/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქიატრია

5 წელი ვიყავი ფსიქოტროპულ წამლებზე, მერე კი გავთავისუფლდი მათგან - ერთი პაციენტის გამოცდილება

5 წელი ვიყავი ფსიქოტროპულ წამლებზე, მერე კი გავთავისუფლდი მათგან - ერთი პაციენტის გამოცდილება
ქეთევან ნ. თავის გამოცდილებას გვიზიარებს, ეს გამოცდილება "მკურნალის" ბევრ მომხმარებელს დააინტერესებს:

„ხშირად მეკითხებიან, როგორ დავანებე ფსიქოტროპულ წამლებს თავი.

დეპრესიის გამო 2012 წლიდან, 2017 წლამდე ვიყავი ფსიქოტროპულებზე. ექიმებმა მითხრეს შეიძლება მთელი ცხოვრება მოგიწიოს წამლებზე ყოფნაო.

შეწყვეტა მიჭირდა, წონითაც ბევრს ვიწონიდი, 2017 წელს წამლების შეწყვეტამდე გადავწყვიტე წონის დაკლება. გადავედი ჯანსაღ კვებაზე, ავიღე რვეული და დავიწყე გუგლიდან იმ პოსტების წერა რაც ჯანსაღ და არაჯანსაღ საკვებს ეხებოდა. ამან გამიტაცა, გონება დაკავდა იმ საქმით რაც ჩემთვის იყო სასარგებლო. პარალელურად ვიკლებდი წონაში, გონებას აღარ ჰქონდა საშუალება ნეგატივზე ემუშავა და მისი ადგილი ნელა-ნელა სწავლამ და პოზიტივმა ჩაანაცვლა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ამას მოჰყვა სეირნობის სურვილი. წონაში 32 კილო დავიკელი. ამ ყველაფრის მერე დავინტერესდი თვითშემეცნებით, ფსიქოლოგიით და იუთუბში ვუსმენდი ლექციებს, დავიწყე მედიტაციები, იოგა ვარჯიშები. გამიჩნდა წერის სურვილი, ვწერდი ლექსებს, საბავშვო ლექსებს, მოთხრობებს, დღიურებს. როცა ბევრი დამიგროვდა წიგნის გამოცემა გადავწყვიტე. 1 წელიც არაა, რაც მუშაობაც დავიწყე, ვიშოვე ერთი სამუშაო, პარალელურად ვსწავლობდი ახალ სპეციალობას. ავიღე სერთიფიკატი, მაშინვე დამასაქმეს და სულ 1 თვეა რაც მესამე სამსახურიც ვიშოვე.

დღეს სამივე სამსახური მოვიარე მაგრამ მაინც იმდენი ენერგია მაქვს და ისეთი ბედნიერი ვარ, რომ არ ღამდებოდეს კიდევ შემიძლია ვიმუშაო. არადა 62 წლის ვხდები და სამსახურში ახალგაზრდებსაც ვეხმარები როცა თავის საქმეს ვერ ასწრებენ. თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოში იმ ხელფასს მივაღწიე, რასაც წლების წინ ევროპაში ვიღებდი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გთხოვთ სწორი მიმართულებით მირჩიოთ რომელ სპეციალისტს უნდა მივმართო, ადამიანზე მიჯაჭვულობის, უიმედობის, შფოთვითი აშლილობის, პანიკური შემოტევების, გაფანტულობისა და აკვიატებული ფიქრების დასამარცხებლად. </p>

როცა გონება სასარგებლო საქმით კავდება, დეპრესია ტოვებს სხეულს და იწყება ექსპრესია. ის კარგი საქმე და შედეგი ადამიანს აძლევს სტიმულს და გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი. ნელ-ნელა ეს ჰორმონი იწევს მაღლა. ტვინი კომპიუტერივით იმახსოვრებს იმას, რაზეც მუშაობს და თავისთავად ფიქრის სახით ახსენებს ადამიანს. აი ასე მოვხვდი ჯოჯოხეთიდან სამოთხეში. ახლა რომ ვიხსენებ ჩემს სუიციდზე ნაფიქრალებს მეცინება, რა უტვინო ვიყავი.

დეპრესიაში მყოფი ადამიანი უამინდობაში მოყოლილ ვარდს გავს, ქარი და სეტყვა რომ ანადგურებს, მან თავად უნდა ამოიყაროს ახალი კვირტები ძველის სანაცვლოდ.ადამიანი დეპრესიამდე უსწავლელი მძღოლივითაა და თავის ცხოვრებას ვერ მართავს მანამდე სანამ ხრამში არ გადაიჩეხება და თუ გადარჩა, საკუთარი ხომალდის შემქმნელიც და მესაჭეც თავად იქნება“.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ცხოვრება ინსულტის შემდეგ - როგორ ავირიდოთ თავიდან პათოლოგია, რომელიც მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი ადამიანს კლავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოვრება ინსულტის შემდეგ - როგორ ავირიდოთ თავიდან პათოლოგია, რომელიც მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი ადამიანს კლავს

ეს გახლავთ პათოლოგიურიმდგომარეობა, რომლის დროსაც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა ხდება. სისხლმომარაგების შეწყვეტისას ტვინი ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების გარეშე რჩება, რაც უჯრედების სიკვდილს იწვევს.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგი თამარ შენგელია აღნიშნავს, ინსულტი არა მხოლოდ სიკვდილიანობის, არამედ უნარშეზღუდულობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია მსოფლიო მასშტაბით. არსებობს ორი ტიპის ინსულტი: იშემიური და ჰემორაგიული. თამარ შენგელია ინსულტის შესახებ დეტალურად გვესაუბრება.

რა განსხვავებაა იშემიურ და ჰემორაგიულ ინსულტს შორის?

იშემიური ინსულტის დროს ტვინის კონკრეტულ უბანს სისხლი არ მიეწოდება, ხოლო ჰემორაგიული ინსულტის დროს ტვინის პარენქიმაში სისხლძარღვის დაზიანებასთან დაკავშირებული სისხლჩაქცევა ხდება. ეს უმეტესად მაღალი წნევითაა განპირობებული. იშემიური ტიპის ინსულტები უფრო ხშირად გვხვდება პრაქტიკაში. საერთო რაოდენობაში მათი პროცენტული გადანაწილება შემდეგნაირია 85%- 15%.

ასევე არსებობს გარდამავალი იშემიური შეტევა.

როგორია ინსულტის დამახასიათებელი სიმპტომები?

ინსულტის სიმპტომები დაკავშირებულია დაზიანებული უბნის ლოკალიზაციასთან. მის სიმძიმეს კი უშუალოდ დაზიანების ხარისხი განაპირობებს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია, თუ რომელი სისხლძარღვია დახშული და შესაბამისად, ტვინში ზუსტად რა ნაწილის სისხლმომარაგებაა შეწყვეტილი. აღნიშნულიდან გამომდინარეობს პაციენტის ჩივილებიც და სიმპტომოკომპლექსიც. ეს შეიძლება იყოსსახის ასიმეტრია, სისუსტე კიდურებში, მეტყველების გაძნელება,მხედველების გაუარესება, წონასწორობის დარღვევა, მხედველობის გამოსახულების გაორება და ა.შ.

ვინ არიან ინსულტის განვითარების რისკჯგუფში?

ინსულტის განვითარების რისკი აქვთ ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ არტერიული ჰიპერტენზია, ლიპიდური ცვლის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი, კარდიოვასკულარული დაავადებები, როგორიცაა არითმია, სიმსუქნე, არიან თამბაქოს მომხმარებლები.

რას ნიშნავს გარდამავალი იშემიური შეტევა?

გარდამავალი იშემიური შეტევა არის ტვინის კეროვანი იშემია, რომელიც იწვევს უეცარ, მაგრამ გარდამავალ და არა პერმანენტულ ნევროლოგიურ დეფიციტს. იგი ჰგავს იშემიურ ინსულტს, მაგრამ მისგან განსხვავებით ნევროლოგიური დეფიციტი დაახლოებით 1 საათამდე დროში, ხშირად 5-15 წუთამდე პერიოდშიც კი გადის. ეს პროცესი მომავალში შეიძლება დაკავშირებული იყოს ინსულტის განვითარებასთან. სწორედ ამიტომ მსგავსი შემთხვევა პაციენტის ისტორიაში კლინიკურად ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, მისი გარდამავლობის მიუხედავად.

როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი, რომ მას შეიძლება ინსულტი ჰქონდეს?

თუ პაციენტს აღენიშნება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სახის ასიმეტრია, სისუსტე კიდურებში, მეტყველების გაძნელება,მხედველების გაუარესება, წონასწორობის დარღვევა, მხედველობის გამოსახულების გაორება, გახდა დეზორიენტირებული და არაადეკვატური, უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით და მივმართოთ სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას, რომელიც პაციენტის ჰოსპიტალიზებას მოახდენს უახლოეს ინსულტის ცენტრში. ინსულტის მართვისას მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დრო, თუ რამდენად სწრაფად მოხდება მასზე რეაგირება.

რას მოიცავს ინსულტის მკურნალობა? მკურნალობის რა გზებს იყენებთნიუ ჰოსპიტალსში“?

ინსულტის მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკა, თუ რა ტიპის ინსულტთან გვაქვს საქმე. დიაგნოსტიკა ხდება ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევებით, როგორიცაა თავის ტვინის CT და MRT.

„ნიუ ჰოსპიტალში“ ინსულტის მკურნალობა საერთაშორისო გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე დაყრდნობით მიმდინარეობს. იშემიური ინსულტის შემთხვევაში, თუ პაციენტის პოსპიტალიზაცია მოხდა დროულად და აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მკურნალობა მოიცავს თრომბოლიზისს (თრომბის დამშლელი მედიკამენტის ინტრავენურ შეყვანას), ან თრომბექტომიას (თრომბის მექანიკურ ექსტრაქციას). ჰემორაგიული ინსულტის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თუ სისხლის რა მოცულობაა ჩაღვრილი თავის ტვინში. აღნიშნულის შესაბამისად შესაძლებელია ოპერაციული ჩარევა გახდეს საჭირო.

როგორია ცხოვრება ინსულტის შემდეგ? რა რჩევები და რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა?

ინსულტი სიკვდილიანობისა და უნარშეზღუდულობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დასაცავად, აუცილებელია ყველამ ვიცოდეთ სიმპტომების ამოცნობა და მოვახდინოთ სწრაფი რეაგირება. დიდწილად მასზეა დამოკიდებული, რა შედეგებით დასრულდება პათოლოგია.

ადამიანებმა უნდა მიმართონ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს, რათა დროულად და ადეკვატურად მოხდეს რისკფაქტორების ამოცნობა, რისკების შემცირება და შესაბამისად, ინსულტის პრევენცია.

ახასიათებს თუ არა ინსულტს გამეორება? როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, რომ რეციდივი თავიდან აირიდოს?

ინსულტს განმეორება ახასიათებს. ამიტომ პაციენტებმა ზედმიწევნით უნდა შეასრულონ ექიმის რეკომენდაციები და შეძლებისდაგვარად ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ.

R