/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

კიბოს უჯრედებს აქვთ გადარჩენის უნიკალური მექანიზმი

ჟურნალი Cancer Discovery: მაღალ მთაში მაცხოვრებლების გენი კიბოს უჯრედებს ჟანგბადის გარეშე გადარჩენაში ეხმარება.

ჟანგბადის გარეშე გადარჩენისა და ზრდისთვის, კიბოს უჯრედები იყენებენ EPAS1 გენს, რომელიც გვხვდება ტიბეტელებსა და შერპებში, რომლებიც ჰიმალაის რეგიონში მაღალ სიმაღლეზე ცხოვრობენ. ამ დასკვნამდე მივიდნენ Vall d'Hebron ონკოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Cancer Discovery (CD).

მეცნიერებმა აღმოაჩინეს მსგავსება უჟანგბადო პირობებში, მაღალ სიმაღლეზე ცხოვრებისადმი ადამიანების გენეტიკურ ადაპტაციას და ზოგიერთი ტიპის სიმსივნეების გადარჩენის მექანიზმებს შორის. როგორც ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, კიბოს უჯრედებს შეუძლიათ არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ აქტიური ზრდა და მეტასტაზირება ისეთ ჰიპოქსიურ გარემოში - როგორიცაა ჰიმალაის მწვერვალებზე.

მკვლევარები ამ დასკვნამდე მივიდნენ ფეოქრომოციტომების და პარაგანგლიომების, იშვიათი ნეიროენდოკრინული სიმსივნეების შესწავლის შემდეგ, რომლებიც შეიძლება განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლებში ან მის გარეთ. ისინი ხშირად ვითარდება ქრონიკული ჰიპოქსიის პირობებში, განსაკუთრებით გულის თანდაყოლილი დეფექტების მქონე პაციენტებში (CCHD).

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰიპოქსიასთან ადაპტაციაში მთავარ როლს ასრულებს EPAS1 გენი, რომლის უნიკალური ვერსია ადრე აღმოაჩინეს შერპებში. ეს ხალხი ბინადრობს აღმოსავლეთ ნეპალის მაღალმთიან და ინდოეთის მეზობელ რეგიონებში. EPAS1 გენი ეხმარება მათ დაბალი ჟანგბადის პირობებში, მაღალ სიმაღლეზე გადარჩენაში. CCHD პაციენტების PPGL სიმსივნეების გენომური პროფილის გაანალიზებისას, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ EPAS1 გენი მუტაციას განიცდიდა ჰიპოქსიური სიმსივნური უჯრედების 90%-ში.

მკვლევარები ამ ფაქტს ხსნიან კონვერგენციული ევოლუციით - პროცესით, რომლის დროსაც არამონათესავე ორგანიზმები დამოუკიდებლად გამოიმუშავებენ თავდაცვით სტრატეგიებს მსგავსი ეკოლოგიური პრობლემებისთვის. ამრიგად, ვეშაპებმაც და ღამურებმაც დამოუკიდებლად განავითარეს ექოლოკაცია ერთი და იგივე გენის, SLC26A5-ის გამოყენებით.

ნეპალის მაღალმთიანეთში ცხოვრება ანელებს ხელის ძვლების ზრდას

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მცვივა თმები და რას მურჩევთ დ ვიტამინის ნაკლებობის გამო შეიძლება იყოს გამოწვეული?</p>

ბრიტანელმა ანთროპოლოგებმა დაადგინეს, რომ მაღალი მთის მკაცრი პირობები გავლენას ახდენს ძვლის ზრდაზე. Royal Society Open Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ნეპალელებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ 3500 მეტრ სიმაღლეზე, უფრო მოკლე ხელები აქვთ, ვიდრე ბარში მცხოვრებთ.

მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებლები ეგუებიან მკაცრ ბუნებრივ პირობებს: ჰიპოქსია, დაბალი ტემპერატურა და საკვები ნივთიერებების ნაკლებობა. მაგალითად, ტიბეტელებმა გამოიმუშავეს სხვადასხვა მუტაცია, რაც მათ ეხმარება ულტრაიისფერი გამოსხივების და ჰიპოქსიის მაღალი დონის გადალახვაში. ეკონომიკური ფენოტიპის ჰიპოთეზის მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც აკლდათ საკვები ნივთიერებები ჩვილობის ან ემბრიონის განვითარების დროს, აქვთ გარკვეული ორგანოების ან ქსოვილების ზრდს შეფერხება. ასე ეგუება ორგანიზმი რესურსების ნაკლებობას და სწირავს ნაკლებად მნიშვნელოვან ქსოვილებს უფრო მნიშვნელოვანის, განსაკუთრებით ტვინის სასარგებლოდ. როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმა თავიანთ წინა ნაშრომში აჩვენეს, ჰიპოთეზა დადასტურდა 14 წლამდე პერუელი ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ მაღალ ანდებში. დაბლობების მაცხოვრებლებთან შედარებით, მაღალ მთაში მცხოვრებლებს მოკლე ხელები და ფეხები ჰქონდათ, მოკლე წინამხრებისა და წვივის ძვლის გამო ისინი უფრო დაბლები იყვნენ. მაღალმთიან და ვაკეზე მცხოვრებთა ხელის მტევნების და ტერფების სიგრძე დაახლოებით ერთნაირი იყო. მეცნიერთა აზრით, ასე ინარჩუნებდნენ ანდების მკვიდრნი სხეულის უფრო ფუნქციურად მნიშვნელოვან უბნებს, სწირავდნენ ნაკლებად მნიშვნელოვანს.

ახალ კვლევაში, კემბრიჯისა და ლივერპულის ჯონ მურსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გადაწყვიტეს შეესწავლათ ნეპალის დაბლობისა და მთის მაცხოვრებლების მორფოლოგია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვინაიდან ჰიმალაის კლიმატი უფრო მკაცრია, ვიდრე ანდებში, მორფოლოგიური განსხვავებები მაღალმთიან და დაბლობ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შორის უფრო დიდი უნდა იყოს. სტატიის ავტორებმა გაზომეს 18-დან 59 წლამდე ასაკის 254 მამაკაცისა და ქალის სიმაღლე და ხელების პროპორციები. ექსპერიმენტის 71 მონაწილე ცხოვრობდა ჰიმალაის მთისწინეთში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1400 მეტრის სიმაღლეზე. 183 ადამიანი ცხოვრობდა მთებში, 3500 მეტრზე მეტ სიმაღლეზე. ექსპერიმენტის ყველა მონაწილე იყო შერპების ტომიდან, ისინი იკვებებოდნენ ერთნაირი კვების რაციონით და ჰქონდათ ფიზიკური აქტივობის მსგავსი დონე.

აღმოჩნდა, რომ საშუალოდ, მაღალმთაში მაცხოვრებლების მკლავის სიგრძე 1-3 სანტიმეტრით მოკლე იყო, ვიდრე დაბლობის შერპების. მთავარი განსხვავება წინამხრების სიგრძეში იყო, თუმცა მთის მკვიდრ ქალებს საშუალოდ სანტიმეტრით მოკლე წინამხრები ჰქონდათ, ვიდრე მთისწინეთში. მამაკაცებს შორის ასეთი განსხვავება არ იყო.

მანამდე იაპონელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა ჰიმალაის ხანდაზმულ მაცხოვრებლებს შორის და დაადგინეს, რომ მაღალმთიაში მცხოვრებლები არ არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ. კლინიკური დეპრესიის ნიშნები გამოკითხულთა სამ პროცენტზე ნაკლებს აღმოაჩნდა. ადრე ითვლებოდა, რომ ჰიპოქსია გავლენას ახდენს დეპრესიის განვითარებაზე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მაღალ მთაში მაცხოვრებლების გენი კიბოს უჯრედებს ჟანგბადის გარეშე გადარჩენაში ეხმარება. - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები