სურსათის ეროვნული სააგენტო - იმპორტირებული რძის 5 ნიმუშის, რომელშიც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა, ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სურსათის ეროვნული სააგენტო - იმპორტირებული რძის 5 ნიმუშის, რომელშიც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა, ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს

იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა.

უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო აფლატოქსინებზე ნედლი რძის კვლევას სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში 2022 წლიდან ახორციელებს, რაც, განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით და ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

„სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მოსახლეობის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, ყოველდღიურად ასობით ობიექტზე კონტროლის ღონისძიებას ახორციელებს. შემოწმება ხორციელდება როგორც წინასწარ გაწერილი გეგმის ფარგლებში, ისე ყველა იმ შეტყობინებაზე საპასუხოდ, რომელიც მოსახლეობის მხრიდან ფიქსირდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მყისიერად ახდენს მოსახლეობის ინფორმირებას აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით, რადგან სააგენტოსთვის პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.