ადამიანთა რომელი კატეგორიისთვის არის ყველაზე საშიში სოციალური ქსელები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადამიანთა რომელი კატეგორიისთვის არის ყველაზე საშიში სოციალური ქსელები

კანადელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სოციალური ქსელების აქტიურმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ფსიქიკური აშლილობის გამოვლინებები, მათ შორის ბოდვითი იდეები და საკუთარი თავის აღქმის დარღვევა. ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალში BMC Psychiatry (BMCP).

სოციალური მედია დიდი ხანია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. თუმცა, ახალი კვლევით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებში, სოციალურ ქსელებს შეუძლია საკუთარი თავის და გარშემომყოფთა შესახებ დამახინჯებული იდეების განვითარებისა და განმტკიცების პროვოცირება.

თავის ნაშრომში მკვლევარებმა გააანალიზეს 2004-დან 2022 წლამდე გამოქვეყნებული 155 სამეცნიერო სტატიის მონაცემები და შეიმუშავეს ახალი კონცეფცია სახელწოდებით - „სოციალური ქსელების საშუალებით ბოდვის გაძლიერება“.

გამოდის, რომ სოციალურ ქსელებს ყველაზე დიდი გავლენა აქვს ნარცისული პიროვნული აშლილობის, დისმორფოფობიის (სხეულის დამახინჯებული აღქმა), კვებითი ქცევის და ფსიქოზური აშლილობების მქონე ადამიანებზე, როგორიცაა შიზოფრენია და ბიპოლარული აშლილობა.

მაგალითად, ნარცისიზმის მქონე ადამიანები უფრო ხშირად აქვეყნებენ სელფებს და მათი პერსონის მნიშვნელობის საზომად მიაჩნიათ მოწონებებისა და გამომწერების რაოდენობა.

სხეულის დისმორფული აშლილობის მქონე ადამიანებისთვის სოციალური მედია პროვოცირებს მათი გარეგნობის მუდმივ შედარებას სხვებთან. რაც ზრდის ნეგატიურ დამოკიდებულებას საკუთარი სხეულის და გარეგნობის მიმართ.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებში სოციალურმა მედიამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ილუზიები, როგორიცაა დევნის პარანოია. ზოგჯერ ასეთი ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ მათი აზრები ტრანსლირდება ონლაინ რეჟიმში. ეროტომანიის შემთხვევაში (ილუზია, რომ ადამიანი არის ცნობილი ადამიანის სიყვარულის ობიექტი), სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანების ცხოვრებაზე მუდმივად თვალყურის დევნის შედეგად, ადამიანი ქმნის ამ ცნობილ ადამიანებთან პირადი ურთიერთობის ილუზიას, რაც აძლიერებს აკვიატებულ ქცევას.

„სოციალური მედია ქმნის პირობებს, რომლებშიც ბოდვითი იდეები უფრო ადვილად ყალიბდება და განმტკიცდება, რადგან მომხმარებლები იმყოფებიან გარემოში რეალობის ეფექტური შემოწმების გარეშე“, - თქვა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა ბერნარდ კრესპიმ.

მკვლევარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჯერ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ სოციალური მედია კონკრეტულად იწვევს ფსიქიკური აშლილობის განვითარებას, მაგრამ მათ გამოყენებასა და სიმპტომების გაუარესებას შორის კავშირი აშკარაა. შემდგომში, მკვლევარები გეგმავენ შეისწავლონ სხვადასხვა პლატფორმის გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და შეუძლია თუ არა სოციალურ მედიაში დახარჯული დროის შემცირებას შეამციროს ბოდვისა და შფოთვის გამოვლინებები.