რა საშიშროების შემცველია შვიდ საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ძილი
ძილის ქრონიკულმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები
- ძილის ნაკლებობამ შეიძლება დაასუსტოს იმუნური სისტემა და ორგანიზმი უფრო მგრძნობიარე გახადოს ინფექციების მიმართ. კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ღამით შვიდ საათზე ნაკლებს სძინავთ, სამჯერ უფრო ხშირად ცივდებიან, ვიდრე ისინი, ვისაც რვა საათი ან მეტი სძინავს. ძილის დროს აქტიურად წარმოიქმნება ციტოკინები - რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ანთებასა და ვირუსებთან ბრძოლაში.
ძილის ნაკლებობა ასევე იწვევს გაღიზიანებას, გუნება-განწყობის გაუარესებას, ქრონიკულ დაღლილობას, შფოთვას, დეპრესიას ფსიქიკურ აშლილობას,შემეცნებითი ფუნქციების დაქვეითებას და სხვა. ერთ უძილო ღამესაც კი შეუძლია გააუარესოს ყურადღება, შეამციროს პროდუქტიულობა და გაართულოს გადაწყვეტილების მიღება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობაც ინტელექტუალურ აქტივობას გულისხმობს.
რატომ გვეხმარება კარგი ძილი წონის დაკლებაში
სრულფასოვანი ძილი გვეხმარება მადის კონტროლში.
საკმარისი ხანგრძლივობის ძილი სხეულს ეხმარება მადის კონტროლსა და წონაში კლებაში. ძილის დროს წარმოიქმნება ჰორმონები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შიმშილისა და დანაყრების გრძნობაზე.
ძილის ნაკლებობა ზრდის მადას, მაგრამ ადეკვატური ძილი აწესრიგებს მას. მრავალრიცხოვანი კვლევები აჩვენებს, რომ უძილო ღამის შემდეგ გიჩნდებათ არაჯანსაღი საკვების მიღების სურვილი - მიირთვათ რაიმე ტკბილი და ცხიმიანი. ასე ცდილობს ტვინი აინაზღაუროს ენერგიის დეფიციტი.
როდესაც ადამიანი ადეკვატურად ან/ვერ ისვენებს, უფრო რთულია კვებითი ქცევის კონტროლი, ამიტომ შესაძლოა ჭარბად მიიღოს საკვები, მაშინაც კი, თუ ის რეალურად უკვე დანაყრებულია.
ძილი არ არის მხოლოდ დასვენება, არამედ უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე კოგნიტურ ფუნქციებზე.
ძილის ქრონიკულმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის დასუსტება - ძილის ნაკლებობა ამცირებს ორგანიზმის თავდაცვას, რაც მას უფრო მგრძნობიარეს ხდის ინფექციების მიმართ.
სრულფასოვანი ძილის მტრები
5 ელემენტი, რომელიც უნდა მოშორდეს საძინებლიდან
საძინებელში მშვიდი და მყუდრო ატმოსფერო ხელს უწყობს ჯანსაღ და მშვიდ ძილს. თუმცა, ინტერიერის ზოგიერთმა ნივთმა შეიძლება ხელი შეუშალოს სათანადო დასვენებას.
პირველ რიგში, ეს მოიცავს საყოფაცხოვრებო ტექნიკას. ტელევიზორის, ლეპტოპის და კომპიუტერის ეკრანები ასხივებენ შუქს, რომელიც თრგუნავს ძილის ჰორმონის, მელატონინის, გამომუშავებას. ძილის წინ ტელევიზორის ან ფილმების ყურება ართულებს დაძინებას. უმჯობესია მსგავსი ელექტრომოწყობილობა სხვა ოთახებში მოათავსოთ.
ნათელ შუქს შეუძლია დაარღვიოს სიფხიზლისა და ძილის ბუნებრივი ციკლიც. უარყოფით გავლენას ახდენს სინათლის ფერიც: ცივი, თეთრი სინათლე ხელს უშლის ორგანიზმს დასვენებისთვის მომზადებაში. უმჯობესია, გამოიყენოთ ნათურები სუსტი, თბილი გამოსხივებით.
მნიშვნელოვანი პუნქტია ძილისთვის კომფორტული ბალიში და ლეიბი. თუ ბალიშმა დიდი ხანია დაკარგა ფორმა, ლეიბი კი ძალიან რბილი ან მყარია, ან ზამბარები ჭრიალებს, ძილი სასურველი დასვენებისა და ძალების აღდგენის შეგრძნებას არ მოგანიჭებთ.
სარკეებს საძინებელში, პირდაპირ საწოლის მოპირდაპირედ, შეუძლია შექმნას არასასიამოვნო ატმოსფერო და ასევე არეკლოს სინათლე. ეს ყველაფერი ართულებს მოდუნებას და სწრაფად დაძინებას. ამიტომ, უმჯობესია, ინტერიერის ეს ნივთები სხვა ოთახებში მოათავსოთ.
დეკორით გადატვირთულმა საძინებელმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა და სტრესი. ინტერიერში სისუფთავე და მინიმალიზმი ხელს უწყობს სიმშვიდეს და ქმნის მშვიდ ატმოსფეროს.