რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
    სრულად

    ალერგიული ასთმა - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    ალერგიული ასთმა

    თუკი ერთდროულად გაქვთ შემდეგი სიმპტომები - ცემინება, ხიხინი და სუნთქვის უკმარისობა, თქვენ შესაძლოა გქონდეთ ალერგიული ასთმა.

    ოთხი მნიშვნელოვანი ფაქტი ალერგიული ასთმის შესახებ:

    1. ასთმა როგორც წესი დაკავშირებულია ალერგიულ რინიტთან

    სხვადასხვა ტიპის ალერგიას სპეციფიური გავლენა აქვს სასუნთქ გზებზე:

    • ალერგიული რინიტი გავლენას ახდენს თქვენს ცხვირსა და წიაღებზე. რინიტს ახასიათებს - ცემინება, გაგუდულობა, ცხვირისა და თვალის ქავილი.
    • ასთმა გავლენას ახდენს ფილტვებზე, ახასიათებს - ხველა, ხიხინი, გულმკერდის შებოჭილობა, სუნთქვის უკმარისობა ან გახშირებული სუნთქვა.

    იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ალერგიული ასთმა, პაციენტს შესაძლოა გამოუვლინდეს ორივე დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომი.

    2. დაავადების გამომწვევი მიზეზები გარემოშია

    ალერგიული ასთმის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ბევრი სხვადასხვა ალერგენი, რომლებიც გარემოშია გავრცელებული - ცხოველის ბეწვი, მტვრის ტკიპა, ტარაკანი, ობის სოკო ან ყვავილის მტვერი.

    3. მნიშვნელოვანია მაპროვოცირებელი ფაქტორების შემცირება

    ალერგიული სინჯების საშუალებით შესაძლოა განისაზღვროს ალერგიის გამომწვევი მიზეზები, ხოლო დამატებითი კვლევებით შესაძლებელია ასთმის დიაგნოსტირებაც. თუკი გაქვთ ალერგიული ასთმა, აუცილებელია განისაზღვროს მისი გამომწვევი მიზეზები და მოხდეს მათი თავიდან არიდება, რაც დაგეხმარებათ დაავადების სიმპტომების კონტროლში.

    სახლში ალერგენების შესამცირებლად რეკომენდებულია:

    • შინაური ცხოველებთან კონტაქტის შეწყვეტა ან შემცირება.
    • ანტიალერგიული ბალიშისა და საბნის გამოყენება, ასევე სახლში ტენიანობის დონის 35%-მდე შენარჩუნება, რაც ქმნის მტვრის ტკიპების გამრავლებისთვის არახელსაყრელ პირობას.
    • საკვების დალუქული კონტეინერების გამოყენება, სამზარეულოს იატაკისა და მაგიდების ზედაპირის ხშირი წმენდა, რათა არ შეიქმნას მწერების გასამრავლებლად ხელსაყრელი გარემო.
    • თუკი ალერგიული ხართ ყვავილის მტვერზე, რეკომენდებულია ტანსაცმლის გამოცვლა და შხაპის მიღება სახლში დაბრუნებისთანავე; ასევე მცენარეების ყვავილობის პერიოდში კარისა და ფანჯრების დახურვა.

    4. როგორ აკონტროლოთ ალერგიული ასთმის სიმპტომები

    დღეისათვის ასთმისა და ალერგიის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები და ინჰალატორები ძალიან ეფექტურია. მათი გამოყენება მარტივია და აქვთ მცირე გვერდითი ეფექტი. როდესაც სიმპტომები რთული ფორმით არის გამოხატული ან არ ექვემდებარება მკურნალობას, მიმართავენ ალერგენებით იმუნოთერაპიას.

    იმისათვის რომ ალერგიულმა ასთმამ არ მოახდინოს თქვენი ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლა, საჭიროა დროულად მიმართოთ ექიმს.

    R