/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

რა ასაკიდან და რა რაოდენობით ნაყინია რეკომენდებული ბავშვებისთვის

რა ასაკიდან და რა რაოდენობით ნაყინია რეკომენდებული ბავშვებისთვის
ნაყინი - ეს მხიარულების, გართობისა და გარკვეულწილად ბავშვობის ასოციაციაა.

მართალია, ნაყინი ძალიან ბევრ უფროსსაც არანაკლებად უყვარს, მაგრამ ის რაღაცნაირად მაინც ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვების უმეტესობას იმდენი ნაყინის ჭამის უფლებას არ აძლევენ, რამდენიც საჭიროა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგვემზადებიან სტატია იმაზე, თუ რა ასაკიდან და რა რაოდენობით ნაყინია დასაშვები ყოველდღიურად და როგორია მისი სასარგებლო თვისებები.

მაშ ასე, პირველ რიგში გეტყვით, რომ ბავშვებისთვის ნაყინის მირთმევა რეკომენდებულია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი ორგანიზმი საკმარისად ადაპტირდება რძესა და შაქართან. პედიატრები გვირჩევენ, რომ ბავშვებს ნაყინი 2 წლის ასაკიდან შევთავაზოთ. ზომიერების დაცვა ნებისმიერ ასაკში აუცილებელია, თუმცა პატარა ასაკში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ბავშვმა ნაყინი შეიძლება ყოველდღიურად მიირთვას. დღეში 1-2 პატარა ბურთი, მაქსიმუმ 100 გრამი მათთვის სრულიად საკმარისია. პედიატრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ ნაყინით არ მოხდეს სრულფასოვანი კვების, მაგალითად, სადილის ჩანაცვლება. ეს დესერტი პატარებს უნდა შესთავაზოთ მას შემდეგ, რაც დაბალანსებულ კვებას მიიღებენ.

paloma-nayinebi-1745430822.jpg

თუ თქვენი შვილი ნაყინს ყოველდღიურად გთხოვთ, თავი დამნაშავედ ნამდვილად არ უნდა იგრძნოთ. სწორად შერჩეულ ხარისხიან პროდუქტს კვებითი ღირებულება აქვს და ის შეიძლება ბავშვის რაციონის ნაწილი გახდეს.

ნაყინი შეიცავს ისეთ სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებს, როგორცაა კალციუმი და ვიტამინი D, რადგან მისი ძირითადი ინგრედიენტი რძეა. ისინი კი ძვლოვანი სისტემის განვითარებას უწყობენ ხელს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად აქტიურები არიან და ბევრ ენერგიას ხარჯავენ, ენერგიის გემრიელი წყარო შეიძლება გახდეს ნაყინი.

ნაყინი, რომელიც რძისგანაა დამზადებული, პროტეინის კარგი წყაროა. ცნობილია, რომ რძის ცილები (პროტეინი) მნიშვნელოვანია კუნთების მასის შესაქმნელად, სისხლში შაქრის დონის კონტროლისა და იმუნური ფუნქციის მხარდასაჭერად.

და რაც უკვე ყველამ კარგად იცის, ნაყინი ბედნიერების წყაროა. მისი ჭამა პირდაპირ უკავშირდება ტვინში დოფამინის გააქტიურებას, რაც ბედნიერების ჰორმონის გამოყოფაზეა პასუხისმგებელი.

თუ აქამდე ფიქრობდით, სასარგებლო იყო თუ არა თქვენი შვილებისთვის ნაყინი, ალბათ, ახლა უკვე ეჭვი აღარ გეპარებათ, რომ ის ბევრ სხვა ტკბილეულს ჯობია და თამამად შეგიძლიათ შესთავაზოთ პატარებს. ნაყინი რძეზეა დამზადებული და შეიცავს სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს, რაც მას უფრო ღირებულ ტკბილეულად აქცევს, ვიდრე ქარხნულად დამზადებული სხვა ტკბილეულია.

paloma-nayini-1745430833.jpg

ნაყინისგან სარგებლის მისაღებად მთავარი პირობა კი ხარისხიანი პროდუქტის შერჩევაა. სანდო კომპანიის ნაწარმი შეგიძლიათ თამამად ჩართოთ თქვენი შვილის ყოველდღიურ რაციონში.

დაბოლოს, ნაყინთან დაკავშირებულ ერთ მითსაც შევეხოთ. ნაყინი საზაფხულო დესერტადაა მიჩნეული, თუმცა თუ ბავშვი ჯანმრთელია, ნაყინის მიღება არც ცივ ამინდშია საშიში. პირიქით, ის ხელს უწყობს ორგანიზმის "ვარჯიშს" ტემპერატურულ ცვლილებებზე რეაგირების უნარში და იმუნიტეტის გაძლიერებაში ეხმარება.

ნუ შეგეშინდებათ, გემრიელი დესერტიც შეიძლება იყოს სასარგებლო, თუ მას გონივრულად მიაწოდებთ თქვენს პატარებს.

NS

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მამაკაცი და ასაკი: ხუთი ინტიმური კითხვა დაბერების შესახებ
მამაკაცი და ასაკი: ხუთი ინტიმური კითხვა დაბერების შესახებ
ასაკი გავლენას ახდენს სხეულის ყველა ნაწილზე, მათ შორის სასქესო ორგანოებზე.
სრულად
ქალი, 20 წლიანი ქორწინების შემდეგ, ChatGPT-თან ურთიერთობის გამო, ქმარს გაშორდა
ქალი, 20 წლიანი ქორწინების შემდეგ, ChatGPT-თან ურთიერთობის გამო, ქმარს გაშორდა
AI-სთან კომუნიკაციამ მას სიყვარული და თანაგრძნობა აგრძნობინა.
სრულად
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნახშირწყლებზე უარის თქმა ზრდის კიბოს განვითარების რისკს
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნახშირწყლებზე უარის თქმა ზრდის კიბოს განვითარების რისკს
Nature: დიეტები ნახშირწყლების დაბალი შემცველობით, ზრდის ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.
სრულად
ხუთი უნიკალური ოპერაცია, რომლებმაც მედიცინის საზღვრები გააფართოვეს - მსოფლიო ქირურგიის საოცრებები:
ხუთი უნიკალური ოპერაცია, რომლებმაც მედიცინის საზღვრები გააფართოვეს - მსოფლიო ქირურგიის საოცრებები:
თანამედროვე მედიცინა განუხრელად მიიწევს წინ, ხოლო ქირურგია ამ პროგრესის ავანგარდშია.
სრულად
მეცნიერთა აზრით, დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა თავის ტვინში სახიფათო „ქარიშხალს“ იწვევს
მეცნიერთა აზრით, დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა თავის ტვინში სახიფათო „ქარიშხალს“ იწვევს
PNAS: ჰაერში არსებული ტოქსინები არღვევს ტვინის უჯრედების ურთიერთქმედებას და აზიანებს მათ.
სრულად
იდეალური ყავის მომზადების საიდუმლო
იდეალური ყავის მომზადების საიდუმლო
ჟურნალი Physics of Fluids (სითხეების ფიზიკა): მდუღარე წყლის სქელ ნაკადს ყავის არომატი მაქსიმალურად ამოაქვს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა ასაკიდან და რა რაოდენობით ნაყინია რეკომენდებული ბავშვებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები