მაია ხერხეულიძე: ანტიბიოტიკით თვითმკურნალობა დაუშვებელია - ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ეფექტურად გამოიყენება პრეპარატი ფაგიო® - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მაია ხერხეულიძე: ანტიბიოტიკით თვითმკურნალობა დაუშვებელია - ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ეფექტურად გამოიყენება პრეპარატი ფაგიო®

ინფექციების სეზონი

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში გავრცელებულმა სხვადასხვა დაავადებებმა, სეზონურმა ინფექციებმა და პანდემიების სიხშირემ სეზონებს შორის ფაქტობრივად წაშალა საზღვრები და ახლა რესპირაციული დაავადებები მთელი წლის განმავლობაში გვესხმიან თავს. ამასთან ტემპერატურის ხშირი არასტაბილურობა მკვეთრად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, რაც ზრდის სხვადასსხვა რესპირატორული ინფექციებით ავადობის რისკს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ მცირე ასაკის ბავშვები, რაც აიხსნება ერთი მხრივ ინფექციების სიმრავლით, ხოლო მეორე მხრივ კი სასუნთქი სისტემის ფიზიოლოგიური თავისებურებებითა და იმუნური სისტემის უმწიფრობით.“

ანტიბიოტიკით თვითმკურნალობა დაუშვებელია - ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ეფექტურად გამოიყენება პრეპარატი ფაგიო

„ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურია ტონზილო ფარინგიტისა და ზედა სასუნთქი გზების ინფეცქიების შემთხვევები. მშობლები სასუნთქი სისტემის დაავადებების, მათ შორის ტონზილო ფარინგიტის დროს ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობის მიზნით ანტიბიოტიკების გამოყენებას, რაც დაუშვებელია. არასაჭირო ანტიბიოტიკოთერაპია და ანტიბიოტიკის არასწორი დოზითა და ხანგრძლივობით გამოყენება ერთი მხრივ ზრდის ბაქტერიების მიმართ რეზისტენტობის განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ გვერდითი მოვლების (დიარეა, ალერგიული რეაქციები) განვითარების რისკს.

ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ეფექტურად გამოიყენება საქართველოში წარმოებული ინოვაციური, სპეციფიური ანტიბაქტერიული პრეპარატი ფაგიო, რომელიც პრაქტიკულად ანტიბიოტიკის ალტერნატიული მედიკამენტია. ფაგიოს შემადგენლობაში შედის დაავადების გამომწვევი სხვადასხვა ბაქტერიის (Streptococcus, Staphylococcus, E.Coli, Pseudomonas aeruginosa, Proteus) საწინააღმდეგო სელექციური, მაღალი აქტივობის მქონე ფაგები, რაც განაპირობებს პრეპარატის გარანტირებულ მაღალ აქტივობას და ეფექტურობას ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ფაგიო ბუნებრივი პრეპარატია და ანადგურებს მხოლოდ დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიებს და ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით არ აზიანებს ადამიანის სასარგებლო მიკროფლორას, რომელიც ორგანიზმში მარვალ მეტად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.

ფარინგო-ტოზნილიტის სამკურნალოდ მაქსიმალური ეფექტურობისთვის ფაგიო სპრეის გამოყენება უნდა დაიწყოს დაავადების ადრეულ ეტაპზე, კვებამდე ნახევარი საათით ადრე ან კვების შემდეგ. პრეპარატი გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ეფექტურობასთან ერთად ფაგიო ხასაითდება მნიშვნელოვანი უსაფრთხოების პროფილით, მას პრაქტიკულად არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. სწორედ პრეპარტის მაღალი ეფექტურობიდან და უსაფრთხოების პროფილიდან გამომდინარე ფაგიო წარმოადგენს არჩევის პრეპარატს ზედა სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექციების შემთხვევაში.“

ფაგიო - ფაგის პრეპარატი

„ფაგიო გახლავთ ფაგების პრეპარატი. ბაქტერიოფაგი - ფაგი სპეციფიკური ვირუსია, რომელიც უკავშირდება დაავადების გამომწვევი ბაქტერიების უჯრედის მემბრანას, არღვევს მის მთლიანობას, შეიჭრება ბაქტერიის უჯრედის შიგნით, მრავლდება და იწვევს ბაქტერიული უჯრედის დაშლას. მირკოფლორა მონაწილების საკვების მონელებისა და შეწოვის, ვიტამინების სინთეზის, იმუნური რეგულაციის პროცესებში. ფაგიოს გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია ბაქტერიული გართულებების პრევენციისთვისაც.“

ბავშვთა ასაკი და რესპირაციული ინფექციები

„ბავშვთა ასაკში განსაკუთრებით ხშირია რესპირაციული ინფექციები. საბავშვო ბაღისა და სკოლის პირველ წლებში ბავშვმა შესაძლოა 6-8 ჯერ გადაიტანოს ვირუსული ინფექცია. შემთხვევათა უმეტეს ნაწილში ეს ინფექციები მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა მოცმეულ ასაკში მაღალია სასუნთქი გზების, განსაკუთრებით ზედა სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექციების (ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი, ოტიტი.) განვითარების რისკი.“

რა არის ფარინგო-ტონზილიტი?

„ფარინინგიტი და ტონზილიტი ბავშვთა ასაკის ერთ-ერთ უხშირეს პრობლემას წარმოადგენს. ფარინგო-ტონზილიტი - ხახის უკანა კედლის ლორწოვანი გარსისა და ტონზილების (ნუშურა ჯირკვლების) ანთებითი დაავადებაა, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული ინფექციით. ნუშურა ჯირკვლები მოსახლეობაში გლანდების სახელით არის ცნობილი და ხშრად ის რუდიმენტულ და უფუნქციო ნაწილად მიაჩნიათ, თუმცა ეს არასწორი ინფორმაცია. ნუშურა ჯირკვლები ადამიანის იმუნური სისტემის განუყოფელი ნაწილია, ეს ის პირველი ბარიერია, რომელიც აკავებს ინფექციას ქვედა სასუნთქ გზებში. გავრცელებისაგან. ხშირად მშობლები ძლიერ შფოთავენ ბავშვებში ნუშურა ჯირკვლების სიდიდის გამო, თუმცა მხოლოდ ნუშურების გადიდება არ ნიშნავს რომ ტონზილები ამოსაკვეთია, ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად ნუშურები მცირდება ზომაში.

ფარინგიტისა და ტონზილიტის დამახასიათებელი ძირითადი ნიშანია ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება, უმადობა, ცხელება, რასაც შეიძლება თან სდევდეს საერთო სისუსტე, თავის ტკივილი. თუ დაავადების გამომწვევი ვირუსული ინფექციაა დაავადება ჩვეულებრივ თანდათანობით იწყება, ცხელება არ აღწევს მაღალ ციფრებს, ყელის ტკივილთან ერთად გამოხატულია ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები, როგორიცაა ცხვირიდან გამონადენი და ცხვირის გაჭედვა, ცემინება, ხველა, კონიუქტივიტი და სხვ. ასეთ დროს დათვალიერებით ხახის უკანა კედელი და ნუშურა ჯირკვლები მკევთრად შეწითლებულია, ზოგჯერ შეშუპებული და მარცვლოვანიც. თუ ტონზილო-ფარინგიტი ბაქტერიული ინფექციით არის განპირობებული, დაავადება იწყება მწვავედ, მაღალი ცხლებით ტემპერატურა მეტია 38,5C -ზე, ვლინდება თავის და ზოგიერთ შემთხვევაში მუცლის ტკივილი. ასეთ დროს არ არის გამოხატული ვირუსული ინფექციის ნიშნები და ხახის დათვალიერებისას ნუშურა ჯირკვლებზე ვლინდება ჩირქოვანი ნადები, ე.წ. ჩირქოვანი საცობები, ხშირად გამოხატულია ყბისქვეშა და კისრის ლიმფური კვანძების გადიდებაც, რომელიც ზოგჯერ თვალითაც არის შესამჩნევი.

თუ ბავშვს გამოხატული აქვს ფარინგო-ტონზილიტის კლინიკა მეტად მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია, დიაგნოსტიკის და მიზანმიმართული მკურნალობის წარმართვის მიზნით. ბავშვის ავადმყოფობის დროს მნიშვნელოვანია მშობლებმა იცოდნენ ის ე.წ. „განგაშის“ ნიშნები, როდესაც აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებლივი ვიზიტი. ასეთ ნიშნებს მიეკუთვნება:

  • ძილიანობა;
  • შეუპოვარი,
  • ხშირი ღებინება, რომელიც არ არის კვებასთან დაკავშირებული;
  • კრუნჩხვა;
  • ჩვილი, რომელიც საერთოდ ვერ იღებს საკვებს და 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვი, რომელიც ვერ იღებს სითხეს;
  • ხმაურიანი, მკვეთრად გახშირებული სუნთქვა;
  • მაღალი ცხელება, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან 5 დღეზე მეტ ხანს გაგრძელებული ცხელება.

ტონზილო-ფარინგიტის შემთხვევაში მიზანშეწონილია დაავადებული ბავშვის სახლში დატოვება, სითხით დატვირთვა, თბილი სითხეების მიწოდება, თუ მაღალი ცხელება ვლინდება (>38,5-ზე) და ცხელებასთან ერთად ბავშვის ზოგადი მდგომარეობა უარესდება შეიძლება გამოვიყენოთ ცხელების საწინააღმდეგო საშუალებები. გახსოვდეთ, რომ ცხელება გარკვეული დამცველობითი რეაქციაა, ამ დროს უკეთ ხდება ორგანიზმში ინფექციური აგენტის საწინააღმდეგო დამცველლობითი ნივთიერებების გამომუშავება და ინფექციასთან ბრძოლა. ამიტომ ცხელება ყოველთვის არ საჭირობს მედიკამენტის გამოყენებას.“

R