დასახელდა სხეულის სწრაფი დაბერების ასაკი

- ბიოსამედიცინო ინჟინერიის ავსტრალიელი პროფესორი კარლ კრუშელსკი დარწმუნებულია, რომ დაბერება არ არის სწორხაზოვანი პროცესი, არამედ ერთმომენტიანი ფენომენია. მან სხეულის სწრაფი დაბერების ასაკი დაასახელა ტელეარხის ABC Health-ის TikTok ანგარიშზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, წერს Daily Mail.
მეცნიერმა განმარტა, რომ დაბერება ორ ეტაპად მიმდინარეობს:
- პირველი ხდება დაახლოებით 45 წლის ასაკში და ხასიათდება კანის ხარისხის შესამჩნევი გაუარესებით, კუნთების მასის დაკარგვით და, შედეგად, მეტაბოლიზმის შენელებით. მეცნიერმა განმარტა, რომ ამასაკის შემდეგ პირველი ღრმა ნაოჭები ჩნდება და ორგანიზმი უფრო ცუდად ამუშავებს ცხიმებსა და ალკოჰოლს.
- ბიოინჟინერის თქმით, 65 წლის ასაკში ორგანიზმი მეორედ მკვეთრად ბერდება. ეს იწვევს იმუნური სისტემის დამცავი ფუნქციის დაქვეითებას.
მეცნიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის მიერ დასახელებული ასაკი სავარაუდო და პირობითია. ზოგიერთ ადამიანში დაბერების ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს ათი წლით ადრე, ზოგთან კი ათი წლით გვიან. ამიტომ, მეცნიერი მოგვიწოდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას და ვარჯიშს მთელი ცხოვრების განმავლობაში, რათა შეფერხდეს ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების დაწყება.
დასახელდა სიცოცხლის გამახანგრძლივებელი დიეტა
ესპანეთისა და იტალიის მკვლევართა ჯგუფი ორი ათწლეულის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს ორივე სქესის 642 ტოსკანელ მაცხოვრებელს.
კვლევის დასაწყისში ყველა მონაწილე იყო 65 წელზე მეტი ასაკის.
კვების რაციონსა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის კავშირის შესაფასებლად, მეცნიერები ეყრდნობოდნენ არა მხოლოდ მონაწილეთა ანგარიშებს იმის შესახებ, თუ რას ჭამდნენ, რაც შეიძლება არაზუსტი ყოფილიყო, მკვლევარებმა ასევე გააანალიზეს გარკვეული ნივთიერებების (ბიომარკერების) კონცენტრაცია მონაწილეთა სისხლსა და შარდში. საუბარია ბიომარკერებზე, როგორიცაა პოლიფენოლების დონე (ბუნებრივი ანტიოქსიდანტები), რესვერატროლის მეტაბოლიტები (ნივთიერება, რომელიც გვხვდება ყურძენსა და წითელ ღვინოში), კაროტინოიდებზე, სელენზე, ვიტამინ B12, ომეგა-3 უჯერ დანაჯერ ცხიმოვან მჟავებზე.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შემუშავდა კოეფიციენტი, რომელიც ასახავს, რამდენად ახლოს იყო თითოეული მონაწილის კვების რაციონი ამ ორი ათწლეულის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვის დიეტასთან - დიეტის ტიპთან, რომელიც მოიცავს ახალი ხილის, ბოსტნეულის, თხილეულის, ზეითუნის ზეთის, თევზის, ზღვის პროდუქტების და ა.შ.მაღალ მოხმარებას.
აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მაღალია ეს კოეფიციენტი, მით ნაკლებია მოულოდნელი სიკვდილის რისკი რაიმე მიზეზით, მათ შორის გულ-სისხლძარღვთადაავადებების შედეგად.
თუმცა, ხმელთაშუა ზღვის დიეტა არ გვიცავს კიბოს გამო სიკვდილისაგან.