გამოვლენილია დაავადება, რომლის მკურნალობაც მრავალძარღვათია შესაძლებელია
ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მრავალძარღვას ექსტრაქტს შეუძლია გაანადგუროს ბაქტერიები, რომლებიც იწვევს ლაიმის დაავადებას. ლაიმის დაავადება, ინფექციური დაავადებაა, რომელიც აზიანებს კანს, სახსრებს, გულს და ნერვულ სისტემას. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა International Journal of Molecular Sciences (IJMS)-ში.
რა არის ლაიმის დაავადება?
ლაიმის დაავადება (ბორელიოზი) გამოწვეულია Borrelia-ს გვარის ბაქტერიებით. მკურნალობის გარეშე, ის იწვევს სერიოზულ დარღვევებს და შესაძლოა, ინვალიდობამდე მიიყვანოს ადამიანი. ამ დაავადებას ტკიპის ბორელიოზსაც უწოდებენ, რადგან ტკიპები (ტყის) ინფიცირებული ცხოველებისგან(მღრღნელები, ირემები, ფრინველები) სისხლის წოვისას თავად ინფიცირდებიან და შემდეგ კბენენ ადამიანს.
მეცნიერებმა განმარტეს, რომ 10-30%-მდე პაციენტი სრულად ვერ გამოჯანმრთელდება ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ, რადგან Borrelia-ს ბაქტერიები ვითარდებიან და გადარჩენის ახალი მექანიზმებს იძენენ. ამ მიზეზით, მკვლევრებმა დაიწყეს ბუნებრივი ნივთიერებების ძიება, რომლებიც ეფექტურადგაანადგურებდა ამ ბაქტერიებს.
მრავალძარღვას ექსტრაქტის ეფექტი ლაიმის დაავადებაზე
მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს მრავალძარღვას ორ სახეობაზე - Plantago major და Plantago lanceolata.მათ მრავალძარღვას ახალმოკრეფილი მცენარეებისგან დაამზადეს ექსტრაქტები და დაამუშავეს Borrelia burgdorferi-ს – ლაიმის დაავადების გამომწვევიშტამი, რომელიც მდგრადი ბიოგარსს ქმნის - ნიმუშები.
შედეგებმა აჩვენა, რომ მრავალძარღვას კომბინირებული ექსტრაქტი სიცოცხლისუნარიანი ბაქტერიების რაოდენობას 85%-ით ამცირებდა.თუ ექსტრაქტები ცალ-ცალკე გამოიყენებოდა, მათი ეფექტურობა უფრო დაბალი იყო. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მრავალძარღვაში არსებული სხვადასხვა ფიტოქიმიური ნივთიერებების კომბინაცია აძლიერებს მის ანტიმიკრობულ აქტივობას. გარდა ამისა, P. major და P. lanceolata-ს ექსტრაქტებმა ბაქტერიებისმიერ ბიოგარსის წარმოქმნა 30%-ით შეამცირა.
მკვლევარების თქმით, ეს აღმოჩენა შესაძლოა საფუძველი გახდეს ლაიმის დაავადების ახალი, არანტიბიოტიკური მეთოდით მკურნალობისთვის.ადრე მსგავსი პერსპექტიული თვისებები გამოვლინდა ველური ძეძვის (Dipsacus fullonum) ექსტრაქტშიც.
მრავალძარღვასთან დაკავშირებული გავრცელებული მითები
ბევრი თვლის, რომ მრავალძარღვას ფოთლის ჭრილობაზე დადება ხელს უწყობს შეხორცებას, მაგრამ ეს მითია. გაურეცხავი მრავალძარღვას ფოთლის ჭრილობაზე დადება არა მხოლოდ უსარგებლოა, არამედ სახიფათოც – მცენარის ზედაპირზე შეიძლება იყოს ბაქტერიები, რომლებიც გამოიწვევენ ინფექციას, მათ შორის ტეტანუსს.
მრავალძარღვას ნამდვილად აქვს ანთების საწინააღმდეგო და შეხორცების პროცესის გამაძლიერებელი თვისებები, მაგრამ ეს მისი წვენის დამსახურებაადა არა ფოთლების.მრავალძარღვა შეიცავს ფიტონციდებსა და ვიტამინ K-ს, რომლებიც ხელს უწყობენ ჭრილობების შეხორცებას. თუმცა, შედეგს იძლევა არა ფოთლების დადება, არამედ მცენარის წვენი, რომელიც ფოთლების დამუშავებისას გამოიყოფა. განმარტავენ სპეციალისტები.
ჭრილობის სწორად დამუშავება ასე უნდა მოხდეს
ჭრილობის დამუშავებისას, მრავალძარღვას ფოთლების დადების ნაცვლად უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:
- ჭრილობა ჯერ სუფთა წყლით უნდა ჩამოიბანოთ.
- შემდეგ დამუშავდეს წყალბადის ზეჟანგით.
- ბოლოს ჭრილობაზე უნდა მოთავსდეს სტერილური, მშრალი სახვევი.
ეს არის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური გზა ჭრილობის ინფექციისგან დასაცავად.