიმო ხორცი და თევზი უნდა მიირთვათ.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის მეცნიერებმა ადრე დაადგინეს, რომ სისხლში ცილა ტროპონინის დონის შეფასებას შეუძლია ზუსტად განსაზღვროს გულის შეტევისა და ინსულტის რისკი.

ასევე წაიკითხეთ

5 მარტივი რჩევა - როგორ ავიცილოთ დაზიანებები ბაღში და ბოსტანში

  1. ბაღის ბასრი ხელსაწყოებით ( ნიჩაბი, თოხი,ბარი,ნამგალი, ხერხი) მიყენებული დაზიანებისგან:
  • უსაფრთხოების ზომების დაცვა;
  • გამოიყენეთ დამცავი ტანსაცმელი, რომელიც ფარავს სხეულის ღია უბნებს;
  • ატარეთ მყარი ფეხსაცმელი მაგარიძირებით, ხელთათმანები და სათვალეები;
  • გულდასმითმოაწყვეთ სამუშაო ადგილი. ისე, რომ ზედმეტი არაფერი იყოს;
  • სამუშაოს შემდეგ დააბრუნეთ სამუშაო აღჭურვილობა თავის ადგილზე.
  1. მძიმე საგნების ტარების შედეგად მიღებულიტრავმისგან:
  • მძიმე საგნების ტარებისას დაიხმარეთ ვინე;
  • ეტლის გამოყენება;
  • არ გამოიყენოთ ზედმეტი ძალადა დაძაბოთ სხეულიმძიმე საგნების აწევისას ან ფესვების ამოღებისას;
  • გამოიყენეთშესაბამისი ხელსაწყოფესვების მოსათხრელად.
  1. ხელებზე გამონაყარისთვის:
  • ატარეთ ხელთათმანები;
  • მშრალი ხელებით მუშაობა.
  1. მცენარის ეკლების, ბასრი ტოტებისშედეგად მიღებულიდაზიანებებისგან:
  • ყურადღებით გაიხედეთწინ;
  • გამოიყენეთ დამცავი ხელთათმანები;
  • ატარეთ სათვალე.
  1. დაზიანებებისგან მიწის თხრისას
  • აირჩიეთნიჩაბითქვენი სიმაღლის მიხედვით - მიწაზე დგომისას ნიჩბის ტარი იღლიამდე უნდა მიწვდეს;
  • მონაცვლეობითბარეთმარჯვენა და მარცხენა ხელით;
  • პერიოდულად დაისვენეთ;
  • დაბარვა შეუნაცვლეთსხვა სამუშაოს, რომელიც იყენებს კუნთების სხვა ჯგუფს.

თუ ჟანგიან ლურსმანს დააბიჯებთ ან ჟანგიანი იარაღით დაიზიანებთ კანს, დაზიანდებით, არ ინერვიულოთ. შეეცადეთ გამოაძროთ ლურსმანი კიდურიდან. შემდეგ ჩამოიბანეთ ჭრილობა სუფთა გამდინარე წყლით, დაამუშავეთ იოდის ხსნარით, გაიკეთეთ დამწოლი ნახვევი და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

თუ ვერ ახერხებთ ლურსმნის ამოღებას, დაზიანებული ადგილი ანტისეპტიკით დაამუშავეთ, დაიდეთ რბილი სახვევი, რომ შემთხვევით შეხების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად არ დააზიანოთ და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

თუ ტრავმის დროს ძლიერი სისხლდენა განვიტარდა, გაიკეთეთ დამწოლი ნახვევი და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება!