რომელია გულძმარვის სამკურნალო ყველაზე მავნე საშუალება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელია გულძმარვის სამკურნალო ყველაზე მავნე საშუალება

საჭმელი სოდა და წყალი (სოდიანი წყალი) პოპულარული ხალხური საშუალებაა გულძმარვის სამკურნალოდ. ოდიანი წყალი ხელს უწყობს გულმკერდის არეში უსიამოვნო წვის შეგრძნების მოცილებას. თუმცა, სინამდვილეში, ასეთი მკურნალობის ეფექტი ხანმოკლეა და რეგულარული გამოყენებით ან ძალიან დიდი დოზებით სოდამ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ორგანიზმი.

სოდიანი წყლის დალევისას, კუჭში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი წარმოიქმნება. ამ დროს გულძმარვა შეიძლება რეალურად შემცირდეს. თუმცა, შემდეგ ორგანოს კედლები იწყებს გაჭიმვას გაზების გავლენის ქვეშ, რაც იწვევს გულძმარვას, დისკომფორტს დაშებერილობას. ამავდროულად, კუჭში მატულობს მარილმჟავას გამომუშავება.

შედეგად, შვებას ცვლის სხვა რეფლუქსი - კუჭის მჟავე შიგთავსის საყლაპავ მილში გამოყოფა და გულძმარვა განახლებული ენერგიით ბრუნდება.

ამ ეფექტს ასევე უწოდებენ "მჟავას რიკოშეტს". თუ ამ მეთოდს გულძმარვის მოსახსნელად რეგულარულად იყენებთ, გულძმარვის შეტევები გახშირდება, რაც გამოიწვევს საყლაპავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას. ასევე საშიშია სოდიანი წყლის უკონტროლო მოხმარება პეპტიური წყლულისა და გასტრიტის გამწვავების გამო.

სოდიანი წყლის ჭარბად გამოყენებ სერიოზული შედეგი შეიძლება აღმოჩნდეს ორგანიზმში წყ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა. სოდა შეიცავს ნატრიუმს, რომლის გადაჭარბებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის შეკავება და შეშუპება. ეს განსაკუთრებით საშიშია თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა, მათ შორის ჰიპერტონული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ამ მხრივ გაცილებით უსაფრთხო და ეფექტური იქნება შესაბამისი მედიკამენტების გამოყენება, რომლებიც ანეიტრალებს მჟავას ანქვეითებს კუჭის წვენის გამომუშავებას. თუ გულძმარვის შეტევები რეგულარულად მეორდება, უმჯობესია არა მხოლოდ სიმპტომსებრძოლოთ, არამედ მიმართოთ გასტროენტეროლოგს, პრობლემის მიზეზის დასადგენად.

რამ შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვის პროვოცირება?

გულძმარვა ჩვეულებრივ ვითარდება ჭამიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ. მისი პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს სხეულის დახრამ, ფიზიკურმა გადაძაბვამ, ან გარკვეული სახის საკვების მიღებამ.

გულძმარვა ასევე შეიძლება აღმოცენდეს ჯანმრთელ ადამიანებში ჭარბი ჭამის, ტკბილეულის, შავი პურის, ახლადგამომცხვარიცომეულის, ცხარე და ცხიმიანი საკვების, რძის პროდუქტების, ალკოჰოლის, შოკოლადის, შავი ჩაის, ყავის, მჟავე ვაშლის ან ქლიავის, ლიმონის, პომიდვრის, პომიდვრის სოუსების მიღების შემდეგ.

რა დაავადება იწვევს გულძმარვას?

მისი განვითარების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს პანკრეასის (პანკრეატიტი), ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებები,წყლულოვანი და ეროზიული დაავადებები: ეროზიული ეზოფაგიტი, კუჭის წყლული, ეროზიები და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.

როგორ ვებრძოლოთ გულძმარვა კვების რეჟიმით

  • გამორიცხეთ რაციონიდან მარილიანი, შემწვარი, მჟავე, ცხარე საკვები
  • არ დალიოთ ალკოჰოლი და თავი შეიკავ მოწევისგან
  • არ მიირთვათ ძალიან ცხელი საკვები
  • არ დაწვეთ ჭამის შემდეგ, მოიცადეთ მინიმუმ ერთი საათი.