რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
    სრულად

    ადამიანები სიამოვნებით ენდობიან მეცნიერებს, რომელთაც იუმორის გრძნობა გააჩნიათ - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    ადამიანები სიამოვნებით ენდობიან მეცნიერებს, რომელთაც იუმორის გრძნობა გააჩნიათ

    უკანასკნელ წლებში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შედეგად, ადამიანები ნაკლებად ენდობიან მეცნიერებს. ამის შესახებ მკლევარებმა ნაშრომი გამოაქვეყნეს გამოცემაში Journal of Science Communication.

    სპეციალისტებმა მაგალითად მოიყვანეს გამოკითხვის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ ამერიკელების მხოლოდ 29% -ს მიაჩნია, რომ მეცნიერება მოქმედებს საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით.

    თუმცა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია. ამისათვის მეცნიერებმა თავიანთ „მდგრად პროფესიანალიზმს“ უნდა დაუმატონ პოზიტიური იუმორის წილიც. ეს ჰიპოტეზა დაამტკიცა სოციალური ქსელის X გამოყენებით ჩატარებულმა ექსპერიმენტმა.

    მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ერთიდაიგივე თემაზე შექმნილი კარიკატურების ოთხი ვარიანტი - ავტომობილები ავტოპილოტის რეჟიმში.

    პირველ ვარიანტში ორი უპილოტო მანქანა აღწერეს მშრალად, ყოველგვარი იუმორის გარეშე. მეორე შემთხვევაში - მსუბუქი კეთილი სატირის დახმარებით. მესამე ვარიანტში აღწერისას გამოიყენეს ანტროპომორფიზმის ხუმრობის ილეთი - ავტომობილი „დააჯილდოვეს“ ადამიანური ნიშნებით. და ბოლოს, მეოთხე ვარიანტში უკანასკნელი ორი მეთოდი გააერთიანეს.

    ოთხივე პუბლიკაცია გაკეთებული იქნა გამოგონილი მეცნიერ-თანამშრომლის სახელით.

    ჯამში გამოსახულება ნახა 2212 მომხმარებელმა. მკვლევარებმა მათ სთხოვეს მონაწილეობა მიეღოთ ონლაინ-გამოკითხვაში და შეეფასებინათ ესა თუ ის პოსტი ავტორის მიმართ სიმპათიის და მიღებული ინფორმაციისადმი სანდოობის თვალსაზრისით. რესპონდენტებმა ასევე უპასუხეს შეკითხვას მათი აზრით დასაშვებია თუ არა სამეცნიერო კომუნიკაციის ამგვარი ფორმა.

    გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ მომხმარებელს ყველაზე მეტად იზიდავდა სატირისა და ანტროპომორფიზმის კომბინირებული ვარიანტი. პუბლიკაციისთ გამოწვეული დადებითმა ემოციებმა კი გაზარდეს ავტორისა და მის მიერ მოწოდებული ინფორმაციისადმი ნდობის ხარისხი.

    მიუხედავად მირებული შედეგებისა, მეცნიერებმა ხაზი გაუსვეს კეთილგანწყობილების შენარჩუნების მნიშვნელობას. საქმე იმაშია, რომ მწარე სატირამ შეიძლება გამოიწვიოს უკუ ეფექტი - საზოგადოების მხრიდან აგრესიის ტალღის პროვოცირება.

    სხვადასხვა დროს ჩატარებულ კვლევის მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ მეცნიერებისადმი ნდობის დონე საშუალოდ მთელ მსოფლიოში საკმაოდ მაღალი იყო (3.62 ხუთ ქულიანი შკალით). კერძოდ, გამოკითხულთა დაახლოებით 78% დარწმუნებული იყო, რომ მეცნიერებს აქვთ კვალიფიკაცია საზოგადოებისა და კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი კვლევების ჩასატარებლად, ხოლო გამოკითხულთა დაახლოებით 57% თვლიდა, რომ თითქმის ყველა მეცნიერი გულწრფელად ზრუნავს ადამიანების კეთილდღეობაზე.

    ამავდროულად, მკვლევარებმა აღმოაჩინეს სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვანი განსხვავებები მეცნიერებისადმი ნდობაზე. ამ რეიტინგში პირველ ადგილზეა ინდოეთი და აფრიკისა და აზიის განვითარებადი ქვეყნები, ასევე ავსტრალია, ესპანეთი, თურქეთი, ახალი ზელანდია და არგენტინა. ამავდროულად, ნდობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (3,33 და ქვემოთ) დაფიქსირდა ყოფილ სსრკ-სა და ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში, ასევე ისრაელში, იაპონიაში, ეთიოპიასა და იტალიაში. ამავდროულად, მეცნიერებმა ვერ იპოვეს კავშირი კონსერვატიულ პოლიტიკურ შეხედულებებსა და მეცნიერებისადმი უნდობლობას შორის.

    მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ისინი განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან იმით, რომ გამოკითხულ მოხალისეთა მხოლოდ 42%-ს მიაჩნია, რომ მეცნიერები საკმარის ყურადღებას აქცევენ სხვების შეხედულებებსა და პრიორიტეტებს. ამავდროულად, რესპონდენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მეცნიერებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან, ენერგეტიკულ ტექნოლოგიებთან და სიღარიბესთან ბრძოლასთან დაკავშირებულ კვლევებს. ეს საზოგადოებრივი მოთხოვნა, უნდა გაითვალისწინონ სამეცნიერო ორგანიზაციებმა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში სამუშაოების დაგეგმვისას.